უძილობა
40, Кутаиси, Грузия

უძილობის მკურნალობის არამედიკამენტური მეთოდები

ენცეფალოფონია (“ტვინის მუსიკა”)
ეს გახლავთ სპეციალური კომპიუტერული პროგრამებით დამუშავებული და მუსიკად გარდაქმნილი ადამიანის თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრამით მკურნალობა. ჯანმრთელი და ავადმყოფი ადამიანების ორგანიზმში ის მკვეთრ ფუნქციურ ცვლილებებს იწვევს. ინსომნიით (უძილობით) დაავადებულებში ენცეფალოფონიის ეფექტურობა 80%-ს აღწევს.

ფოტოთერაპია
მკურნალობის ეს მეთოდი ემყარება თანამედროვე თვალთახედვას თავის ტვინზე კაშკაშა შუქის ზემოქმედების შესახებ. შუქი თვალის, ჰიპოთალამუსის და ეპიფიზის გავლით დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე.

ფსიქოთერაპია
ეს მრავალი დაავადების მკურნალობის გავრცელებული მეთოდია. ინსომნიის მკურნალობაში ფსიქოთერაპია არსებული ფსიქოპათოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების კორექციას ახდენს. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს განგაშის, შფოთვის დონის შემცირებას (ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია უძილობისას).

დიეტა უძილობის დროს

ამ დროს უნდა დაინიშნოს ნაკლებმარილიანი დიეტა, რადგან მარილი ხელს უშლის ჩაძინებას. ბალანსირებული რაციონალური კვება უძილობის მკურნალობის დროს დადებით ეფექტს იძლევა. ასეთი დიეტა უნდა გამორიცხავდეს: შაქარს, თეთრი ფქვილის ნაწარმს, ჩაის, ყავას, შოკოლადს, ალკოჰოლს, ცხიმიან და შემწვარ საკვებს, სანელებლებს. კარგია ჭამისას ზომიერებისა და სიმშვიდის გრძნობის გამომუშავება.

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут