Дневник пользователя BESO575

BESO575
24, Батуми, Грузия

გოგო და ბიჭი მოტოციკლეტზე ზიან:

გოგო: ეს საშიშია ცოტა შეანელე!
ბიჭი: არა ძალიან სახალისოა
გოგო :გთხოვ შეჩერდი
ბიჭი: პირველ რიგში მომეხვიე
გოგო მოეხვია
ბიჭი: მითხარი რომ გიყვარვარ
გოგო: მიყვარხარ,გთხოვ შეანელე სვლა
ბიჭი: შეგიძლია აიღო ჩემი მუზარადი და შენ დაიფარო? ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი
გოგომ დაიფარა მუზარადი

მეორე დღეს საინფორმაციო წყაროებმა ამცნეს ყველას რომ მოხდა საგზაო შემთხვევა, მოტოციკლზე შეჯახების დროს ორი ადამიანი იჯდა,მოტოციკლზდე მართვის კონტროლი იქნა დაკარგული,და იგი გზიდან გადავიდა და შენობას შეეჯახა,ორიდან ერთი ადამიანი დაიღუპა

რა მოხდა სინამდვილეში: როცა ნახევარი გზა ჰქონდათ განვლილი,ბიჭმა შეამჩნია რომ მუხრუჭები არ მუშაობს,მაგრამ არ უნდოდა გოგოს შეშინება,სწორედ ამიტომ უთხრა გოგოს რომ ის ჩახუტებოდა და უკანასკნელად ეთქვა მისთვის ,,მიყვარხარ,,


დღეს დილით შენზე ფიქრმა გამაღვიდძა... თვალები გავახილე და კიდევ დიდ ხანს ვიწექი. თენდებოდა, ყოველივეს ეძინა, ბურუსი ეხვია არემარეს და მხოლოდ მე მეღვიძა... შენზე ვფიქრობდი... ეხლაც ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ყოველივეს სძინავს, და მხოლოდ მე ვწევარ, მთვარის შუქით განათებულ ოთახში და შენზე ვფიქრობ... ოთახს არამიწიერი ელფერი დასთამაშებს და მეც რაღაც არ ვეკუთვნი აქაურობას... და ძალიან შორს ვარ... გულს კი თკივილი ეკვრება და მიწაზე მაბრუნებს... მახსენებს რომ შენ შორს ხარ... რომ მე აქ ვარ, უშენოდ და მენათრები...


დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს??

ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს,
მაგრამ ამ გულს სიყვარული აღარ უნდა განეცადა...
არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს??
ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება,
მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე!
მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ!
ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ - ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს!!


16.11.2012

დღევანდელი დღის ნაკლი ის არის რომ უშენოდ დაღამდა ...


არ გეშინოდეთ დაკარგვის . . იკარგებიან ისინი, ვინც მხოლოდ თქვენ გამოსაცდელადაა , ხოლო რჩებიან ისინი , ვინც ბედმა გამოგიგზავნა . . .



იყავი მასთან ერთად,ვინც იცის რამხელა სიმდიდრე აქვს,იმით რომ შენ ჰყავხარ...




შენთან მოსული ისე არავინ გააბრუნო, ოდნავ მაინც უკეთესად და ბედნიერად არ იგრძნოს თავი. ყველას სიკეთე დაანახე_ გამომეტყველებით, თვალებით ან ღიმილით ...

როდესაც ვიღაც გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, შენი არსების ერთი ნაწილი
გეუბნება: შენ ამისთვის ჯერ კიდევ არ ხარ მზად”, მეორე კი აუცილებლად გეტყვის:
”გახადე ის შენი სამუდამოდ!” რა თქმა უნდა ყოველთვის უკანასკნელს უნდა დაუჯერო.


შეიყვარე ის ვინც მაშინაც კი პირველი გირეკავს, როდესაც შენ აწყენინებ, ვინც შენს…


30.10.2012

ოჰ, ნუ იფიქრებ რომ მოკვდა გული,

რომ სულ დავმარხე ოცნება წრფელი,
განადგურების სევდიან გზაზე გულს
ბევრი რამ აქვს ხელუხებელი.
ველი, ვიბრძოლებ...მე ამ ყვავილებს ვატარებ,
სანამ მექნება ძალი,
რომ არ შეეხოს მას სისასტიკის ძალა შავ-ბნელი, ხელი მუხთალი.
და მუდამ გულში გავზრდი იმ იმედს,
რომ სადღაც არის ისეთი მხარე,
სადაც ედემი ჰყვავის მზიანი, სადაც არ არის სული მწუხარე.
წინ მელის ბედი... რაც იყო, იყო... ის წარსულია განუკურნელი...
ხელუხებელი გულს ბევრი რამ აქვს. სულს კიდევ დარჩა ოცნება წრფელი..




30.10.2012

ისე მოხვედი, ლამის გულმა შეწყვიტა ფეთქვა,
ისე შემომხვდი, გაინაბა მწუხრი მაისის,
სულ ერთი სიტყვით უნებლიედ ამწიე მზესთან,
სული რომ ბორგავს, იმ სიტყვების ექო გაისმის.
ისე მოხვედი, ნიაღვრები მოვარდნენ გრძნობის,
ჩემი ცხოვრების ბობოქარი გზები აიბნა,
უკვე მიყვარდი, შემიყვარდი არ ვიცი როდის,
უკვე გიცნობდი და გიპოვე თითქოს თავიდან.
შენ რომ მოხვედი ფიქრებს თალხი ეცვათ სამოსი
და მე ვიდექი გარდასულის მიხურულ კართან,
შენ რომ მოხვედი, ჩემს სხეულში იყო ქაოსი
და უნებლიედ იმ ტკივილის ქარები ჩადგა.
ეხლა ჩემი ხარ, ნაპატიებს თმებზე მეხები,
დარდი მიჩუმდა, ძველებურად აღარ აუგობს,
გთხოვ აღარასდროს მომაცილო შენი ხელები,
ჩემი წარსულით არასოდეს გამანადგურო.


რაც უფრო შორს ხარ მით უფრო გწვდები

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,
ხელუხლებელი როგორც მზის სხივი
მიუგწეველი როგორც ედემი.
და თუ არა ხარ ის ვისაც ვფიქრობ?
მე დგეს არე ვნანობ...დაე ვცდებოდე...
ავადმყოფ გულს სურს რომ მას ოცნების
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.
დაიწვას გული უცნაურ თრფობით,
ცრემლით აივსოს ზღვა საწყაულის,
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვის
და სიყვარულის დღესასწაულის.



რა იქნებოდა ფილმი მუსიკის გარეშე?! მუსიკა ვნების გარეშე?! ვნება სიყვარულის გარეშე?! სიყვარული შენს გარეშე?!
მე შენ მიყვარხარ”- წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმისჩვენებას კი, როგორ გიყვარს-მთელი ცხოვრება
მიყვარხარ არა მარტო იმიტომ, როგორიც ხარ, არამედ იმიტომაც როგორი ვხდები მე, როდესაც შენთან ვარ


შენ რომ არ იყო,ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა...

შენ რომ არ იყო, ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის, არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი, ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება...
შენ რომ არ იყო, ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება...
შენ რომ არ იყო, სიყვარული დამეკარგება,

და ტრფობის ჟამი ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ–მარტოდ დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება...
შენ რომ არ იყო, ჩემი გზები სულ არევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა...


предыдущая 1 2 3 4 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут