Дневник пользователя Natalia

Natalia
33, Тбилиси, Грузия

ღმერთო დავიღალე ამაოებისგან,

ბნელი გონებისგან,
მკვლელი ცხოვრებისგან,
სულის მონობისგან,
ხორცის ცხონებისგან.

ღმერთო დავიღალე
ამდენ ბოროტისგან,
ფლიდი მეგობრისგან,
მტერი მოკეთისგან.

ღმერთო დავიღალე
ჭორის სიმრავლისგან,
ცოდვის სიმყრალისგან,
სულის სიმდაბლისგან,
რჯულის სიყალბისგან.

ღმერთო დავიღალე
ურცხვენელ პირისგან,
სიტყვისა მწირისგან,
თვალი თვალის წილ და
კბილისწილ კბილისგან.

ღმერთო დავიღალე მეტი სიბნელისგან,
ხედვის სიძნელისგან,
ჩაგრულთ მჩაგვრელისგან,
და მრუდე ხელისგან.

ღმერთო დავიღალე
ამდენი ურვისგან,
ადრიან მწუხრისგან,
დარდიან გულისგან,
ტანჯული სულისგან.

ღმერთო დამიფარე
ფიქრით მზაკვართაგან,
რწმენით წარმართთაგან,
მომხდურ ავკაცთაგან
და ავაზაკთაგან.

ღმერთო ამარიდე სასო წარკვეთილი,
ღმერთო მიწყალობე გონება კეთილი,
ღმერთო მაპატიე ყველა აპათია,
ურწმუნოდ ყოფამ რომ სულში ჩაატია.

ღმერთო ნუ იყოფინ უღვთო განაჩენებს
ღმერთო დამასვენე!
ღმერთო განმასვენე!


09.04.2018

მე ბედნიერებას მოვპარე ნიღაბი..
თავიდან ვეცადე,ვით სველსველ თიხაზე
ნათელი კონტურის პატარა ხაზები
ხან მკვეთრი,ხან ბაცი..ვშალე და ვიხაზე..
როგორ არ ვეცადე,როგორ არ ვინდომე..
საკუთარ სახეზე ვიწვალე..ვიბრაზე..
და..ბედნიერებას მოვპარე ნიღაბი,
ლამაზი ფერები ვიპკურე სიყალბის..
ვატყუე პუბლიკა....ვატყუე ელიტა,
(თავად რომ ტყუილის მარცვალსაც ვერ ვიტან..)
მომწყინდა ყოველდღე ცრემლების ყურება..
მომწყინდა სისუსტე და უბედურება,
უამრავ ხელებში იმ ერთის ხელების
ძებნა და სურვილი იმ ბედნიერების,
რაც აღმოვაჩინე მოპარულ ნიღაბზე...
ვიტყუო..რა მოხდა?!..მეტი ვარ ვიღაზე.


09.04.2018

ყველა ზღაპარი კეთილად მთავრდება,

ჩემი ზღაპარი -- არა!
ყველა იმედით ცხოვრობს ამ ქვეყნად,
მე კი ... ჰო,უკვე აღარ!......

ვიღაცა მიდის,ვიღაც ბრუნდება,
ვიღაც გასულა გაღმა!
სანთელი ,ბნელში, შორს რომ ბჟუტავდა,
სულ ჩაქრობილა ახლა!....

ვეღარ ვეტევი ჩემში, ავზვირთდი,
უნდა გავიქცე სადღაც!
სახეზე წლებმაც კვალი ვერ მატყვეს,
ცრემლის ღარების გარდა!....

ჩემი ზღაპარი, ვნებით მაძღარი,
დიდ კლეოპატრას გავდა!
წუხელ დარჩენილ ღია სარკმლიდან
აშარმა ქარმა მპარა!.....

არც საყვედურებს,არც წყენას ვამბობ,
გული გაქვავდა ალბათ!
ცრემლით კი არა,ღიმით გაკოცებ,
მერე?..
მერე სულ წავალ...წავალ!.....

ყველას ზღაპარი კეთილად მთავრდება,
ჩემი ზღაპარი --- არა!
თუ გავიხურე მძიმედ კარები,
ვერ დავბრუნდები...აღარ!...


04.01.2018

 სიცოცხლეს ვეძებ...მომწყურდა.... სიცოცხლეს მოწყურებული სად არ დავყვები ბილიკებს.. თითქოს სამყარო მემდურის და გადაყლაპვას მიპირებს... აღარც გათენდა...მეგონა,- სადღაც მამალი იყივლებს, მაგრამ უკუნი გადიდდა...ღამე ტანს მაცმევს სიცივეს... სულზე მხუთავ ხელს მახვევს და გულშემზარავად ხითხითებს... -სიცოცხლევ, სად ხარ, მეშველე!- განწირულ ხმაზე ვყვირი მე... აღმართ-დაღმართზე დავყვები მიკლაკნ-მოკლაკნილ ბილიკებს, თუ მალე აღარ გათენდა...ვატყობ, ეს ღამე მიშვილებს.... ბნელის სარღვევად უხმალომ,ახლა კალამი ვიშიშვლე... ვწერ უღალავად მე, მწირი...ლექსშიც ვერ ვპოვე სიმშვიდე..... სიცოცხლეს ვეძებ...მომწყურდა...სამყარო შთანთქვას მიპირებს... რა მტკივნეული ყოფილა, ღმერთო, ეს ცივი სიშიშვლე!...


19.01.2018

გამო, შენთან მინდა ხეტიალი,ღამეს მივაბაროთ ყველა ვნება,მგონი ეს სურვილზე მეტი არი,შენ კი, ახლა ალბათ გეღიმება.ადრე ზღაპრებიდან მოგიხმობდი,მერე განამდვილდა ყველა სევდა,კარი გააღე და ჩემთან მოდი,ვიდრე დილამ გულში შეიხედა.გამო, ვარსკვლავები დამითვალე,ღრუბლებს შევერიოთ ნება–ნება,ცაზე აგორდება მალე მთვარე,ერთად გვიხილავს და ეამება.ქუჩებს წაეკიდა ზამთრის სუსხი,კვალზეც სიბერეა ეს ტიალი,გულს ხომ სიყვარული გადაუსხი,ჰოდა, შენთან უნდა ხეტიალი.


19.01.2018

 სიყვარულისთვის თუ ვცოდე,ხომ მომიტევებ უფალო?... ხელის ცეცებით ვსწავლობ სიარულს და ვამყარებ ჩემი რწმენის ნაბიჯებს... სიცოცხლისათვის თუ ვცოდე,ხომ მომიტევებ უფალო?... ლოცვებს ვაგროვებ მარცვალ-მარცვალ და თუ არასწორად წარმოვთქვი ბგერა ამასაც ხომ მაპატიებ, ხომ გაიგონებ ჩემს ხმას უფალო?... ვთესავ,რომ მერე მეც დამიდგეს შენით მკათათვე... ვაპნევ სიკეთეს,ვტოვებ ქვებზე,მზეზე გზადაგზა... ქარსაც მივანდე რაც მქონდა და რაც კი მექნება,ერთ კალათაში მოვათავსებ ალბათ ერთხელაც და დავდებ სადღაც,რომელიღაც სახლის კარებთან,სადაც საკვამურს შერჩენილი მთვარისფერი ჩრდილი იდგება... ჩემი სისხლისთვის თუ კი ვცოდე,ხომ მომიტევე?... ხომ შემომხედავ წყალობის მზერით როცა წარვსდგბი შენს წინაშე,ან დავემხობი მონასტერში შენი სახის წინ?... უფალო ჩემო,ჩემო უფალო... მშობლისათვის თუ შევცოდე,ხომ მომიტევებ?... შენც დედა გყავს და შენც ხომ ხარ…


11.01.2018

ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად....
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი.
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად


11.01.2018

ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო,
მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული,
მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული...
გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო,
ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო!
წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო,
როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო.
ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო,
ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...


12.01.2018

 შენ იცი რომ მსეტყვავს თვალებში ახლა და, იცი რომ ვერ ვუძლებ ამ სულის ფორიაქს... ფიქრებით გალეწილს დამეტყო დაღლა და როდესმე ინათებს ?! -რაღაც არ მგონია... მამძიმებს ნაცრემლარ თვალების სისველე, ფრთებმიფსკვნილ მკლავების უღონოდ ტარება, არეულ ნაბიჯებს ვერ ვითვლი, მიშველე, უფალო დღეები მიქციე წამებად, რომ მალე გავლიო ეულად სავალი, ეს ჯვარიც დამძიმდა ვიჩოქებ გზებზე და შეწირულ სიცოცხლეს მხოლოდღა შენ განდობ, ვხედავ რომ იმედი ახლიდან მეზრდება, როდესაც მოგიხმობ ანთებულ თვალებით, თუმც უსასოობით სავსე მაქვს გული და მჭირდები უფალო, ძალიან მჭირდები, არ გაქრე ამ ჩემი ცოდვილი სულიდან !


предыдущая 1 ... 50 51 52 53 54 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут