Дневник пользователя DREAMLADY

DREAMLADY
41, Тбилиси, Грузия

27.01.2009

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....

 


25.01.2009

როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება, ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული, საოცარია დასისხული ცის გათეთრება, როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული... მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება.... უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში... გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს, ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....


ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი, მოგეფერებოდი უსასრულოდ და ჩემი სურნელით დაგათრობდი. ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი, უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი, ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე, უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები, როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ ძალიან,ძალიან მენატრები. რა მოხდება ახლა რომ გინატრო, გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან, ნიავივით ფიქრებს გამოყვე და მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად.


25.01.2009

ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.
აანთო თეთრი ლამპიონები და ცას მიაპყრო სხივების კონა მარადისობის ნათელი ფერით გამოუცხადა სამყაროს გლოვა
ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო, და დამავიწყო რაც მიწამია, მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება მარადისობის ერთი წამია


25.01.2009

მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!


предыдущая 1 2 3 4 5 6 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут