Дневник пользователя meliqso

meliqso
36, Махарадзе, Грузия

- didsulovneba chveni

didi da diadia,
ogond dasturi mogvec,
dasturis sityva!
- ara!

- rac qveynad gabadia,
da rac ar gabadia,
gibodzebt yovelives,
ogond inebe!
- ara!

- ar ari didi codva
da didi tragedia,
izruno momavalze,
da sicocxlezec...
- ara!

- tu gsurs,
qartuli xma da
qartuli melodia
odesme moismino,
uars nu ityvi!
- ara!

- tu gsurs,
gaxedo kvlavac
alazansa da liaxvs,
tanxmobis ertaderti
sityva gvagirse!
- ara!

- tu gsurs,
dabrunde kvlavac
mtata magalta wiag,
nuga warmostqvam - aras,
warmostqvi oden...
- ara!

mashasadame,
rchevam amaod chaiara,
agarc mudaram gaschra,
agarc muqaram...
- diag!


დღე საოცრად მოკაშკაშე მზის სხივებით გაჟღენთილა

და ჩემს გულში პოეზიას და სიყვარულს არ ეძინა.

ოცნებების ქარაშოტი აღელვებდა ჩემს გუნებას,
მაღელვებდა საქართველოს მიწა–წყალის დაბრუნებაც.

ეს ოცნება მინდა მალე გამართლებად გარდაგვექცეს
და ფიალა ტრფობით სავსე სანახევროდ არ დაგვექცეს.

მინდა ტურფა ,საოცნებო ჩვენი მხარე დაგვიბრუნდეს.
მწამს, რომ ღმერთი არ გაგვწირავს და იღბალი არ გვიმუხთლებს.

გამთლიანდეს საქართველო, ჩვენს გულებსაც გაეხაროს.
– დე ,ოცნების ასრულება ამ მზიან დღეს დაედაროს!


gayinulia ushenod dedamiwa...

shecherebulia dro...
gelodebi da mdzime fiqrebshi chafluli ocnebad warmovidgen xolme chvens momaval shexvedras.velodebi im wamebs,roca shegxvdebi da megirseba sheni naxvis bedniereba.iqamde ki chemtvis yvelaferi gaqvavda.titqos ara var...guls verafers vudeb da veraferze vfiqrob shens garda.ox netav shenc xvdebode chems fiqrebs da azrebs,wvdebode gancdebs,mixvdebodi tu ramdenad var shenze damokidebuli.sheni yoveli amosuntqva chemtvis axali imedia,axali sicocxle! mainc imedit shegyureb tvalebshi ,patarav.
oh,rogor mklavs sheni gulqvaoba,rogor mtanjavs!..sheni odnavi yuradgeba ki ise maxarebs,ise, rom mteli dge gaxarebuli da bednieri davdivar mere.shen chemi suntqva xar!..chemi suli xar!..nutu ver xvdebi? - sigijemde M i y v a r x a r !
gayinulia…


23.08.2014

დღეს უეცრად დასცხო წვიმა,

ჩემს თვალებსაც მოსწყდა ცრემლი.
გული ისევ ძლიერ მტკივა,
გული ვერ იქნება გრდემლი.
ტკივილებით გატანჯული
ისევ ვებრძვი თეთრ ღამეებს...
თმები ლერწმით გადაწნული
ქარში ჰკოცნის შენს ბაგეებს.

სული ჩემი – გაფატრული
კვლავ იგონებს იმ ნაზ დღეებს...


კაცმა უნდა ნამუსის ქუდი მუდამ ატაროს,

გულს ბოროტი ზრახვები არასდროს მიაკაროს.

კაცმა უნდა იცოდეს ვაჟკაცობის ფასი,
არ გავუშვათ ხელიდან ჩვენ სიმართლის თასი.

კაცმა უნდა სიკეთის მადლი გულით ატაროს,
შური ,ღვარძლი ,სიავე გულიდან რომ გაყაროს.

კაცმა უნდა დასძლიოს ქვეყნად ბევრი ცდუნება,
სათნოებით იცხოვროს არ წარწყმინდოს ბუნება.

კაცმა უნდა იცხოვროს მოყვასისთვის,ძმობისთვის,
სიავესთან ბრძოლისთვის,ბოროტების გმობისთვის.

ქრისტეს რჯული ვიწამოთ და წმინდა გზით ვიაროთ,
მამის დანატოვარი რომ არ გავატიალოთ.

გთხოვთ, დავიცვათ ქართული რწმენა,ხატთა სიწმინდე,
თუ ხარ კაცი კაცური,სიკეთისთვის იღწვიდე.

თუმცა წუთისოფელში დღეს ბევრია ცდუნება,
ვინც წმინდა გზით იაროს, მისი სულის ცხონება.

წუთისოფლის ბორბალი ხან უკუღმა ბრუნდება,
მაგრამ სამართლიანი ხმალი არ გამრუდდება.

ცხოვრების სიდუხჭირე ბევრ სიავეს გვპირდება,
მაგრამ სიკეთის მტრედი ზეცად კვლავ აფრინდება!

სადღეგრძელოთ ავწიოთ ღვინით სავსე ფიალა,
სულ სიკეთე დავთესოთ,ბოროტება კი არა!!


04.09.2014

ara,dolarebi me ar gamachnia

da arc garegnoba momsdgams didebuli.
magram sinidisi tuki dzalashia,
tuki darcha sulshi rame girebuli.

minda gagimxilo chemo gulis vardo
shenma silamazem rogor damimona.
minda siyvarulze sityva shemogkadro,
minda gagifino fexqvesh vardta kona!


ცის ლურჯ გუმბათს ქვეშ ჩვენა ვართ ხუთნი,

ვიცავთ სამშობლოს თავისუფლებას.
მუშტად შეკრული, ვით ერთი გუნდი,
სხვაგვარად მაინც არ გვაქვს უფლება.

ჩვენ ხომ ერთმანეთს ვენდობით ძმურად,
ვემსახურებით ჩვენს ხალხს ერდგულად.
ჭირსაც ავიტანთ ჩვენ ვაჟკაცურად,
ბრძოლაშიც ვხვდებით მტერს მამაცურად.
ეს არის სახე ჩვენი კაცობის
და მამაცობის,პატიოსნების.
ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი
- ეს არის არსი ჩვენი ოცნების.

ჩვენი მიზანი მხოლოდ ერთია
- ჩვენი სამშობლო ჩვენი ღმერთია!
ქვეყნად სამშობლო ერთადერთია
და ჩვენს გულებშიც იგი ერთია.

...და როცა ზეცის ეს ლურჯი სივრცე
გადაწითლდება ცეცხლის ენებით,
ტყვიის გუგუნში ჩვენს სულსაც მივცემთ,
ჩვენც წინაპრების მოგვდგამს გენები.
და თუ სამშობლო მოითხოვს ჩვენგან
ბოლო ძალასაც ჩვენი შეძლების,
ჩვენ მზად ვიქნებით შეუდრეკელად,
დაგვიცავს ლოცვა ქართველთ დედების.

...და ჯარი მიდის შეკრული მუშტად,
მათ გულებს ბრძოლის ცეცხლი ედების.
სამშობლოსათვის თავდადებული
იქნებ მოგვესმის ხმები გედების?!
და თუ გმირულად დაცემა გველის,
ჩვენ…


როგორ მენატრება ის ბრწყინვალე წლები,

სიყვარულით სავსე ჩვენი შეხვედრები.

როგორ მენატრება ის ლამაზი ღამე,
ჩემს ტუჩებთან შენი მოჩურჩულე ბაგე.

სიყვარულის ცეცხლი ძლიერ მომეკიდა,
მონატრება გულში ხანძრად აგიზგიზდა.

ვერ დაგვაკლებს ვერას მომქანცველი წლები
და მე მუდამ შენი მოტრფიალე ვრჩები.

მახსოვს სიყვარული ვნებიანი,მწველი,
ბროწეულისფერი,გულის განმთანგველი.

წლებმა მას ხომ მაინც ვერ დაასვა დაღი,
მუდამ ახალგაზრდის დაგიხურავს თალხი.

შემოდგომის ქარი რომ დააჭკნობს ვარდებს,
გაზაფხულის სიო სულში ინავარდებს.

თუმცა ზამთრის სუსხი ფესვებს იდგამს გულში,
სულით მაინც ვრჩები უკვდავ გაზაფხულში.


04.01.2015

am axal wels tqvens ojaxshi

siuxve da baraqa,
gagvecalos,dzvel wels gahyves
yvela davidaraba.

mosavali gvqondes bevri,
gachirveba naklebi.
mshiers ,gataks ar moakldes
sachmeli da sakvebi.

qartvelebo gaigimet
nu dadzabet goneba,
momaval wels dagvidgeba
uketesi cxovreba!


კარგად ვიცი ეს ლექსი

ძალზე ცუდი ლექსია,
მაგრამ მაინც არა მაქვს
ამ ლექსის სხვა ვერსია.
აქედან ქალაქამდე
რაღაც 10 ვერსია,
მაგრამ იქ საქებარი
თივის ზვინში ნემსია.
- კაცო,რა გაქვს სათქმელი?
გაგიზარდეს პენსია.
რა დროს საქართველოა,
სჯობს წავიდე,მეფსია -
იტყვის ავან-მავანი:
რა დროს ჩვენი ლექსია?!
- ბევრის მხრებზე დღეს მხლოდ
თავის ნაცვლად ნესვია.
ამ ქალაქის ქუჩებში
ისმის ლანძღვა-გინება.
აქ სიბილწე,სიგლახე
ღვარად მოედინება.
აბა ,კარგად შეხედეთ,
რას იტყოდა ბოდლერი?
ქუჩის ყველა კუთხეში
გახსნილია ბორდელი.

დღის მთავარი მოტივია
არაყი და ყავა,
ზედ კი ბაზრის ცხოვრების
ამყაყებული ჰავა.
სანაპიროზე ქალის
ათქვირებული გავა
- აი,ჩვენი ცხოვრების
უცვლელი პანორამა!



Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут