ქალს და კაცს შორის მეგობრობა
40, Кутаиси, Грузия

ქალს და კაცს შორის მეგობრობა

ერთ–ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სჯერა საზოგადოებას საპირისპირო სქესსს შორის მეგობრობა, არის მედია სივრცე, ფილმებში ასახული სიუჟეტები, რომლებშიც ქალისა და კაცის მეგობრობა ყოველთვის სექსუალური ურთიერთობით მთავრდება. ეს ყველაფერი კი რასაკვირველია საზოგადოებაში ეჭვებს წარმოშობს, არ არის გასაკვირი, რომ მათ ამის არ სჯერათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა დაიწყო დონ ო მეარამ. როგორც ის ამბობს, ამ საკითხის კვლევის მიზეზი გახდა მისი პირადი გამოცდილება ანუ მისი მეგობრობა ქალთან. მან გამოყო წინააღმდეგობები, რომლებიც ქალისა და კაცის მეგობრობის დაწყებისას წარმოიქმნება. ამ წინააღმდეგობების გადალახვა კი შედეგად ნამდვილად გვაძლევს ქალსა და კაცს შორის ნამდვილ მეგობრულ ურთიერთობას. ეს გამოწვევებია:

1) განსაზღვრო ურთიერთობა: მეგობარი თუ შეყვარებული?

პლატონური სიყვარულის არსებობის შესახებ მერამ თავის სტატიაში მიუთითა, სადაც 20 წყვილზე ჩატარებული დაკვირვების შედეგები აჩვენა. მისი თქმით, მეგობრული მიზიდულობა ან კავშირი, თავიდან გვარიდებს ფიზიკური ლტოლვის გაჩენას. თუმცა ძალიან ძნელია განსაზღვრო თუ რა სახის სიყვარულს გრძნობ: მეგობრულს, რომანტიკულს თუ მხოლოდ სექსუალურს. შენ მოგწონს მასთან ურთიერთობა, მაგრამ გასარკვევია ის თუ რომელ მათგანს განიცდი ზემოთ ჩამოთვლილთაგან.

2) გაუმკლავდე სექსუალურ მიმზიდველობას

ხშირად უბრალო მეგობრულ ჩახუტებას შეუძლია ქალსა და კაცს შორის მეგობრობა სექსუალურ ვნებაში გადაზარდოს. შეიძლება შენ არც ფიქრობ სხვა სახის ურთიერთობაზე, მაგრამ გაუმკლავდე მიზიდულობის ძალას ძალზე რთულია.

ერთ–ერთ გამოკვლევაში, სადაც 150–ზე მეტი ქალი და კაცი მონაწილეობდა შედეგებმა აჩვენა, რომ კაცების უმრავლესობა ქალთან მეგობრობას მხოლოდ სექსუალური მიზიდულობის გამო იწყებს ანუ თუ ქალი სექსუალურად მიმზიდველად არ მიაჩნიათ, მათთან მეგობრობა არ მოუნდებათ. გამოკითხულთა 62 % კი აღნიშნავდა, რომ მათ მეგობრობაში სექსუალური ვნება არსებობს.

3) შევხედოთ, როგორც თანასწორს

ეს საუკეთესო საშუალებაა მეგობრობის შესანარჩუნებლად. იმ კულტურებში, სადაც კაცები დომინანტები არიან ეს ცოტა ძნელია, ვინაიდან ქალები უფრო მეტად ექცევიან კაცების გავლენის ქვეშ, თუმცა გენდერული პრობლემები სულ უფრო და უფრო ნაკლებად გვხვდება.

4) გაუმკლავდე საზოგადოების რეაქციას

საპირისპირო სქესის მეგობრებს ხშირად უწევთ ირგვლივ მყოფთა სკეპტიკური დამოკიდებულების ატანა: ” დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ მეგობრები ხართ? “. საზოგადოება არ არის მზად ქალსა და კაცს შორის ნამდვილი მეგობრობის არსებობა აღიქვას.

5) მეგობრის ძებნა, შეხვედრის ადგილები.

სამუშაო თუ სასწავლო გარემო ხელს უწყობს მათ დაახლოებას. ხშირად სკოლა და სამსახური განაპირობებს ქალსა და კაცს შორის მეგობრობის ჩამოყალიბებას.

3 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут