გონებრივი ჩამორჩენილობა
40, Кутаиси, Грузия

გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება ადრეულ ასაკში და მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკური განვითარების და ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან.

გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური და ადაპტაციური უნარების დარღვევებით შემდეგ სფეროებში:

კომუნკაცია;

თვითმომსახურება;

სწავლა;

მუშაობა;

დასვენება;

საოჯახო საქმიანობა;

სოციალური ჩვევები.

გამოყოფენ გონებრივი ჩამორჩენილობის 4 ხარისხს:

მსუბუქი .(IQ 50-69);

საშუალო .(IQ Q 35-49);

მძიმე .(IQ .20-34);

ღრმა .(IQ .20-ის ქვემო)

სადაც IQ .არის ინტელექტის კოეფიციენტი, რომელიც იზომება ინტელექტის საზომი ტესტებით. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ვექსლერის ტესტი (WISC-R).

მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დროს (IQ=50-69):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 912 წელს;

ვლინდება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები სკოლაში;

ვლინდება ნორმალური სოციალური ურთიერთობების დამყარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უნარი. აგრეთვე მუშაობისათვის აუცილებელი უნარები.

საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა (IQ=36-9):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 6-9 წელს;

ვლინდება განვითარების თვალსაჩინო შეფერხება ბავშვობაში;

ირღვევა თვითმომსახურების უნარები;

უმრავლესობას შეუძლია შეიძინოს ადეკვატური კომიუნიკაციური და საბაზო აკადემიური უნარები;

საჭიროებს სხვადასხვა დონის დახმარებას საზოგადოებაში ცხოვრებისა და მუშაობისათვის.

მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა (IQ=0-9):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3-6 წელს;

ჩვეულებრივ საჭიროებს მუდმივ დახმარებას.

ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა (IQ 20-ზე ნაკლებია):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3 წლამდე ასაკს;

ვლინდება თვითმომსახურების, გადაადგილების და კომუნიკაციის მძიმე დარღვევები;

გონებრივი ჩამორჩენილობა შეუქცევადი პროცესია და ყოველი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში განვითარების ტემპი, უნარები და აკადემიური მიღწევები ძალიან ინდივიდუალურია.

ემოციური მოუმწიფებლობა: .შესაძლოა ემოციების გამოხატვის ინტენსივობა იყოს ძალიან ძლიერი. დარღვეულია ემოციების შეკავებისა და კონტროლის უნარი.

უნდა აღინიშნოს, რომ გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა მათ მიმართ დამოკიდებულება. ისინი ძალიან მწვავედ რეაგირებენ, თუ ვერ გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ სითბოს, სიყვარულს და კეთილგანწყობას.


3 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут