ანდა ამათრთოლოს შენმა პროექციამ,
მიყვარდეს მონატრება უცნობი გრძნობიდან
უცხო სიტკბოებით სულს რო მოექცია.
ნაფიქრი წუთები, გაცრეცილ ფურცლებად
აზრთა მიმოფრქვევით გრძნობის ტყვეობაში,
ზოგჯერ ემოცია ნახატი უცვლელად
ათასჯერ შევიგრძენი შენზე ოცნებაში.
როცა შენზე ფიქრმა სრულად დამიმონა,
აითვისა გულის ყველა აფეთქება,
ნატვრად წარმოგთქვი და სულმა გაიგონა
და თუ სანუკვარი მართლა ამიხდება,
იისფერი ზეცა მზისფრად გამინათდა,
ასე ნაოცნებარს სიტკბო მეღირსება.
Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.