Дневник пользователя SewDa

SewDa
41, Тбилиси, Грузия

“მე შენ მიყვარხარ!”ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
“მე შენ მიყვარხარ!” დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
“მე შენ მიყვარხარ!”ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
“მე შენ იყვარხარ!”თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
“მე შენ მიყვარხარ!”და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.


ისევ მიყვარხარ, ვაღიარებ, ისევ მიყვარხარ,
გულს ვერ ვუბრძანე, დავიწყება შენი ვერ შეძლო,
შენზე ფიქრები ისევ მპარავს მე ძილს ხანდახან,
რა ვქნა, მირჩიე, რომ მე უშენოდ სიცოცხლე შევძლო.
გაცრეცილ წარულს ვებღაუჭები შიშველ ხელებით,
მაგრამ დამღალა სიყვარულთან უაზრო ბრძოლამ,
ვერ გამიგია მინდა თუ არა წარსულს თან გაჰყვე,
განა აზრი აქვს საკუთარ თავთან ჭიდილს და ბრძოლას?
დღეები გადის, დრო არ ჩერდება, მიქრის უაზროდ,
და ან ფიქრებში კიდევ ერთხელ გათენებულა,
მინდა იცოდე, არც სიყვარული გამქრალა ჩემი
და არც ტკვილი შენი დაკარგვის განელებულა.


დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . .
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!


ისევ, ჩვენს მუსიკას ვეფერები ...
ისევ, ისე ვმღერი, ჩემებურად ...
ისევ, აკორდებით გეფერები ...
თურმე მყვარებიხარ, ძველებურად ...

აკორდი შემეშალა, ავირიე ...
სული ყინულივით გამიცივდა,
უცებ დაგინახე, გადამრიე ...
თითებზე აკორდი შემაცივდა ...

მუსიკა აზრებად ავამღერე ...
სიტყვები ტუჩებზე მიმოდიან,
გთხოვ ნუ გამაჩუმებ, ამამღერე ...
ნუღარ შეაჩერებ მელოდიას ...

ისევ, აკორდები მელანდება ...
გულშიც აკორდები გროვდებიან,
თითები კლავიშს ებლანდება ...
როცა, ეგ თვალები მშორდებიან


სიყვარულია რისთვისაც ვცოცხლობთ,

რისთვისაც ვკვდებით, რისთვისაც ვიბრძვით,

მისით ვნაყრდებით და მისთვის გვშია,

უკუნ ღამესაც კი გახდის მზიანს...


ხან კი მზიან დღეს, შეცვლის უკუნით,

სულს ჩამოსწყდება ნაზი იები,

და ჩაიქროლებს გუგუნ-გუგუნით,

ფიქრი, ოცნება, ფანტაზიები...


ვარდი ეკლებით დაღარავს ფიქრებს,

თან სურნელებას აფენს ჭრილობას,

აფენს, სტკივა და მაინც ითმენს,

ფიქრები ღალატს და გულგრილობას.


მაგრამ დრო გადის, გადის წამები

მისდევს წუთები, თვეები, წლები...

სიყვარულისთვის ჩვენ ვეწამებით,

სიყვარულისთვის, ვბერდებით, ვკვდებით.


სიყვარულია რისთვისაც ვცოცხლობთ,

რისთვისაც ვკვდებით, რისთვისაც ვიბრძვით,

სიყვარულია, ცხოვრება სხვისთვის,

რომ არ გვიყვარდეს, რად გავჩნდით, რისთვის?..


მე შენ მიყვარხარ
როცა წვიმს, მაშინ,
როცა წვეთები ალბობენ მიწას,
და ირგვლივ ქარი გაავებული
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას...
მე შენ მიყვარხარ,
როცა თოვს მაშინ,
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია,
და მე მივდივარ ღიმილით იქაც,
სადაც ვერ მცნობენ, ან არ მიცდიან...
მე შენ მიყვარხარ,
ხვატში, გვალვაში,
როცა წყალს ითხოვს
ჩვენი ვერხვები,
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები...
მე შენ მიყვარხარ,
მთაში და ბარად,მდინარესთან და
ზღვასთან ტალღებად,
ღირდა ყოველი წამი და წუთი
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად...
მე შენ მიყვარხარ,
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა
ღამეს ვნებდები,
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?!


მე რომ შემეძლოს ავისრულო ის, რაც მწადია,მაშინ გავხდიდი ღამეს _ მზიანს, დღეს კი

მთვარიანს,

გადავაქცევდი ამ სამყაროს ასე დარდიანს _

ოცნების ქვეყნად, სადაც ყველა ფხიზლად

მთვრალია,

ადამიანნი მის ქუჩებში ფრენით დადიან

და მათ სულებში მხოლოდ სიკეთის რწმენის

მადლია,

სადაც ცხოვრება ყველა სულდგმულის სულს

უხარია

და მოსაწყენად სულ არავის აღარ სცალია,

სადაც ზეცაზე ცისარტყელების მინანქარია,

იმ ქვეყნად, სადაც ბედნიერია ყველა ძალიან!

მე ასე მინდა, მაგრამ თურმე ეს სიზმარია…


იცი რა მიყვარს?

ეგ სევდიანი თვალები მიყვარს,

იცი რა მიყვარს?

შენი ფიქრები,ჯერ რომ არ გითქვამს.

იცი რა მიყვარს?

ოცნება მიყვარს შენი ფერებით.

იცი რა მიყვარს?

სიტყვებით როცა მომეფერბი.

იცი რა მიყვარს?

ეგ სიყვარული შენი გულიდან.

ამას რომ გეტყვი,მერე არასდროს გნახო თუ გინდა.

რად გაგირბივარ?

ეგ რომ ვიცოდე ერთად ვიქნებით,

მაგრამ არ ვიცი რამდენის ახსნა შევძლო სიტყვებით.

ვიცი როგორ ხარ და ისიც ვიცი ჩემი ბრალია,

მინდა მიყვარდე,მეც შეგიყვარო ასე ძალიან


предыдущая 1 2 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут