როგორ დავგეგმოთ “ივენთი” ?!
40, Кутаиси, Грузия

ბრენდის იმიჯისთვის კარგად დაგეგმილი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ბევრი კომპნიაა, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით მუშაობს.
ირინა ცერცვაძე ტრენინგებისა და მენეჯმენტისა საკონსულტაციო ცენრი “VIPR”-ის დამაარსებელი და პიარ მენეჯერი :

1. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ მიზანი, რატომ და რისთვის უნდა კომპანიას ეს კონკრეტული ღონისძიება. მთავარია დამკვეთს შესთავაზო გეგმა, სადაც გათვლილი იქნება ყველა დეტალი, საბოლოოდ ჩამოყალიბებული და მთლიანად შეფუთული , თავისი ალტერნატიული გზებით.

2. ღონისძიების დაგეგმვისას უმთავრესია გუნდური მუშაობის პრინციპი. ეს წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

3. აუციელბელია სწორი მენეჯმენტი.

4. გუნდის წევრებს შორის ფუნქციების სწორი დელეგირება.

5. ღონისძიების ადგილის შერჩევა, მდებარეობა უნდა იყოს კომპანიის იმიჯის შესაფერისი.

6. სეგმენტის განსაზღვრა.

7. ასევე აუცილებელია სცენარი, მოსაწვევები, ფურშეტი შეესაბამებოდეს შერჩეულ სეგმენტს და ღონისძიების შინაარსს.

8. ღონისძიება აუცილებლად იყოს რეზონანასული და ინფორმაციული.

თეონა ბაღდავაძე კომპანია “ბილაინის” პიარ მენეჯერი :

1.მნშვნელოვანია, ვიცოდეთ, ზუსტად რას ემსახურება ღონისძიება, რა არის ძირითადი მიზანი, რომიმის მიხედვით შევარჩიოთ სტუმრების სია, პრეზენტატიორები და ღონისძიების პროგრამა .

2. წინასწარ უნდა დაგეგმოთ ყველა ის სცენარი, რომელიც, შესაძლოა, განვითარდეს. მაგალითად, სტუმრების არასაკმარისი რაოდენობა, პრეზენტატორების ნაკლები ცოდნა პრეზენტირების საკითხებში , სხვადასხვა წვრილმანი დეტალი, რომელმაც, შესაძლოა, დისკომფორტი შეუქმნას სტუმრებს.

3. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, არც თქვენ და არც თქვენი კომპანია არ ხართ მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან, ის სტუმრები ვინც ღონისძიებას ესწრებიან. ამიტომ, მათი შთაბეჭდილებისა და დადებითი ემოციების მიხედვით შეგიძლიათ განსაზღროთ ღონისძიების წარმატება.

ნეილ ჯონსი (შოტლანდიელი სპეციალისტი. აქვს 35 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და რეპუტაციის მენეჯმენტის სფეროში. ამჟამად წარმოადგენს კომპანიას “ჩაირნსტონე”. მის კლიენტებს შორისაა ინგლისსა და შოტლანდიაში ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც “BP”, “უბედური შემთხვევების პრევენციის სამეფო საზოგადეობა” და ა. შ. :

1.ზუსტად და ნათლად განსაზღვრეთ ღონისძიების მიზანი. მთავარია რას მიიღებენ აქედან მოწვეული სტუმრები და აუდიტორია.

2. ღონისძიებას უნდა ჰქონდეს რაიმე თავლშისაცემი და მიმზიდველი, რაც ხალხს დასწრებას “აიძულებს”.

3. კარგი “ივენთი” ისე, უბრალოდ არ ტარდება. ის ზედმიწევნითაა დაგეგმილი. ღონისძიების მენეჯმენტი პარაშუტით ხტომას ჰგავს, რაც უფრო უახლოვდები მიწას, მით უფრო აღწევს ის თქვენში. საკუთარ თავს უამრავი დრო მიეცით აძლევთ დასაგეგმად, რომ ყველაფერი ერთად “ზიდოთ ”.

4. ერთ-ერთი საკვანძო საკითხი უსაფრთხოებაა. წანასწარ თავს ნუ დაიმშვიდებთ, რომ შერჩეული ადგილი საუკეთესოა. ღონისძიებაზე რომ ვინმე დაზიანდეს, პასუხისმგებლობას თქვენ და თქვენს კომპანიას დაგაკისრებენ და არავინ დააბრალებს ამას ადგილის ან შენობას.

5. შეარჩიეთ ხელსაყრელი თარიღი. თუ არჩევანის საშუალება გაქვს, თავად განსაზღვროთ დრო, ისე დაგეგმეთ, რომ სამიზნე აუდიტორიისგან დასწრების მხრივ, საუკეთესო გამოხმაურება მიიღოთ.

6. კარაგად შერჩეული ადგილი მნიშვენლოვნად გაზრდის დამსწრეთა რიცხვს. ამიტომ , თუ ზუსტად იცით, რომელი ადგილი გამოდგება თქვენი ღონისძიებისთვის, შესაძლოა , შეზღუდული აღმოჩნდეთ დროის შერჩევაში.

7. პროგრამული ნაწილი დამოკიდებულია ღონისძიების ტიპზე. თუმცა, არსებობს ძირითადი წესები. “ივენთის” მოცულობა დროის შესაბამისი უნდა იყოს. საღამოს განმავლობაში მოვლენები არც ძალიან სწრაფად და არც ძალიან ნელა არ უნდა ვითარდებოდეს. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს “ფინალი”. ჩათვალეთ, რომ თქვენი ღონისძიება თეატრალური წარმოდგენაა და შეძლებთ გამოიწვიოთ ინტერესი და მღელვარება.

8. ღონისძიებას ხშირად სპიკერი სჭირდება. შესაძლოა, ეს თქვენი კომპანიის წარმომადგენელი , ან სხვა გარეშე პირი იყოს. ორივე შემთხვევაში , შერჩევისას ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ : იქნება ეს პიროვნება საინტერესო მოსაუბრე აუდიტორიისთვის? არ მოერიდოთ იმის წინასწარ დაწერას, რაც უნდა თქვას, თუნდაც ეს თქვენი კომპანიის ხელმძღვანელი იყოს.

9. გაესაუბრეთ ღონისძიების დაწყებამდე, მისი მიმდინარეობისას და დასასრულს დელეგატებს . მათთან კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ღონისძიების წარმატებისა და ეფექტურობისთვის.

10. შეხედეთ საკუთარ ღონისძიებას აუდიტორიის , მოწვეული სტუმრის ან მონაწილის თვალით. ეს ღონისძიების მენეჯმენტის კრიტიკული ნაწილია. შემდეგ გადახედეთ უკვე გაწერილ გეგმას და დაფიქრდით, რა შეიძლება იყოს არასწორი. შესაძლოა, გაუთვალისწინებლად შეცვლა ან საერთოდ ახალი გეგმის შემუშავება მოგიწიოთ. თუმცა, ეს ღონისძიებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი ფაქტორია.

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут