ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ,რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?!
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,მკლავი ძირში რომ გახმება ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
დავას როგორ დაგიწყებენ,მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ,
დედაენის დამვიწყებელსხვალ-ზეგ დედა გეტირება ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
ვიცი, კვლავაც გაასხვისებ_სავენახეს,სამზეოს და სართველოს...
არის კიდე სხვა საუნჯე,ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
იქნებ გული აღარ გერჩის,ნაოხარო,ნატანჯო და ნათმენო_
რატომ გიკვირს ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს,თქვი, უშენოდმწუხრი სად გავათენო,_
ერთი დედის შვილები ვართ,ვაი, რატომ გავიწყდება ქ ა რ თ ვ ე ლ ო?!
არც რა ტყვიით,არც რა შხამით,დუმილითაც შეგიძლია გამთელო,_
ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს,შენ რომ მომკალ ქ ა რ თ ვ ე ლ ო!
დედაენის დამვიწყებელსხვალ-ზეგ დედა გეტირება ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს,მკლავი ძირში რომ გახმება ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
დავას როგორ დაგიწყებენ,მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ,
დედაენის დამვიწყებელსხვალ-ზეგ დედა გეტირება ქ ა რ თ ვ ე ლ ო
დედაენის დამვიწყებელსხვალ-ზეგ დედა გეტირება ქ ა რ თ ვ ე ლ ო.
დავას როგორ დაგიწყებენ,მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ...