ზედა უჯრედს ჰქვია ცა,  ქვედას - მიწა
54, Тбилиси, Грузия

"კლასობანას ასე თამაშობენ,

ფეხსაცმლის წვერით აგდებენ ქვას. ამისთვის საჭიროა: ერთი ქვა და ფეხსაცმელი, კიდევ სწორი ადგილი მიწაზე და ცარცით ლამაზად დახატული უჯრედები, სასურველია ფერადი ცარცით. ზედა უჯრედს ჰქვია ცა, ქვედას - მიწა, ძალიან ძნელია ქვა ცამდე მიიტანო, თითქმის ყოველთვის რაღაც გეშლება, ისე ვერ გათვლი, რომ ქვა უჯრედიდან გარეთ არ გავარდეს. ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, მიეჩვევი, საჭირო გამოცდილებასაც შეიძენ და უჯრედებზე ხტომასაც ისწავლი და ერთ დღესაც აღმოჩნდება, რომ თურმე შეგიძლია მიწას მოსწყდე და შენი ქვა ცამდე მიიტანო, ცაზე ახვიდე, მაგრამ ცუდი ისაა, რომ სწორედ ამ დროს, როცა იმ სიმაღლეს მიაღწევ, და როცა შენს გარდა სხვა ვერავინ შეძლო ეს, ვერავინ მიაღწია ცამდე, ვერ მიიტანა იქამდე ქვა, სწორედ ამ დროს მთავრდება შენი ბავშვობაც და მერე უკვე ჩაეფლობი წიგნებში, შეგიპყრობს სევდა, ღმერთმა იცის, რა მიუწვდომელისა, დაგატყვევებს სხვა ცის ჭვრეტა და უნდა კიდევ ისწავლო როგორ მიაღწიო იქამდე..."

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут