სიყვარულს ვუძღვნი.
52, Цхалтубо, Грузия

მე შენ მიყვარხარ!

ვამბობ და... ვფიქრობ:
სისულელეა!
სიყვარული არ იქნება ასე მარტივი,
მე და... შენს შორის რომ ჩაეტიოს.
ასე უნდა ვთქვა:
სამყარო მიყვარს და
სიცოცხლეს ვუქსოვ!
მზის გორგალი ოქროს ძაფია,
ღმერთიც იქვეა და მასწავლის,
თუ როგორ შევძლო
ამ დიდი შრომის დასრულება
ჩემი სიკვდილით!...
მერე კი, იქით...
ოქროსპერანგა სამყაროში ამოვყო თავი,
სადაც ჰაერის ნაცვლად
სიყვარული დგას!...
იქ ვეღარ ვივლი...
ვერც ვისუნთქებ ჩვეულებრივად...
ბუნებრივია,
უბრალოდ ვიფრენ!....

13 просмотров
 
Комментарии
agni121 05.12.2010

სამყარო მიყვარს და
სიცოცხლეს ვუქსოვ!
მზის გორგალი ოქროს ძაფია,

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут