მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე...
დღემდე ისევ, იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე....
მომატყუე, ვითომ იყავ სათნო...
შენზე ფიქრი მაინც, ისევ მავსებს...
გავგიჟდები, ასე როგორ დაგთმო...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, ამიბნიე კვალი...
ვეფერები იმ სანატრელ წუთებს...
გელოდები, მონატრებით ხვალის...
გულში კოცონს შენს სიყვარულს ვუნთებ...
მომატყუე და წამართვი ზეცა...
მარწმუნებდი არაფერს აქვს ფასი...
მახსოვს, მაშინ თეთრი კაბა გეცვა....
სიმართლის და სისპეტაკის მსგავსი...
მომატყუე, დამიბედე წელი...
ახლა, ასე მიმატოვე გზაში...
არ ჩაქრება გულში ცეცხლი ძველი...
სიყვარულით ავსებული თასი...
დღემდე ისევ. იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე.
დეკემბრის თვეა, რიცხვი ჩვიდმეტი
თუმცა არ ცივა, დილიდან მზეა
ტაძარი ივსება მრევლით, გალობენ
წმინდა ბარბარეს ხსენების დღეა.
ბავშვთა შემწეა, მათი მფარველი
დედები მუდამ მას თხოვენ შველას
მრავალ ბარბარობას დაგასწროთ ღმერთმა
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ ყველას
სულში ჩამხედე... |
როგორ მენატრები, სევდად მემატები
შენ კი სხვად ქცეულხარ ვხედავ,
ფიქრში გეძებ და ჩუმად გეფერები
კვლავ უძილობა...
დანასეტყვი გული ფიქრებით...
აღარც კი მოვა
და რას ეტყვი,
ცრემლით ივსები...
კვლავაც დაღლილი,
დაცრეცილი მომაწვა სევდა,
დაობლებული უშენობა
ნაცრისფერ ფერთა...
ვდევნე განცდები. ბოლო ძალით,
ვამსხვრიე გზები...
ვერ მოვერიე, შენზე ფიქრში,
ვზივარ და გელი...
უდაო არის გრძნობა, ფარული...
გულის სიღრმეში კვლავ ჩამალული...
ვერ ამოვძირკვე, ფესვების ძალა:
საოცარია, ჯერ არნახული.
ანუ მიყვარხარ, ანუ მეგრძნობი,
სხვისი სულისთვის ვეღარ მეთბობი...
ანუ მიზიდავ, ანუ მინდიხარ,
იმედით ვსუნთქავ, ჩვენი ერთობის..
ეს ცხოვრება მალე ქრება,
ჩვენ კი ბევრი გვგონია,დრო რომ გადის მერე ვხვდებითრა ცოტა დრო გვქონია,დრო ქარია, ჩაგვიქროლებს,წავა.......დაიკარგება,
ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს,
ბოლოს კვამლად გაქრება.
დროს ღიმილი, ფერება და
სიყვარული სჭირდება,
დრო რომ გადის მერე ვხვდებით
რა ბევრი დრო გვჭირდება,
სიცოცხლე თუ მალე ქრება
და ყოველდღე ბინდდება,
ყველა წუთი საკვირველი
წავა......გაგვიფრინდება,
და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს
სიკეთის შესაქმნელად,
ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა
სილამაზის სამღერლად,
დრო კი მიდის არ ჩერდება
ადვილია სათქმელად?
ეს ცოტა დრო მაინც კმარა
სიყვარულის საქმნელად
მიყვარხარ უბრალოდ ... ჩემებურად ...
გარიყულად...
მარტოსულად... ცრემლნარევად...
რომ იცოდე, რომ იცოდე როგორ...
მაგრამ ამას ვერ გაიგებ, ვერ მიხვდები...
მიყვარხარ , ისე როგორც დილას მზე და ღამეს ვარსკვლავები...
მიყვარხარ უანგაროდ, უსასყიდლოდ...
მიყვარხარ ჩემთვის მარტოსულად...
მიყვარხარ ქუჩის კუთხეში მოკუნტულს....
მიყვარხარ მწვევალიდან - ხელებგაშლით და ძლიერად...
მიყვარხარ უბრალოდ, ჩემთვის წმინდად... სუფთად...
მიყვარხარ უზომოდ, უსაზღვრო სიყვარულით...
ცას ვეტრფი უკიდეგანოს, ცის კიდეს რომ მივწვდებოდე ...
მთელი ქვეყნის გასაგონად ვიყვირებდი, მაგრამ არ შემიძლია...
მე ხომ მიყვარხარ უბრალოდ...
ჩემებურად...