მომენატრე გაფრენამდე...
37, Батуми, Грузия

"на двоих с тобой одно лишь дыхание"


"ამ სიმღერას ვუსმენ და ვცდილობ არ ვიფიქრო იმაზე,რომ ახლა დაახლოებით 20 წუთში წავალ ამ სახლიდან და ვინ იცის როგორ და როდის გნახავ... დამიკლებს ცხოვრება როგორც ყოველთვის შენს შეუცვლელ და სხვასთან შეუდარებელ სითბოს... დაუვიწყარი იყო ეს ერთი კვირა... ყველაფრით... ბათუმიც კი თავისი ნაცრისფერი ქუჩებით არის დაუვიწყარი ჩემთვის,იმიტომ რომ ეს წვიმიანი ამინდი შენი სითბოთი უფრო ღრმად ჩამწვდა ვიდრე მზე...

ეხლა არც ისე კარგ ხასიათზე ვარ,ან საერთოდ არ ვარ ხასიათზე... შენ ისევ აქ იქნები და მე იქ... ეს მუდმივი სიშორე და შორი-სიახლოვე მგონი იმდენად გაჯდა ჩვენს ცნობიერებაში რომ სხვაგვარად ვერც წარმოვიდგენთ ჩვენს ურთიერთობას და მეტიც ცხროვრებას. შენ ხომ ჩემთვის არა მარტო ადამიანი ხარ რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობ-საკუთარი "მე" ხარ ჩემი... ის "მე" რომელსაც ვერ ვიცხოვრებდი... იმ გზებით დადიხარ რომელსაც მე წარმოუდგენელს ვხდი ჩემთვის სავლელად... მთელი ჩემი გული ხარ... არასდროს გაიფიქრო რომ ჩემი არსების რომელიმე ნაწილი ვინმე სხვას ეკუთვნის... მარტო შენ,შენ-მეგობრობის და სიყვარული,ერთგულების და თანადგომის სინონიმი...შენ ხარ ერთი ჩემთვის,ერთად ერთი...

გავა დრო და ამ დღეებს გავიხსენებთ,ან უფრო მკვეთრი ემოცია წაშლის,მაგრამ ის ემოციური დატვირთვა რომელიც ქონდა ამ ერთ კვირას იყო საკვები სულის... ჩვენი ურთიერთობა იმ ეტაპზეა როცა უკვე ვერცერთი სიტყვით ვერ ავუხსნით ვერც საკუთარ თავს და ვერც სხვას ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ ერთმანეთისთვის,ანაც მეტი, ახსნა აღარ არის საჭირო...

ბედნიერება და სიმდიდრე იყო ერთმანეთის პოვნა. უფალს მადლობა რომ მაჩუქა შენი თავი და შენი საშუალებით თავის სითბოს მაგრძნობინებს და თავის სიყვარულს...

ახლა უნდა მივატოვო წერა... და წავიდე... ჯერ ფოთში,მერე ზუგდიდში...

ცამდე მაღალ გრძნობებს და ცამდე მაღალ შენს სულს წარმოსახვაში ვაპატარავებ და სათუთად ვძერწავ მათგან ჩემი სულის ბუდეს...

მიყვარხარ

დამებუდე :)

27.10.2010

შენი მუდამ შენი

კრისტი :) "


P.S. კეეეს,ვკითხულობ და ცრემლები მახრჩობს... მენატრები ყველა უჯრედით და მტკივა რომ ჩემთან არ ხარ... მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე შესაძლებელია სიყვარული... ჩემი სუულ ყველაფერი ხარ...


19 просмотров
 
Комментарии
tokoabe 24.06.2011

:*

TaTa TaTa 24.06.2011

*KISSING*

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут