31.05.2013
cools
33, Тбилиси, Грузия

სიყვარულს აგიხსნი… მე ისევ სათუთად. ნაზი ჰარმონიის წამებში ვიღვრები, რომ ახლა ცის კიდეს მივადგამ კიბეს და, ცისარტყელაზე სიყვარულს გპირდები. ლერწამის ტოტიდან დავკრიფავ სტრიქონებს, მიმონებს, ეგ მზერა საოცრად მიმონებს, ძველ მთვარის რკალში ჩავწვები კარგო და. ჩუმ დედამიწაზე უჩუმრად გიყურებ. სიყვარულს აგიხსნი, მე როგორც არასდროს, მთელი დედამიწაც თითქოს და ფლიდია, გავრისკავ ყველაფერს… ზღვის ქიმზე ვდგები და. ვიცი რომ ეს რისკი არც ისე დიდია. ზამთარი მოდის… მე თოვლის წვიმაში. შენ გაზაფხულის სიყვარულს შეგწირავ, გათელილ ბალახებს გავთელავ ისევ და. დაკრეფილ ყვავილებს ახლიდან გიკრიფავ…. დავათრე ძვირფასო ჩვენივე გრძნობები, ახლა კი სიშორეს დავუსხამ კონიაკს, მომდევნო ჭიქაც და იცი რა მგონია? აგიხსნი სიყვარულს – რაც ჯერ არ მქონია…. უკუნი ღამეა… და ახლა სიჩუმე. გასაგიჟებლად ხმაურობს ჯინაზე. აცივდა ცოტათი… ზუზუნი, ქარია…. დაგიწერ ლექსად რომ სიშორეც მთვრალია, რომ ისევ იქუხებს ზეცა და მთელს ცაზე. ჩვენი ცისარტყელა გპირდება სიხარულს, მე ისევ მთვარის ვიჯდები რკალში და.

5 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут