Дневник пользователя manoni14

manoni14
42, Тбилиси, Грузия

11.04.2013

წვიმამ დანამა თეთრი აპრილი,
ზეცამ დაღვარა მზის სხივი ცრემლად,
ჯერ არ გაუშლელ,დაბერილ კვირტებს,
წვიმის წვეთები ჩამოეცრემლა,
ატმის რტოების ლამაზი როკვა,
ალუბლის კვირტებს დაღვრის ცდუნებად
და წვიმის წვეთი გულში ჩაღვრილი,
არ აცდის კვირტებს დაქალწულებას,
ნაზი გრძნობებით ნაქარგი კაბა,
შენთვის თვით აპრილს შეუკერია,
შენა ხარ ჩემი გრძნობის მწყემსი და
თეთრი აპრილი ,თეთრი ფერია,


11.04.2013

დაუკითხავად თუ შემიყვარდი,

თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე,

მიყვახარო თუკი გამოგიტყდი,

სული აგიშფოთე, მაპატიე...

ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა,

მაგრამ შარაგზაზე გავათიე,

წინ მე შენი სახე მომიძღვოდა

და თუ აქაც შევცდი, მაპატიე...

ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე,

მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე,

შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი

თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე...

შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს,

შენზე დარდი თუ დავარბიე,

რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი,

დამნაშავე ვარ და მაპატიე...


''უსიყვარულოდ...
მზე არ სუფევს მზის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის,ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს,არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება,ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ! ''


15.02.2012

შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ. შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო. ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი. სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი 


თვალებს შეუძლიათ_ იცინონ,

თვალებს შეუძლიათ_ იტირონ,

თვალებს შეუძლიათ_იცქირონ,

შემდეგ დაღლილებმა იძინონ...

თვალებს შეუძლიათ_ შეყვარება,

თვალებს შეუძლიათ_ დავიწყება,

თვალებს შეუძლიათ_მოგონება,

თვალებსძალუძს შეჩვენება,

ბოღმის შეჩერება, შეკავება...

თვალებსბევრის გული შეუცვლია,

თვალებსბევრი რამე შეუგრძვნიათ,

სანამ
სიყვარულიიარსებებს თვალებს ყველაფერი შეუძლაით...


თავადის ქალო, ბუნების ქნარო
ცისარტყელისა ფერების დარო.
ვარსკვლავთა თვალო, მუზათა წყარო,
ანგელოზს, როგორ არ შეგადარო.

თვალები შენი, მარგალიტები
ტუჩები შენი, ბროწეულები
ტან-ფეხი შენი მთის კალმახები
თმის დალალები, ზღვისა ტალღები.

ლერწმის თითები,
ხმა, მომხიბვლელი
ბროლისა ყელი გრძნობის აღმძვრელი
გული ნატიფი, ვით შობის ღამე
უცოდველი და მარად ნათელი


თვალებს შეუძლიათ_ იცინონ,

თვალებს შეუძლიათ_ იტირონ,

თვალებს შეუძლიათ_იცქირონ,

შემდეგ დაღლილებმა იძინონ...

თვალებს შეუძლიათ_ შეყვარება,

თვალებს შეუძლიათ_ დავიწყება,

თვალებს შეუძლიათ_მოგონება,

თვალებსძალუძს შეჩვენება,

ბოღმის შეჩერება, შეკავება...

თვალებსბევრის გული შეუცვლია,

თვალებსბევრი რამე შეუგრძვნიათ,

სანამ
სიყვარულიიარსებებს თვალებს ყველაფერი შეუძლაით...


თავადის ქალო, ბუნების ქნარო
ცისარტყელისა ფერების დარო.
ვარსკვლავთა თვალო, მუზათა წყარო,
ანგელოზს, როგორ არ შეგადარო.

თვალები შენი, მარგალიტები
ტუჩები შენი, ბროწეულები
ტან-ფეხი შენი მთის კალმახები
თმის დალალები, ზღვისა ტალღები.

ლერწმის თითები,
ხმა, მომხიბვლელი
ბროლისა ყელი გრძნობის აღმძვრელი
გული ნატიფი, ვით შობის ღამე
უცოდველი და მარად ნათელი


ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია როცა ტირილს ვერ ბედავ, ძნელია, როცა სიცილი გინდ და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ, ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეგარა გრძნობ ვერავის სითბოს, ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს, ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა, ძნელია, როცა ვიგაცას ელი და თან იცი რომ ის აგარ მოვა....



ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა,

აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია,

ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა,

მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, მგონია

სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა,

სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი,

თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზე

და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,

და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია,

სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს,

განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას:

"სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე


← предыдущая 1 2 3 4 5 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут