თავადის ქალო, ბუნების ქნარო
ცისარტყელისა ფერების დარო.
ვარსკვლავთა თვალო, მუზათა წყარო,
ანგელოზს, როგორ არ შეგადარო.
თვალები შენი, მარგალიტები
ტუჩები შენი, ბროწეულები
ტან-ფეხი შენი მთის კალმახები
თმის დალალები, ზღვისა ტალღები.
ლერწმის თითები,
ხმა, მომხიბვლელი
ბროლისა ყელი გრძნობის აღმძვრელი
გული ნატიფი, ვით შობის ღამე
უცოდველი და მარად ნათელი
Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.