უფალო, შეგვიწყალე
27, Кутаиси, Грузия

უფალო, შეგვიწყალე, უფალო, შეგვიწყალე
ცოდვილნიც... უცოდველნიც... დიდებიც,
პატარებიც, ვაიმე, ქართველები შევიცვალეთ -
ბევრი ვართ ტახტრევანით და კისრით სატარები.
შინაურ-გარეულნი ერთმანეთს თაკილობენ,
ჩქარობენ, ერთმანეთი გადათელონ.
უფალო, დაიფარე გოდოლი ბაბილონის -
ვულკანზე შემდგარი საქართველო.
უფალო, შეაჩვენე სიმართლე მოსყიდული,
ამნაირ ერისკაცთა ჭერს მარიდე,
უფალო, შეაჩვენე ეშმაკის მოციქულნი,
ამრავლე, აძლიერე გმირები ჭეშმარიტი.
უფალო, შეგვიწყალე, რამეთუ ცოტანი ვართ,
ნუ დაგვსჯი სიმცირით, მწიროვნებით,
შვილები დაგვიზარდე დემეტრე-ცოტნეებად,
ნინო და გიორგი მყავს ნათლია-მირონები!
უფალო, შეგვიწყალე და ბნელი ანათელე,
უფალო, შეგვიწყალე დიდებიც... პატარებიც...
არც ისე საწყალია ეს ჩვენი საქართველო,
არც ისე საწყალია და ხელით სატარები.

/შ. ნიშნიანიძე/

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут