მე თუ არა ვთქვი,
შენ თუ არა თქვი,
არა თქვა იმან,
ან ვართ ყრუები,ბატონებო,
ან კიდევ გვძინავს...
ეს რომ ასეა,
ამიტომ გვაქვს თავში საცემი,
სამშობლო-ცნება
რომ გვგონია მზა ტანსაცმელი,
ვისაც სად გვინდა,
როგორც გვინდა,ისე მოვირგოთ,
მტერს ნურა კარგი,
თუ ამ ყოფით რამე მოვიგოთ.
ახლა ხომ მიხვდით,რაც მოგვწია,
რაც ქნა სიყრუემ,
ვით არშემდგარ ერს
არშემდგარი ერი გვიყურებს.
რა ლოდს ვახალო,სად წავიღო
თავი საწყალი,
ყველა სულელი მე მარიგებს,
ჭკუას მასწავლის...
- მწამს ღმერთი და ვაღიარებ ათ მცნებას
- ვარ საქართველოს შვილი; ვიცავ სამშობლოს და ვემსახურები ღვთის საქმეს.
-პატივს მივაგებ ჩვენს დიდ წინაპრებს და ვლოცულობ მათთვის.
-ვაღიარებ, რომ მტკიცე და მრავალშვილიანი ოჯახი არის ერისა და ქვეყნის სიძლიერის საფუძველი.
-აღვზრდი ჩემს შვილებს სულიერი, ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების დამცველებად.
-ვიშრომებ და ვიღვაწებ ერთიანი, ძლიერი ქართული სახელმწიფოსათვის.
-ღვთის მადლით, მჯერა ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ბედნიერი მომავლისა.
“ადამიანი შესაქმის ყველაზე დიდი და გამოუცნობი საიდუმლოა. თითოეული პიროვნების სულიერ სამყაროში ორი მიმართლება უპირისპირდება ერთმანეთს; მასშია მსგავსება ღვთისა და ცოდვით დაცემული ბუნება კაცისა, მასშია სიმაღლე და სიმდაბლე, თავისუფლება და მონობა, ძალა დიდი სიყვარულისა, თავდადებისა და ასევე მდაბალი გრძნობა უნაპირო ეგოიზმისა და დიდი სისასტიკისა; მასშია აღდგომისა და ამაღლების უნარი და დაცემისა და ყოველივეს განადგურების შესაძლებლობა. არჩევანის უფლება ღმერთმა ჩვენ მოგვანიჭა. ჩვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას გავყვებით.”
| ||
|
შენ ქალაქში ხარ, მე მთაში,
როგორ აგიხსნა, რა ხდება,
მანდ ოცნებები კვდება და
აქ ასე ვფიქრობთ,-ახდება.
მე თბილად ვზივარ, ღუმელთან,
შენ ალბათ თბები, „კარმებით“,
მუხლამდე ჩექმა გაცვია,
აქ კი დავდივართ „ქალბნებით“.
მე ლამპის შუქზე ჩავფიქრდი,
შენ ალბათ, ჭაღი გინათებს,
გარეთ ცის მადლით გავდივართ
მანდ ლამპიონი ინათებს.
მე ფურცელს ვჯღაბნი რითმებით,
ვცდილობ ავაწყო ტაეპი,
შენ ალბათ „ლეპტოპს“ უზიხარ,
თან “facebook”-ზე გაები.