Дневник пользователя manoni14

manoni14
42, Тбилиси, Грузия

17.12.2013

barbarobis brckinvale dgesascauls gilocavt...gparavdet cminda barbare


13.11.2009

წითელ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ

მაგრამ შენ მაინც მოწყენილი, რატომ დადიხარ?

დარდი არ გშვენის ჩემო კარგო ქვეყნის თვალი ხარ

მზე იმალება რომ შეგნიშნავს განზე გადიხარ

ყველა გზას გითმობს,ვინც შეგხვდება რა ლამაზი ხარ

შენ ხომ ვარდებში გადაშლილი თეთრი ვარდი ხარ

ლამაზმანების

უნაზესი დედოფალი ხარ


   


30.09.2009






...ზღვის პირას სველ სილას მიუყვებახან ერთი, ხანაც ორი კაცის ნაკვალევი
_ ეს ვისი ნაკვალევია, უფალო?
_იგი შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო.
_კი, მაგრამ ეს მეორე ნაკვალევი ვისია?
_ეგ ჩემი ნაკვალევია, მე ხომ მთელი ცხოვრების მანძილზე შენთან ვიყავი.
_და, მაინც მიგიტოვებივარ უფალო. სილას ზოგჯერ მარტოდმარტო მიუყვება კვალი ჩემი.
_ შენ ისევ ცდები, შვილო ჩემო. მარტოდ მიმავალი კვალი ჩემია. შენი ცხოვრების უმძიმეს წუთებში მე ხომ ხელში აყვანილი მიმყავდი...



31.08.2009





იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.

დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!

მაშინ ცხოვრებაც აღარ გაწვალებს
როგორც შესაწირ კრავს,
უცნაურად არ მოგეჩვენება
ბუნების მკვეთრად ცვლა.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს
და გაუყევი გზას...


07.07.2009

ერთხელ ...მიწაზე
ყველა ადამიანურმა გრძნობამ და თვისებამ ერთად მოიყარა თავი, სიგიჟემ
თქვა: დამალობანა ვითმაშოთო. სიმართლე არ დაიმალა, მაინც მიპოვნიანო,
სიცრუე ცისარტყელაში დაიმალა, სინამდვილე-ოკეანეში, სიზარმაცე-ყველაზე
ახლოს მიიმალა, თავისუფლება კი ნიავს ამოეფარა, სიკეთე-კარგა ხანს სხვას
უთმობდა ადგილს, რწმენა ზეცაში აიჭრა, შური-სხივში მიიმალა, სიყვარული-სად
არ მივიდა ყველაგან დაკავებული იყო, ბოლოს ლამაზი ვარდი დაინახა და შიგ
მიიმალა, დაიწყო სიგიჟემ მიმალული გრძნობების ძებნა ყველა იპოვა
სიყვარულის გარდა. ბოლოს ვარდის ბუჩქი გადასწია და ყვირილის ხმა შემოესმა,
სიყვარულს ვარდის ეკალზე თვალები დაეჭრა და დაბრმავდა.... მას შემდეგ
...მიწაზე დაბრმავებული სიყვარული, სიგიჟეს ხელჩაკიდებული დაჰყავს...


''უსიყვარულოდ...
მზე არ სუფევს მზის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის,ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს,არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება,ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ! ''


06.07.2009

ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,
აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,
ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,
მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,
სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,
თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე
და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,
სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,
განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:
"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"


სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია
ვერ გადურჩები სულის ცვალებას,
მე რომ გაფრენა არ შენიძლია
ეს უკვე ნიშნავ გარდაცვალებას.
სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა,
ჩემი სხეული, რომ დაღლილია
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა,
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.


როგორ ყველას გვენატრება,
ის გავლილი წლები ძველი
ვერ ვიჯერებ კოშმარია
და ბ ა ქ ა რ ი მუდამ გელი.
მამაცია საზღვრებს იცავს
რაჭის მთებზე შემომდგარი
სახლში დედა ელოდება
საცოდავი ის გულმკვდარი...


მაპატიე, თუ სათქმელი ვერ გითხარი ,

გულში გრძნობა დავხუთე და დავატიე .

თუმცა ევას მემკვიდრე ვარ , მაგრამ მაინც ,

ეს უთქმელი სიყვარული მაპატიე . . .

მაპატიე დაბნეული თვალები და . . .

გაზაფხულზე არ გაუწყრე ამაყ იებს .

მაპატიე, თუ ამ წუთშიც შენზე ვფიქობ

და ეს ღამეც მარტომ თეთრად გავათიე ,

მაშინდელი გულუბრყვილო ცრემლლები და . . .

ახლანდელი სიყვარული მაპატიე. . .

მაპატიე ეს ურითმო სტრიქონები ,

გრძობების ზღვა სიტყვებად რომ დავაბნიე . .

მაპატიე ეს გულწრფელი მონატრება ,

ეს უმწიკლო სიყვარული მაპატიე ! . .


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут