ღრიანკალი
40, Кутаиси, Грузия

ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ღრიანკალს სექსის და რისკის გარდა არაფერი აინტერესებს. მაგრამ ღრიანკალი სხვებზე მეტად არ ფიქრობს სექსზე, რისკი და გაბედულობა სულ არ არის ფიქსირებული ნიშნის ბუნება. გარედან შესაძლებელია ვინმეს მოეჩვენოს, რომ ღრიანკალი გაბედული, ვნებიანი, უგულო, შურისმაძიებელი ნიშანია, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ფიქსირებული წყლის ნიშანია და მისი როლი- დიდი ემოციური მუშაობაა, თავისი როლის სრული გაცნობიერებით.

ნიშანი მესამე, გარე კვადრანტშია, რომლის ამოცანაა- კავშირების დამყარება გარე სამყაროსთან, ამიტომ ღრიანკალს შეხვდა ძალიან მძიმე ამოცანა- გრძნობებით შეიცნოს ეს სამყარო, მისი კანონები და ფასეულობები, და ამასთან არ დაკარგოს თავის მთლიანობა, მიზანი და მიმართულება. ეს კი დამეთანხმებით- ძნელია.

ამ მიზეზით ღრიანკლის შინაგანი ცხოვრება დუღს, ის ხშირად ეჭვებშია, უნდა იცოდეს ყველაფერი და ყველაფერზე მეტი მათზე, ვისთანაც მჭიდრო კონტაქტშია. ამას ზოგი კითხულობს როგორც ვნებას: „მას სიახლოვე უნდა“. არა, მას უბრალოდ სიმართლე უნდა. გარკვეულწილად ესეც სიახლოვეა, მაგრამ ემოციური და არა ფიზიკური.

რისკი ღრიანკალს, როგორც ფიქსირებულ ნიშანს, არ უყვარს. ის ნელ-ნელა წავა მიზნისკენ, მაგრამ გარანტირებულად. ღრიანკალს შეუძლია ვინმეს პირდაპირ და უშიშრად უთხრას რას ფიქობს მასზე და ეს გახდა მიზეზი იმის, რომ ზოგი ასტროლოგი აფასებს მას, როგორც რისკიანს. მაგრამ ეს რისკი არ არის: სანამ ღრიანკალი ასე მოიქცევა, ის სულ შინაგან განცდებში, ეჭვებშია, მას ეშინია უმიზეზოდ არავის აწყენინოს, მაგრამ თუ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვიღაცის საქციელი არ არის სწორი და უშლის ხელს ამოცანის შესრულებაში, მხოლოდ მაშინ შეუძლია დაკბინოს ეს ადამიანი.

სხვათაშორის, ძალიან ხშირად ღრიანკალი საუბრობს ბოდიშის მოხდით, ვინაიდან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნორმალური ემოციური ურთიერთობები გარემოსთან. თუმცა, ღრიანკლის ჩვევამ-- ფსიქიკის სიღმეებში ჩაღწევა გამოუმუშავა მას გამჭრიახობა, და ამ გამჭრიახობის დახმარებით მას დაუფიქრებლად შეუძლია იგესლებოდეს და არ იფიქროს არც რისკზე, არც ვნებაზე, არს შურისძიებაზე. ის უბრალოდ თავის აზრს გამოთქვამს.

67 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут