14.12.2011
cheni  realoba
61, Тбилиси, Грузия

რამდენიმე დღის წინ (ვიდრე ეროს-მცოცავი ტელეკომპანია "მაესტროს" გალავანზე გადაძვრებოდა), საქართველოს მთავრობის მთავარმა ოპონენტმა - "ქართული ოცნების" შემოქმედ-შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა სკეპტიკურად მომღიმარ ჟურნალისტ ე. ბერიძეს. კარგი ინტერვიუ იყოო, თქვეს მასზე უპირობოდ შეყვარებულებმა, მაგრამ მე კი მაინც დავფრთხი... ასე თუ გააგრძელებს, ეჭვი მაქვს, "ქართული ოცნებისგან" აღარაფერი დარჩება "ერთი ქართველი მეოცნებეს" გარდა. ისე ილაპარაკა, გეგონება, წინ არც არჩევნები იყოს და არც ხელისუფლება ათამაშებდეს ქვის კვერცხებს. ცნობილ ლირიკულ ტექსტთა ციტირებას (თან ცუდად) როგორღაც სააკაშვილიც ახერხებს და იქნებ ცოტა მეტი დრო დაუთმოს მოსაწყენ პოლიტიკურ პროზას. შეგახსენოთ, პირველ ყოვლისა რა მარცხდება პოლიტიკაში? - არაადეკვატურობა!.. ავტორი ლაშა ბუღაძე

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут