Дневник пользователя Tea Mirazanashvili

Tea Mirazanashvili
40, Тбилиси, Грузия

20.07.2011

,სამყაროში საკუთარი მწირობა შევიგრძენი და მიწაც და ზეცაც ლერწამივით ჩამეფშვნა ხელში...''

,,ჩუმია სულის ხმა, ის მხოლოდ გულის მდუმარებაში ისმის...''


,,სულის სიმტკიცე ის კი არაა, არასდროს დაეცე - საქმე ისაა, დაცემულმა წამოდგომის ძალა იპოვო."


"ზეციდან ყველა ადამიანი თანაბრად შორია."


"სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია."


"კაცი არასოდესაა იმაზე მაღალი, ვიდრე მაშინ, როცა მუხლს მოიხრის სხვის დასახმარებლად."


"ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა."


"კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია."


"ცხოვრება ხშირად…


17.07.2011

ვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი, ხან მზე დგას, ხან კი ქარები ქრიან... ყველა ვიღაცის იმედით დადის, ყველას ვიღაცის იმედი ჰქვია.




მთვარე დაბრუნდა არგათელილი ზეცის გულიდან
და დედამიწამ მოიხდინა ცალი საყურე,
შემომეპარა შენზე ფიქრის ანარეკლები,
ბეღურასავით ნამცეც-ნამცეც ესღა მაპურებს.

მთვარე მაპურებს, მიკლავს წყურვილს
უშენობიდან უშენობამდე,
ვსუნთქავ ზეცამდე და ვებრძვი სურვილს
სულის სიმშვიდის შეშლილობამდე.



  1. როცა ქალი ჩუმადაა - კითხე რა ხდება მის თავს
  2. როცა ქალი იგნორს გიკეთებს - ყურადღება მიაქციე
  3. როცა ქალი ცუდად გამოიყურება - უთხარი მას რომ ძალიან ლამაზია
  4. როცა ქალი ტირის - ჩაეხუტე და არაფერი უთხრა
  5. როცა ქალს ეშინია - დაიცავი ის
  6. როცა ქალი გეთამაშება - შენც ეთამაშე
  7. როცა ქალი დიდხანს არ გპასუხობს - დაარწმუნე ის რომ ყველაფერი კარგადაა
  8. როცა ქალი გეუბნება რომ უყვარხარ - ის იმაზე მეტს გულისხმობს ვიდრე შენ წარმოიდგენ
  9. როცა ქალი თვალებში გიყურებს - არ გაიხედო, სანამ ის არ მოგაშორებს თვალს
  10. როცა ქალი ამბობს ყველაფერი დამთავრდა- იგი კვლავ გაძლევს შანსს მასთან ერთად იყო


განგება სწორედ იმას მოგაგეგბს, რისი ღირსიც ხარ! ცხოვრება სწორედ იქით წაგიყვანს,

"თუ ადამიანი გიყვარს, გიყვარს ისეთი როგორიც არის ის და არა ისეთი, როგორიც გინდა რომ იყოს."

გაუფრთხილდით ამ დიდ გრძნობას როგორც ბროლის ლარნაკს, გაბზარული სიყვარული აღარაფრად ვარგა

მართლაც წამია ჩვენი ამ ქვეყნად მოსვლა... ერთ გაღიმებას მოასწრებ... ერთ სიმღერას და... მორჩა. ....

მე ვდგევარ იქ სადაც უნდა ვიდგე და არა იქ საიდანაც უკეთესად გამოვჩნდები

ცხოვრება ტილოა...რომელზეც ხატვის უფლება მხოლოდ ერთხელ გეძლევა...უნდა ხატო ლამაზად,ნელა,აუჩქარებლად...თორემ რასაც დახატავ ვერასოდეს წაშლი ...

"გაჩუმებისთვის შეიძლება ინანო ერთხელ...მაგრამ ნათქვამმა შეიძლება განანოს ბევრჯერ" ​

მანამდე მაინც დავრჩეთ ადამიანებად, სანამ მეცნიერებას არ აღმოუჩენია, რომ ვიღაც სხვანი ვართ.


რა ლამაზი ხარ:)))))

მზეა...

გაიღიმე ადამიანო,,სახე გაინათე...სხვა თუ არ გათბობს,საკუთარ თავს შეხედე,,გაუღიმე..შენს ერთგულ მეგობარს-საკუთარ თავს...შეხედე სამყაროს,,რამხელაა,უზარმაზარი და შენ ცოცხლობ...გაქვს ლამაზი სახე,კეთილი გული და მზისფერი თმები...

გაიღიმე ადამიანო:))

ღიმილი,,ძალით,,აუცილებლად...გარდაუვალი ღიმილებით იცხოვრე...მიზეზი რად უნდა სახის განათებას??საკუთარი თავი ხომ გყავს მეგობრად?საკუთარი თავი ხომ გათბოს,როცა სახლში მარტო ხარ და ცეკვავ,,როცა წერ,როცა კითხულობ და გულის ხმას უსმენ,როცა ვერ იძინებ...

ცოცხლობ...

რა ლამაზი ხარ ადამიანო...


11.09.2012

ადამიანის გაცნობაზე რთული მისი გამოცნობა ყოფილა, ალბათ უნდა ეცადო, რომ ყველა ადამიანში ნახო ის დადებითი თვისება, რის გამოც მასთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდება და ერთი უარყოფითიც, რის გამოც მას ბოლომდე არ მიენდობი...


11.09.2012

თუ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ხარ, ისინი გამონახავენ დროს შენთვის, ხოლო თუ არა საბოდიშო ტექსტს შეთხზავენ


29.05.2011

  • თუ სამყარო მეტისმეტად ცივია შენთვის, დაანთე ცეცხლი რომ გაათბო იგი.
  • თვალი გაუსწორე იმას, რაც ფიქრობ, რომ გწამს და გაოცდები.
  • როცა ნოე კიდობანს აშენებდა, არ წვიმდა.
  • თვალი გაუსწორე მზეს და აჩრდილებს აღარ დაინახავ.
  • როცა ტალახს ისვრი, ფეხქვეშ მიწა გეცლება.
  • ის ვინც ცრემლებს იმსახურებს, არასოდეს აგატირებს.
  • სანამ შეცდომას არ დაუშვებ, არავინ გისმენს.
  • პატიება იგივეა, რაც პატიმრის გათავისუფლება და შემდეგ იმის აღმოჩენა, რომ პატიმარი შენ ყოფილხარ.
  • ყველაზე კარგი საზომი შენი სიმდიდრისა არის ის, თუ რისი ღირსი იქნებოდი, მთელი ქონება რომ დაგეკარგა.
  • არ არსებობს უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე იგნორირება.
  • ზოგი საყვედურობს ღმერთს იმის გამო, რომ მან ვარდთან ერთად ეკალიც შექმნა, ხოლო ზოგი მისი მადლობელია იმიტომ, რომ მან ეკლებთან ერთად ვარდი შექმნა თუ რაიმეს ვერ…


ჩვენ ყველას, ჩვენი ღირსება დაგვაქვს,
და ჩვენ ნაკლს ჩვენვე ვატარებთ მხრებით.
ხანდახან ვიცით როგორ მოვიქცეთ...
ხანდახან ვიცით და_მაინც ვცდებით...
ხანდახან მინდა თავი დავხარო,
და ღამე ლოცვით მინდა ვათიო,
ვინ ვარ?_რომ ვინმეს ცოდვები ვთვალო?
ან ვინმეს რამე_არ ვაპატიო?
მე მიყვარს_შენი უნიღბო სახე,
როცა გვერდით ხარ_რწმენით ვივსები,
ადამიანო_მე შენ მიყვარხარ
ყველა ნაკლით და ყველა ღირსებით.
(K)


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут