"ყველაზე უკეთესად სიყვარულის არსს მაშინ ხვდები, როცა სნეულის საწოლთან ზიხარ..."
მისიონერობაზე ოცნებობდა, მაღაროელებს ბიბლიას
უკითხავდა და მათ გაჭირვებას იზიარებდა."ვის ჭირდება ყველაზე მეტად ეს
ნათელი? მათ, ვისაც სიბნელეში, დედამიწის წიაღში უხდებათ
შრომა. მაგალითად, მაღაროელებს..."
ვიქტორ ჰიუგო ამბობს: "ღმერთი მოციმციმე
შუქურაა, ხან ინთება, ხან ქრება." მძიმე ცხოვრება ჰქონდა, თუმცა
სიცოცხლისთვის დიდხანს, მაგრამ, არაბოლომდე იბრძოდა... "თუ მეტყვი-ისეთებიც
ხომ არიან, ვინც ხელყოფენ საკუთარ სიცოცხლეს? მე მხოლოდ ამას გიპასუხებ:
მართალი გითხრა, არა მგონია, მე ასეთ კაცს ვგავდე-მეთქი."
რაც მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდები, ყველაზე დიდი ხელოვნება, ყველაზე დიდი სილამაზე – ადამიანთა სიყვარულია."
ძალიან მიყვარს ვან გოგი
მეც. :) თან არა მხოლოდ,როგორც მხატვარი,არამედ მოაზროვნეც(ტეოსადმი წერილებში ეგ კარგად ჩანს).ამდენჯერ სიყარულში არ გაუმართლა,მაგრამ როგორი თბილია მისი ყოველი ტილო,მისი ყვითელი ფერი....ქრისტეზეც რა კარგი შედარება მოჰყავს მხატვართან. ;)
ჰოო,მეც მიყვარს არა მარტო როგორც მხატვარი, და მეცოდება რომ არ უმართლებდა...
საზოგადოებისგან რამდენი ზიზღი,რამდენი ცილისწამება(თუნდაც "კარტოფილით ვახშმობა"-ში მენატურეზე),რამდენი სულიერი ტკივილი აიტანა.ზოგჯერ,მართლა ბევრი უსამართლობა ხდებოდა და ხდება. :(