Дневник пользователя nanacho7

nanacho7
52, Цхалтубо, Грузия

ხატავს დღე, რუხ ნახატს,
სახელად '' საღამოს''
და ღამეს გადასცემს, ის შავფრად შეღებავს...
დღეს,როგორც ყოველთვის, და როგორც არასდროს,
ჩემს ოთახს უშენოდ,ცარიელს, შევხედავ...

* * *

დღეს, როგორც ყოველთვის, და როგორც არასდროს,
შენს ხელის სითბოს ვგრძნობ, ფარდებს რომ ვეხები,
შენს სუნთქვას დავეძებ, ჩემს ფანჯრებს რომ ახსოვთ,
შენს სიტყვას ''მშვიდობით'' კარებთან შევხვდები...

* * *

...ზამთრის ამ ცივ ღამეს, დღეს, როგორც არასდროს,
და როგორც ყოველთვის, ო როგორ მაკლიხარ!
შენსავით ვერავინ მამშვიდებს, ვერ მათბობს,
ვერავინ შენსავით
ვერ მეტყვის
''მიყვარხარ''...

* * *

ხატავს დღე, რუხ ნახატს,
დღეს, როგორც არასდროს.....


25.01.2010

სევდის ტბაში დაცურავდა მწუხარების გედი,
ნაღვლიანი მზერა ჰქონდა დარდიანი ბედი,
წვავდა შორი მოგონება და ოცნება მალი,
უშორესი მონატრებით გედი იყო მთვრალი.



ტბა ბურუსით მოცულიყო გედის გული ნისლით,
ვერც სიღრმეში მშვიდდებოდა ვერც ნაპირზე მოსვლით,
ტბაში ჩანდა ზეციური ლანდის ანარეკლი,
ჩანდა გზები მოფენილი ვარდითა და ეკლით.



გედმა ეკლის გზა არჩია არ გათელა ვარდი,
და ამ გზაზე ეკალივით ესობოდა დარდი,
და იტირა გედმა ბედი შეაჩვენა ცურვა,
შეიმართა აიზიდა ფრთა, ფრთას მიატოლა.



და ვერ შეძლო უწინდურად


აფრენა და ქროლვა,
საკვირველი იყო: გედი ამდენს ძლებდა,
ამ გედს ერქვა სიყვარული და შენ დაგეძებდა............


ვედრება ნაცრისფრად შეხებავს ღაწვბს!
ალმასის ცრემლებს გადმოყრის ზეცა!
ნამი გაჟღინთავს საყვარელ სხეულს,
იისეფერ თვალებს ავერდებს ეულს,
კარებს გაუღებს ამ გრძნობას ველურს...
მარტოდ დაგტოვებს გრძნობებით შემკულს!

ოცნება სხეულს დაზაფრულს ტოვებს,
ცხელ გულს მონათლავს ანაზდად ისევ...
ნატვრას აგიხდენს სიყვარულს მოგცემს,
ერთხელაც მოგართმევს საყვარელ იებს!
ბელადად გაქცევს მაღალი გრძნობის,
აგიწრიალებს დაზაფრულ ფიქრებს!

შენ წახვალ შორით და როგორც ბელადი
აახმიანებ ყველა შენს მონას,
მთვრალივით თავბრუს დაახვევ ყველას,
არაფრად ჩათვლი მწუხარე გრძნობას!!
რადგან ბატონი შენა ხარ დღესაც,
თავბრუდახვეულს დამტოვებ ველად!
ვარდსაც წაართმევ ყვავილთ მეფობას,
ააშრიალებ ამღვრეულ მზერას!

ისევ მონებად იქცევა ყველა!
სიყვარულს ისევ გაჩუქებს ყველა!
გულწრფელად ცდილობ არწმუნო ყველა!
ვარ და ვიქნები მე შენი ყველა!!!


ძვირფასო, ზამთარს ცვლის გაზაფხული
და დავესწრები მთვარის ავსებას,
ვეღარ გავიგე, შენა ხარ მარტი
თუ თავად მარტი შენ გემსგავსება!

მე შენ გეძებდი, ვეღარ გიპოვე,
სადღაც, შორით კი ზარმა დარეკა.
ქარი კი ქროდა ისევ ქართულად,
მზე ნისლთან ერთად მთაზე გარეკა.

მერე მე თავად ქარს ავედევნე,
მთვარე კი დამხვდა ისევ მთვარულად.
ვიყავით სამნი - შენ, მე და მთვარე...
ერთად ვიყავით, ოღონდ ფარულად


ისევ უშენოდ გათენდა დილა
და მონატრების ჩამოწვა ფარდა.
მე მახსოვს შენი ბავშვივით სუნთქვა
და ბინდისფერი თვალების მალვა.

ღამენათევი სანთელის ცრემლებს
ფრეთებშეტრუსული პეპელა სვამდა,
ალბათ დაათრო კოცნის სურვილმა
და ცეცხლის ალი ნელნელა სწვავდა.

წუხელ მომინდა შენზე მეფიქრა
მეც გაგიხსენე უზომოდ მთვრალმა,
თან ვაზავებდი ღვინოს ცრემლებით
და უშებობა ვატყობდი მკლავდა.

იმ ფრებდამწვარი პეპელასავით,
აღარ შემწევდა აფრენის ძალა,
მაგრამ ვიცოდი კვლავ მოხვიდოდი
შენი ხატების უზომოდ მწამდა.


ნუ მიმატოვებ!
ჯობს დავივიწყოთ,
რაც უკვე იყო,
რაც შორს დავტოვეთ! -
გაუგებრობა,
წამი მზაკვრული
და დაკარგული
დროით შეპყრობა,
და ის დღეებიც,
გულს რომ გვიკლავდა,
კითხვებს გვისვამდა
ეჭვის ტყეები.
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!

გაჩუქებ წვიმას
უდაბნოს მოსულს,
ბროლივით მბრწყინავს,
მძივებად მოსხმულს.
მკვდარიც გავარღვევ
საფლავს, ეული,
რომ მზით გავალღო
შენი სხეული.
ავაგებ ოდას,
სადაც უფალი
იქნება ტრფობა,
შენ - დედოფალი!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ!

ნუ მიმატოვებ!
მე გეტყვი ფრაზებს
სიგიჟით სავსეს,
მხოლოდ მადროვე.
გეტყვი იმ წყვილზე
ვრცლად და უხვადაც,
ერთურთი ისევ
რომ შეუყვარდათ.
მოგითხრობ ხვედრზე
მკვდარი მეფისა,
შენთან შეხვედრა
რომ არ ეღირსა.
ნუ მიმატოვებ!…



თქვი რამე,
უთქმელიც ,
ნათქვამიც,
თქვი,
ოღონდ,
წუწუნი არ გინდა,
ცხოვრებას ბევრი აქვს
სათქმელი,
შენ მაინც,
თქვი,
რა,
გთხოვ…
რად ღირდა,
რომ გქონდა
სურვილი რამდენი,
რად უკრავ
ოცნებებს საყელოს,
მიუშვი სიცოცხლე
ნებაზე,
გრძნობებმა
ალერსით გაგთელოს.
გაფცქვნილ წლებს
გავსინჯავ
ახლიდან,
სიჩუმის გემო აქვს
ალბათ დღეს,
თქვი რამე,
თუ გინდა იყვირე,
თუ გინდა
ხმადაბლა უფალზეც.
თქვი რამე,
მითხარი...
იქნება
მეც მასეთ ნათქვამში
ჩაგტიე,
თქვი,
რა,
გთხოვ…
სათქმელი ხომ გქონდა,
ხვალ
ნათქვამს...
აღარ
გაპატიებ.


მე მოვისროლე დარდის კალათი
და ყვავილები გზაში დამებნა...
მე დავიღალე შენთან კამათით,
შენგან წავედი...შენს მოსაძებნად...


მე...ჩავერიე ბედის ქარგაში,
ბედის ხაზები რომ შემეცვალა.
წამოგყვებოდი თუნდ ჯანდაბაში,
ეს გრძნობა ჩემთვის რომ დაგეცალა...


დეკემბრისაგან ნაჯიჯგნ სხეულში
სიძლიერისა შემრჩა ნაფლეთი...
შენ მე წამართვი ათასწლეული,
ამ წელსაც მტოვებ სასოწარკვეთილს...


გამახსენდები დამწველ ზაფხულში,
ამ აუტანელ მითქმამოთქმაში.
იანვრის მქანცველ აურზაურში
ორნი ვიდექით ფაქიზ ქოლგაში...


რა მინდა მარტო ამ ცივ ქალაქში?!
ან გაზაფხული რად მინდა მარტოს?!...
ჰო...ჩავერიე ბედის ქარგაში...
სხვა ბილიკისთვის როგორღა დაგთმო?!...


მე დავიღალე…



Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут