"ვისი ხარ ნეტავ?"
37, Батуми, Грузия

"ვისი ხარ პატარავ"?–ვწითლდები,თავს დაბლა ვხრი და ოდნავ ვჩურჩულებ "დედიკოსი" :)

"რა ლამაზი ხარ,ნეტავ ვისი ხარ"–ბიჭი თვალებში ჯიქურ მიყურებს და მეც ეშმაკური მზერით ვპასუხობ "მამიკოსი"...
ეხლა ნუ მკითხავთ ვისი ვარ... იმიტომ რომ არავისი აღარ ვარ მე... გავიზარდე თითქოს... დამოუკიდებელი გავხდი... ცხოვრებას ვუყურებ პირდაპირ და ვცდილობ ყველა გამოწვევას გავუძლო... ინტერესები ერთმანეთს ცვლიან და ჩემი გეგმებიც მათ მიხედვით იცვლება... გრძნობები ერევიან გონებას და მე ხან სად ვარ და ხან სად...
ნუ მკითხავთ ვისი ვარ... არავისი არ ვარ... იმიტომ არა რომ დიდი ვარ უკვე... უბრალოდ დავიკარგე... დავიკარგე "დიდ" სამყაროში და ვერ ვპოულობ ნაცნობ სულებს... შორს ვარ ყველასგან... ხელსაც არ მიწვდის არავინ... იმიტომ არა რომ არ ვუყვარვარ ვინმეს... უბრალოდ ისინი შორიდან მიყურებენ,ვერ აღწევენ ჩემამდე... ჩემს სულს ვერ ხედავენ... გარეგნულად კი მე ყველაფერი რიგზე მაქვს... თვალები მუდამ მიბრწყინავს,სახეზე ღიმილი არასდროს მცილდება,ნიღბადაც კი იქცა ტკივილის... და ისინიც ფიქრობენ რომ ძლიერი ვარ,არ მჭირდება ხელის გამოწვდენა... მე კი ამასობაში დავიკარგე... და აღარავისი აღარა ვარ... მარტო ჩემი ვარ მხოლოდ... ერთად ვართ მუდამ მე და მე...

19 просмотров
 
Комментарии
არავინ 19.08.2012

უბრალოდ დავიკარგე... დავიკარგე "დიდ" სამყაროში და ვერ ვპოულობ ნაცნობ სულებს...

TaTa TaTa 19.08.2012

ერთად ვართ მუდამ მე და მე...

pachanak 19.08.2012

*KISSING* *KISSING*

TaTa TaTa 19.08.2012

:)

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут