Дневник пользователя tamtavar

tamtavar
39, Тбилиси, Грузия

ქარი რომ ყვავილს გაჩუქებს
და მერე თმას აგიწეწავს
და ცხოვრებასაც აგირევს...
        და მერე თითქოს გადაგრევს
        და რაღაც ძალა აგაბნევს
        და ერთი მზერით დაგაბნევს
ქარი რომ ყვავილს გაჩუქებს
ნუ დაივიწყებ ამ წუთებს
შენ ნუ დარჩები წყალგაღმა
        უსმინე ამ ქარს გაჰყევი
        თუნდ გადაგრიოს წაჰყევი
        თუნდაც ცხოვრების გადაღმა
ცხრა მთას რომ გადაგატარებს
ცხრა ზღვას რომ გადაგაცურებს
მეცხრე ცამდე რომ აგაფრენს
სასტიკად გამოგაღვიძებს
ხელს გკრავს და ისევ აქა ხარ...
        მიწას რომ დაენარცხები
        თითქოს ღმერთმაო ინება
        ქარი რომ ყვავილს გაჩუქებს
        მაინც მიყევი დინებას!


предыдущая 1 2 3 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут