.....................
35, Тбилиси, Грузия

- როგორ მიხვდები რომ ,,შენი ადამიანი"იპოვე?

- მგონია, რომ მასთან სასაუბრო თემა არ გამომელევა; ყოველთვის სიამოვნებით მოვუსმენ, მაშინაც როცა უკიდურესად დაღლილი ვიქნები;

გავუგებ და ისიც გამიგებს. მასთან გულახდილი ვიქნები, მაშინაც კი, თუ სიმართლე მწარეა, ისიც გულახდილი იქნება ჩემთან, ტყუილი უბრალოდ არ დასჭირდება. რომც სცადოს, თვალები ჩაუშვებენ... ჰო, თვალებში ამოვიკითხავ, როდის რას გრძნობს და რისი თქმაუნდა ან არ უნდა.

მას ეცოდინება, რომ იდეალური არ ვარ, მაგრამ ჩემი ნაკლიც ეყვარება. სწორედ ამიტომ ვეცდები, რომ უკეთესი გავხდე. უფლებას მომცემს გრძნობებისაგან დავიცალო, თუნდაც ვიყვირო, ვიტირო და ისტერიკა დავიმრთო...

როცა გაცეცხლებულსა და სახეალეწილს ან ავადმყოფს დამინახავს, არ გაიფიქრებს, რომ არჩევანში შეცდა.

გამაცინებს, მაშინ როცა დავდარდიანდები, ჩემს უცნაურ იუმორსაც დაუმუღამებს, თან ისე, რომ
სიცილისგან მუცელი ასტკივდება.

ჩემი ადამიანი მაგრძნობინებს, რომ განსაკუთრებული ვარ... სხვებს არ ვგავარ... ის დამანახებს, რომ ბედნიერია! ბედნიერია, რადგან ყოველდღიურობას ვუზიარებ.

15 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут