Дневник пользователя Mariam--

Mariam--
27, Кутаиси, Грузия

“ჩემი შვილი ლესბოსელია.
აქვს მოკლე თმა, წითელი ტუჩები, პატარა მკერდი და გრძელი ფეხები.
ბავშვობისას ჩემ შვილს აბრეშუმის თმა ჰქონდა და ვარდისფერი კაბა ეცვა.
ახლა ჯინსი და კუბოკრული პერანგები უფრო უხდება.
ერთ დილას, მე რომ ჩაის ვსვამდი, პურზე კარაქს ვისვამდი და გაზეთებსვათვალიერებდი, თავზე დამადგა და მშვიდი ხმით მითხრა: - დე, მე ლესბოსელი ვარ. გაზეთი დავხურე, ავხედე, გამხდარ თითებზე ვაკოცე, როგორც ბავშვობისას, და ვუპასუხე: - მერე რა, დე. ჩაი არ გინდა? - ახლა არა, საღამოს იყოს - მიპასუხა, ჩემი კარაქიანი პური ჩაკბიჩა, თმა ამიჩეჩა და კარი გაიხურა.
მისი ნაკბეჩი კარაქიან პურზე ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემი, შენი, იმისი.
ჩემი შვილი ლესბოსელია. აქვს მოკლე თმა, წითელი ტუჩები,…


ძვირფასო მარიამ, როგორ ბრძანდებით?
არ მოგიწერიათ რამდენი ხანია,
თბილისსში აპრილი დაგვიდგა თავდებით,
და როგორც ქუჩაში, სულშიც წვიმს მარიამ.

ელვაა ზეცაში, ჭექა და ქუხილი,
თბილისი წვიმების სურნელით მთვრალია,
მე თქვენი დაკარგვის მომაწვა წუხილი,
ამიტომ მოგწერეთ ძვირფასო მარიამ.

ჩემს თავს საოცრად უცნობი რამ ხდება,
გარეთ წვიმს, ოთახში ტკივილის ქარია,
დილით კი თქვენი თმა საწოლზე არ მხვდება,
არც თქვენი სიცილი არ მესმის მარიამ.

რამდენჯერ სიკვდილის სუდარა ვითხოვე,
ეს ალბათ ბავშური სისუსტის ბრალია,
ყოველღამ თვითმკვლელი ფიქრები მიხმობენ
ყოველღამ ვკვდები და ვცოცხლდები მარიამ!

დამღალეს ქალებმა, გარბიან უკვალოდ,
დამღალეს ძალიან, ძალიან, ძალიან!
გადაწყდა დღეიდან ვიქნები უქალოდ,
გზა დამილოცია ძვირფასო მარიამ.

წვიმს, როგორც იმ ღამით, ჩუმად, რომ გითხარით,
ჩურჩულით - მიყვარხარ, ძვირფასო მარიამ,
მერე თქვენ წახვედით, დასრულდა სიზმარი,
მე ქუჩას გავყევი, სველსა და ქარიანს.

ძვირფასო მარიამ, თქვენს მანდილს ვინახავ,
ნიავს არ ვაკარებ,…


ამ შემოდგომას მოსდევს თეთრი ტანკი,
ამ ფოთოლცვენას არ ჰგავს შენი ხმა,
შენ მოგწონს ჩემი ჩუმი ლაპარაკი
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
მე მახსოვს ჩვენი გრძელ სკამზე ჯდომა
და ის რომ ერთად ვაბოლებდით პლანს,
შენ მიხვდი რომ ჩვენ ვერ მოვიგეთ ომი
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ გავუსწორო მათ,
შენ თვლი, რომ სექსი მიზეზია ომის
და მოგწონს ის, რომ მაიმუნები ვართ,
მაიმუნები ვართ...
მე ჩემო დედა მეტად მესმის შენი,
და ვიცი, როგორ შეიცვალა დრო,
დღეს დაიხურა სიყვარულის სკოლა
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
მე ვნახე შოთა როგორ იჯდა ქვაზე
და თამარ მეფეს ვერ უწევდა მკლავს,
ჩვენ, ყველა ერთად, ვერ მოვსულვართ აზრზე,
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მე მჯერა შენი ძუძუების ზომის
და ვიცი, როგორ მოვეფერო…


23.03.2014

არავის დავემშვიდობე ისე მოვიკიდე ჩეიმ დიდი ცისფერი ზურგჩანთა, ხელზე ნაქსოვი მოსაცმელი გადავიკიდე და სახლის კარები გამოვიხურე , ქვებით მოკირწყლულ ბილიკს გავყევი გაბრწყინებული, გამარჯვებული, მხიარული სახით მივაბიჯებდი წინ და როგორც იქნა მაღალ ჭიშკარს გავცდი... სევდა შემეპარა... წამით შევჩერდი და უკან მივიხედე იქნება არასწორად ვიქცევი, დიდ, ლამაზ ბაღში ორ სართულიანი ასევე ლამაზი სახლი ჩანს, მაგრამ ვაკვირდები და ტალახი, ღორები, სიბინძურე, არეულობა, სიმყრალე, თავი გავაქნიე ფიქრები იქვე მდგომ დიდ მწვანე ნაგვის ურნაში გადავყარე ჩანთიდან სიგარეტი ამოვიღე და თამბაქო დავიყენე მეგზურად, მივდივარ მაგრამ სად არ ვიცი, ცოტა ფული, ბევრი ოცნება და არცერთი გეგმა მაქვს...

Mariamo Bibichadze


უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც,
პატარებიც, ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.
შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.
უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძლიერე გმირები ჭეშმარიტი.
უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!
უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.

/შ. ნიშნიანიძე/


მიყვარს - მუსიკა;
ვოცნებობ - მშვიდობაზე;
მძულს - ტყუილი;
ვნანობ - არაფერს;
კმაყოფილი ვარ - მუსიკით;
მენატრება - ცა;
მსურს - ბევრი რამ;
მაღიზიანებს - ბევრი რამ - ჟურნალისტების დაბალი კომპეტენცია;
ვგრძნობ - ყველაფერს;
მეშინია - არაფრის;
ვმეგობრობ - ყველასთან;
ვაპატიობ - თითქმის ყველაფერს - მართალ შემოქმედს ყველაფერს.
ვტირი - თითქმის არასოდეს;
ვიცინი - ყოველდღიურობაზე;
ვეძებ-სიმყუდროვეს;
ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ;
ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება;
ვკარგავ-დროს;
მშურს - არაფრის;
ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ;
ვემტერები - თაღლითებს;
მაინტერესებს-ყველაფერი;
არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება;
მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი;
მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ;
უარვყოფ - მარქსიზმს;
ვინახავ - ფულს ბანკში;
მწამს - მუსიკის;
მიხარია - ის, რომ მამა ვარ;
მიკვირს - ყველაფერი ახალი;
ვჭორაობ - პოლიტიკაზე;
ვდარდობ - იშვიათად;
ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით;
ვაკეთებ -…


“დღესდღეობით კი ვაგრძელებ იმ სანუკვარი დღისათვის, როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რომელიც მარადიულობას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება, რომელიც არს ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა განსხივოსნება სრულად არ ასახავს იმ სისრულეს, რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ, მოკვდავთ, და მერე გვტოვებს იმ შიზოფრენიულ მორევში ხორცისა და ვნების, განცდისა და ვარდნის, სიმდაბლისა და მონობის. ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში…


07.06.2013

ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან.. ერთხელ მინდა გავახილო თვალები და... გითხრა,როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან... მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ ძილში შემკრთალს, შენმა ტუჩმა დააფინოს კოცნა ბაგეს.. ერთხელ მინდა დავიძინო მხოლოდ შენთან გავეჯიბრო შენს სიზმარს და შენს წილ ღამეს. გული მერე სიყვარულმა გამიგიჟოს სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ დამიფიცო "შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება" ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან ერთხელ მინდა გავახილო თვალები და... გითხრა როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან!!!!


07.06.2013

ყავა უშაქრო
ან
ჩაი "ლიმნიანი",
"KENT"-ი ღერებით და
ბედსაც არ ვემდური,
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.

წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა,
სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან,
ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს,
ჰოდა,
თუნდაც ერთი იყოს,
მხოლოდ შენთვის მინდა.

მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს,
სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას,
მოდი,
დაენახე წამებს გაჩერებულს,
მოდი,
გეხვეწები,
კოცნით დამღალე და...

გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით,
ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და
ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები,
რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут