22.12.2013
************
54, Тбилиси, Грузия

რომელი უფრო ძლიერი იყო

ან რომელს უფრო ძლიერ უყვარდა, იალიას ოლღა, წლებს რომ გაუძლო, თუ ამადეოს, უბრალოდ ჟანნა, ფანჯრის რაფიდან რომ გადაფრინდა, რადგან ვერ შეძლო მეტის ატანა. და სიყვარული ღმერთია განა? ღმერთია! ღმერთი! ამბობს ბიბლია, და ალბათ ესეც ღვთაებრივია, მე რომ უშენოდ არ შემიძლია... ღვთაებრივია,ბევრმა ჩვენგანმა, რომ მეორე მე,დატოვა მარტო, მაშინ, როდესაც ღმერთივით სწამდათ, ნიკოს, - ნინა და მეფეს, -ქეთათო... და ის,რომ ღმერთი სიყვარულია, მე დავიჯერე ძვირფასო უცებ, როცა მე შენთან ყოფნა მწყურია და ამისათვის, ჯოჯოხეთს ვუძლებ. რა დროს დაღლაა, არ დავიღლები, მე შენზე ნატვრას, უნდა შევაკვდე და თუ კი ღმერთი სიყვარულია, ასე ცოდვილიც,მოვალ შენამდე! რომელი უფრო ძლიერი იყო, მედიდგულება ცისფერი სისხლით რომეო, შხამი როცა გაიყო, როცა ერთგულად დაიცვა ფიცი! და ახლა ყოველ, ყინვიან ღამეს, ჯინევრას სხეულს,ლუიჯი ტირის, მათ სიყვარულის ისე იწამეს, რომ სიღატაკეს შესწირეს... ჩვილიც! მეტი რა გინდა! რა გინდა მეტი! რომ დაიჯერო კაცობრიობავ, თვით ავაზაკიც ზეცად ავიდა, ურწმუნო ჯალათს ცრემლი სდიოდა. და საყვარელი მოყვასის ღალატს თავს იუდაც კი არ პატიობდა! და თუ სიყვარულს გულწრფელად ელი, რაც გაგაჩნია თუ კი შესწირე, ხომ მაინც გალას მუზაა მერი, ხომ ტატოსია ეკატერინე! ხომ მაინც თრთოდა მირზას ლექსები, ცხელი სანგრიდან სატრფოს თითებში, და მეც შენზე ფიქრს რომ ვერ ვეხსნები, ხომ შენც გაგრიე ამ დიდ მითებში! ხომ ყველას მოგვწვდა გრანელის სევდა, ხომ ცოცხალია დღესაც ზოზია, მეც შენი სული მუდამ თან მდევს და ეს ლექსებიც ხომ შენგან მოდიან, ხომ დარჩა ნიკა ისევ ნიკალად, ჭიქა ღვინოზე,ლომის მხატველი, ვისაც ქართული მიწა გიყვარდათ, ხომ ყველას დაგაქვთ გმირის სახელი! ხომ დღესაც მღერის გელას თეონა, და ეცრემლება მუცოს არღუნი, ხომ დაიჯერე,როგორ გელოდა, გული,უფლისთვის გადანახული. ხომ სატანაა დღეს განაბული, რადგან მე მხოლოდ სიყვარულს ვყვირი! ხომ ვკვდები! ვკვდები შენი ნატრული! და მაინც ვამბობ, ღმერთია დიდი! ხომ დარჩა ჯინსებს თაობა ერთი, და გეგასია მამაო თინა, ღმერთო, შენამდე თუ კი მოვედი, ხომ სიყვარულმა შემაძლებინა! ხომ ისევ ისე,დარაბებს იქით, გაზაფხულია, შენსკენ სავალი, და ისევ ისე, ძველებურ ხიბლით, სველია, სველი იასამანი. მე ღამით, ქარში ვაკოცებ მიწას, ვერ განვიკითხავ, ვერავის განვსჯი, და გვწამდეს ხალხო,რომ როცა გვიყვარს, თვითონ ღმერთია, ყველა ჩვენგანში!

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут