Дневник пользователя leo86

leo86
37, Тбилиси, Грузия

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე
და მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს,
ყველა ხე თავის ენაზე იწყებს
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ,
სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს,
ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს,
ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.

ტირის ტირიფი. ტოტების ქნევით
მუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან,
გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრი
ყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.

გზის პირას, მწკრივში, ალვები დგანან
და კენწეროებს არხევენ უხმოდ,
თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანა
ნიავი ყველას ძილისკენ უხმობს...

საღამოს, როცა ჩადგება სიცხე
და როცა მთები იცვლიან კაბას,
მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ -
სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.

მიხეილ ქვლივიძე


ირგვლივ ხეების ჩრდილი და
თავაშვებული ქარი
მკერდზე შეხსნილი ღილი და
შენი თვალები მთვრალი
ღამე... მე და შენ ერთად
ქარში თამაში გვღლიდა
თავს ნელა დახრი,იტყვი:
_,,შენი ალერსი მინდა."
მე მინდა გიყვარდე კარგო
ვერ ვუძლებ ბუტია ტუჩებს
თველბში ნუ მიცქერ თორემ
იცოდე გაკოცებ უცებ


სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.

მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული…


ცად აგამაღლებ,თითქოს ახლა,დღეს შემიყვარდი,

მაგრამ მიყვარხარ,მენატრები დიდი ხანია...

სასმისს გამოვცლი შენი წასვლის აღსანიშნავად,
ვიტყვი,რომ მძულს ის,რაც კი შენთვის ამიტანია...
მაგრამ სიტყვებით თუ ვიცრუებ,რა შეიცვლება?
ვერ შეგიძულებ,ამას მივხვდი დიდი ხანია...

ვიცი,ერთხელაც დაბრუნდები,სიყვარულს მომთხოვ...
ოდესღაც შენი,იმ დროს უკვე სხვისი ვიქნები,
მაგრამ აღდგება თითქოს მიწამიყრილი გრძნობა
და ისევ შენით გაიღვიძებს ჩემი ფიქრები...

ისევ შევიცნობ გაზაფხულის მშვენიერებას,
ისევ იმგვარად აძგერდება გული თავიდან...
და საუკუნოდ მეყვარები ისე ძლიერად,
როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან


ისევ მარტო როგორც ყოველთვის მივდივარ ბილიკზე

ვფიქრობ ხალხის ჩემს მიმართ მწარე ტირილზე
მარტო წავედი თან წავიგე ჩემი გრძნობები
მშვიდად მივდივარ რადგან ვიცი გემახსოვრები

არ მეშინია არც სიკვდილის და არც სიბნელის
არც კი ვიდარდებ იქ წასულს თუ მე ვინ მელის
მივდივარ ჩუმად თავდახრილი რაგაც საოცრად
ვინც კი მნახა მე მიმავალი ყველა გაოცდა

ყველა გაოცდა როცა მნახეს მშვიდად ვიყავი
უკვე ვხედავ როგორ იღება დიდი ცის კარი
შემოვტრიალდი გემშვიდობებით კარგად იყავით
აქ ვერ გამიგეთ ჩემი ადგილი ალბათ იქ არის

ბევრს გავახარებ ბევრიც ღამით ჩუმად იტირებს
ძველ ვაზაში ჩემი ვარდები ისევ…


არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ

ჩემს ბალიშს იქეთ ცივი ქვებია...
არ გაიღვიძო ისე,რომ არ თქვა
ასეო ჯერ არ გამღვიძებია...
ასეო ჯერაც არ მძინებია
ჯერ არ მიხილავს სიზმარი მსგავსი...
არ დაიძინო არსად ,არვისთან
დაღლილი ჩემთან დაბრუნდი-სახლში...
მე ცხელ ჩაიში ჩაგიბნევ ღიმილს
მე თმებში დავშლი ალერსის მარცვალს...
არ დაიძინო ოღონდ სხვის ძილთან
არსად...ჩემს იქეთ...ანდა ჩემს ნაცვლად.
არსად დატოვო სიზმარი მწველი
მოჰყევი ჩემთან არეულ ფიქრებს...
დაღამდა უკვე მე სახლში გელი
არ დაიძინო ჩემს მკლავებს იქეთ!!!!


მე მიხარია თქვენი გულები
და ამიტომაც გიძღვნით სტრიქონებს.
როდესაც სუნთქვას ვიგრძნობთ აპრილის,
ზამთრის სიცივეს ვინ მოიგონებს?..

ვინ მოიგონებს სევდით განთიადს,
ანდა სიბერეს, სიშიშვლით ქცეულს.
როდესაც ხმათა მრავალჟამია,
როდესაც ღვინოს მივართმევთ სხეულს.

იგრძენით სხივი მხურვალე ტანში,
შლეგი გრიგალი ტალღოვან თმაში.
იგრძენით, როგორ აფეთქდა თმენა.
იგრძენით რომ არ დაბერდა ვნება.

ო, რა გიჟია... მარტის კვირტებში
აპრილის სუნთქვის მხურვალე განცდა.
მთვარის ქორწილში მზე, რომ გადნება
და ზღვის ტალღებში ბილიკით ჩავა.

გულში მომწერეთ, წერილი გულში.
იქ, სადაც სისხლი მუდამ მთვრალია.
თქვენი შეგრძნება მე მინდა სულში.
ფიქრებთან გრძნობა გადამდნარია.

როგორ მიყვარს თქვენი მზერა,
სადღაც ცას , რომ სიღრმეს სტყორცნის.
გულს, რომ სული ეფინება,
კრძალვით მზესთან თოვლიც მოდის.

გადათუთქულ მარგალიტებს ერთად,
წამწამებთან შეგიგროვებთ ლოცვით.
არ გამიქროთ, გევედრებით ზეცა,
ეს ცა ჩემთან სიყვარულით მოდის.

შალვა ლონდარიძე


ახლა, ისე მენატრები, ძლიერ...
ახლა, გული გაგიჟებას ლამობს...
შენს სიყვარულს, ვერაფერი ვძლიე...
დრო კი, ასე უსაშველოდ ჩქარობს...

ახლა, ისე მენატრები, მინდა...
ჩემთან იყო... და არასდროს გათავდე...
წვიმდეს ისე, როგორც მაშინ წვიმდა...
გაშიშვლებულ, შეშლილ ღამეს ვხატავდე...

ახლა, ისე მენატრები, ისევ...
წვიმდეს მინდა, მოგეპარო ციდან...
შენზე ფიქრი, გულს იმედით მივსებს...
შენთან ერთად მე სიცოცხლე მინდა...

ახლა, ისე მენატრები, როცა...
შენით მთვრალი, ვეფერები მთვარეს...
მენატრება, შენი ნაზი კოცნა...
დაბრუნდი და ისევ შეგიყვარებ...

ახლა, ისე მენატრები, დღესაც...
მინდა ისევ, ჩემს მკლავებში იწვე...
შენს სიყვარულს ვუმტკიცებდე მზესაც...
როგორც მაშინ, მაგიჟებდე ისევ...

ახლა, ისე მენტარები, ხანდახან...
ახლა ისე, გაგიჟებით მაწვიმს...
დამიძახე, ვერ გიპოვე, სადა ხარ...
დაბრუნდი და გაპატიებ, მაშინ...

ახლა, ისე მენატრები, ალბათ...
როგორც, ახალს ენატრება ძველი...
გაწვიმდა და წვეთებივით დალბა...
შენს თვალებზე მოვარდნილი ცრემლი...

ახლა, ისე მენატრები, ვნატრობ...
მინდა ისევ, ჩემს სიყვარულს გრძნობდე...
აღა ვიყო,…


შენი თვალები მენატრება,
ჩემი სიყვარულით სავსე.
შენი ტუჩები მენატრება
კოცნა სიცოცხლით მავსებს.
შენი ხელები მენატრება,
შენი სითბოთი სავსე.
შენი ჩახუტება მენატრება
მსურს, რომ სულ ჩემში მყავდე.
შენი არსება მენატრება
სულს, რომ სიმხნევეს მატებს.
შენი სიტყვები მენატრება,
მე ჩემი გრძნობები განდე,
შენს გულში ისე გავიარე,
კვალი დავტოვე ცამდე.
ვიცი ვერასდროს ვერ დამტოვებ
ერთად წავიდეთ სადმე,
სიყვარულს ფიცი არ სჭირდება,
ხელი ჩამკიდე მალე,
შენი ღიმილით სამყარო იცინის
ერთად გავცდებით საზღვრებს...

ნანუკა ინჯგია


მე ისევ ამამღერა სიყვარულმა ხედავ შენმა
მე ისევ შენზე ვფიქრობ ხომ ხედავ ისევ გიხმობ,
მე არ შემიძლია უშენოდ ცხოვრებას შევეხო
უბრალოდ გამიღიმე გთხოვ არ მინდა მარტო დამტოვო,

ლამაზი ფერებია ირგვლივ გაიხედე მიდი
ყველაფერი შევქმენი მხოლოდ შენთვის იცი,
ალბათ ვერ ხვდებოდიიმას რასაც განვიცდიდი
უბრალოდ არ მინდა რომ გავიხსენოთ წარსული,

გაიხსენე ჩვენი ერთად ყოფნის მომენტები
ბედნიერებით აღსავსე იყო და მშვიდი,
ისევ მაგონდები,ისევმეორდები,
მინდა რომ ჩემთან იყო გამიგე გვერდები,

ალბათ გაიგებ ჩემსას ისევ ვიცი რომ ხედავ
თვალებზე ცრემლი მოგდის შენი სახის სისველეს ვხედავ,
უბრალოდ დავიწყე გეხვეწები ძველი წყენა
უბრალოდ დაივიწყე გეხვეწები გულის ტკენა.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут