ძალაუფლების ხუთი საფუძველი
40, Кутаиси, Грузия

არსებობს ძალაუფლების ხუთი საფუძველი:

1. აღიარებული ძალაუფლება დამოკიდებულია მიმდევრების მიერ ლიდერის იდენტიფიკაციასა და მის მოწონებაზე. მაგალითად, მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, ფლობს ასეთ ძალაუფლებას.

2. ექსპერტული ძალაუფლება დამოკიდე
ბულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მიმდევრები ლიდერის კომპეტენციებს. მაგალითად, გიდი, რომელსაც აქვს ცოდნა უცხო ქვეყნის შესახებ, ფლობს ექსპერტულ ძალაუფლებას.

3. ლეგიტიმური ძალაუფლება ასოცირდება ფორმალურ სამსახურებრივ სტატუსთან და ავტორიტეტთან. მაგალითად, მოსამართლე, რომელსაც სასამართლო დარბაზში განაჩენი გამოაქვს, ფლობს ლეგიტიმურ ძალაუფლებას.

4. დაჯილდოების ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია სხვებისთვის გარკვეული ჯილდოს დაწესება. ხელმძღვანელი, რომელიც განსაკუთრებით შრომისმოყვარე თანამშრომლებისთვის ჯილდოს აწესებს, ასეთ ძალაუფლებას ფლობს.

5. იძულების ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, რომელთაც შუძლიათ სხვისი დასჯა. მაგალითად, მწვრთნელს, რომელიც მოთამაშეებს, რომლებმაც ვარჯიშზე დაიგვიანეს სკამზე დასვამს და აღარ ავარჯიშებს.


ორგანიზაციებში, ძირითადად ორი ტიპის ძალაუფლებას ვხვდებით, ესენია: პოზიციური ძალაუფლება და პიროვნული ძალაუფლება.
პოზიციურ ძალაუფლებას ადამიანი მისი ოფიციალური პოზიციიდან გამომდინარე ფლობს. ეს არის გავლენის შესაძლებლობა, რომელსაც ლიდერი მიმდევრებთან შედარებით უფრო მაღალი სტატუსის გამო იძენს. პიროვნული ძალაუფლება არის გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, რომელსაც ლიდერი იძენს, რადგან მიმდევრებს ის მოსწონთ და განსაკუთრებით მცოდნედ მიაჩნიათ.

ძალაუფლება და გავლენა ის საშუალებებია, რომელთაც მენეჯერი იყენებენ კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. თუ მენჯერი არ ფლობს მუშაკებზე ზემოქმედებისათვის საკმარის ძალაუფლებას, ის ვერ შეძლებს მათ წარმართვას ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად. ძალაუფლება ორგანიზაციათა წარმატებით ფუნქციონირების აუცილებლი პირობაა თუმცა ზოგჯერ ის არასწორად გამოიყენება.

ხელმძღვანელობამ უნდა გაიცნობიეროს ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ძალაუფლებით ცალმხრივად სარგებლობა. ამან შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი ხელქვეითთა მხრიდან. ამიტომ კარგი მენეჯერი ყოველთვის ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლების ბალანსი, რაც უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, მაგრამ არ გულისხმობს არც ხელქვეითთა დაჩაგვრას და არც დაუმორჩილებლობას იწვევს.

108 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут