Дневник пользователя BESO575

BESO575
24, Батуми, Грузия

23.10.2012

• სული დამიობლე ,სულს მაინც არ ეთმობი,

გული მომტაცე და გულს ისევ ენატრები.

ჩემი ოცნება ხარ,ჩემი აღმაფრენა,

უსაზღვროთ მიყვარხარ და, სულ ასე მეყვარები.

  • • ვიცი გადამიტანს მე ეს სიყვარული,

შენზე ოცნებებში რომ დავიფერფლები,

ნუ გამაყოლებ სამარეს ამ თხოვნას,

მგზავრად გამატანე ეგ შენი ცრემლები.

  • • შენზე ფიქრები იქაც დამტანჯავენ,

მაგრამ არა ვნანობ,გეტრფი, გეფერები.

ჩემი მშვენება ხარ,ჩემი აღტაცება,

მაგ შენს ლამაზ თვალებს, რა ვქნა ,ვერ ველევი.

  • • ღმერთო, დაიცავი ჩემი აღტაცება,

ჩემზე გადაევლოს თუ რამ ცუდი ელის.

გთხოვ დაიფარე , ჩემს სატრფოს ნურას ატკენ,

ამითაც მადლობელი ვიქნები ჩემი ბედის.

  • • მე წავალ იმქვეყნათ,იქნებ ასე სჯობდეს,

მაგრამ ჩემი გული სულ შენთან დარჩება.

გთხოვ, გაუფრთხილდი გულს, ნურას ატკენ,

ეს გული შენ გაკუთვნა სამყაროს გამჩენმა.

  • • მაგრამ როგორ გავძლო უშენოთ, სანატრელო?

ისევ დავბრუნდები, კვლავ გეთაყვანები.

ჩემი ოცნება…


ყველას კარგათ მოგვეხსენება რომ დღეს მეტად მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება.ცხოვრება ეკონომიკურ სიდუხჭირეში, მცირე გამონაკლისის გარდა,რომელიც მძიმე ტვირთად აწვება ადამიანებს.ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ეს ყოველივე ყველაზე უმთავრეს ღირებულებას გვაკარგვინებს,რაც კი ადამიანში არსებობს უფლისგან მინიჭებული,ყველაზე დიდი სათნოება-კაცთმოყვარეობა და სხვისი ტკივილის საკუთარ ტკივილად აღქმა,ურთიერთთავგანწირვა და ერთმანეთის მიმართ მზრუნველობა.საქართველო მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანაა ვამბობთ ჩვენ და სხვებიც ამას იმეორებენ,მართლმადიდებლური,ანუ ყველასგან გამორჩეული,ყველაზე მეტად მიახლოებული უფალთან,მის მცნებებთან,რომლისთვისაც არაცდროს გადაუხვევიათ ჩვენს წინაპრებს და ყოველგვარი სიახლის და შელამაზების გარეშე უცვლელათ ატარეს 2000წელი,ასეთი სახით გადმოგვცეს ჩვენ.ჩვენ კი დაგვავიწყდა რომ ეს გზა არაა ია-ვარდით მოფენილი,ეს კი ძალიან გვიმძიმს,გვსურს რომ ამქვეყნიური სამოთხეც ვიგემოთ,რასაც ქვია მატერიალური ფუფუნება,საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა უმთავრეს ოცნებათ და…


23.10.2012

იქნებ შემიყვარო ?! -არა! თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა. ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა. ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია... ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს…


ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის,
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.

შენი თვალების ნაცნობი ფერი
მაკლია მაშინ და მენატრება,
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი
არ ვიცი, ასე რად მემართება.

მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს,
შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი
და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს
სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.

მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები...
უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი,
და მაინც თუკი ჩემი იქნები
თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.

მე მახალისებს შენი დანახვა, -
შენ იასამნის აგდის სურნელი,
მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ,
ხარ სანატრელი და სასურველი.

ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის
და…


29.10.2012

მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.....


29.10.2012

ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...

ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...

ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი
და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი...

შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი,
შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი,
მე შენთან ერთად მოვიარე მთები თუ ბარი,
მაშინ ხომ მერქვა მშვენიერო მე მეგობარი...

მე შენ მიყვარდი იმ წუთიდან როგორც კი გნახე,
შენი ლამაზი ნაწნავები რომ დავინახე,
შენს…


30.10.2012

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?!
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია,
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დაიწყებ ტირილს.
ასე გაივლის წამება, ოხვრა,
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით.
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები!
თუმცა იქნება ღამე წვალების,
ღამე სასტიკი და ულმობელი.
და ეს თვალები, ლურჯი თვალები,
ჩემი თვალები ისევ მოგელის.


14.11.2012

მართალია? -ეკითხება გული

-არა! -პასუხობს ხმა.
-რატომ? -იმეორებს გული.
-არ შემიძლია თქმა!
-მაინც რა მოხდა ასეთი? -გული არ ეშვება ხმას.
ცოტახანს სიჩუმე იყო და...
- მიყვარხარო -წარმოსთქვა ხმამ


ნუ უცდი უნივერსიტეტის დამთავრებას, შეყვარებას, სამსახურის პოვნას, დაქორწილებას, შვილების ყოლას, მათ დაბინავებას, ზედმეტი ათი კილოს დაკლებას, ნუ უცდი პარასკევ საღამოს, ან კვირა დილას. ნუ უცდი როდის მოვა გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ან ზამთარი. ბედნიერებისათვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ბედნიერება პროცესია და არა მიმართულება. ისე იმუშავე, თითქოს ფული სულ არ გჭირდება, ისე შეიყვარე თითქოს გული არასოდეს უტკენიათ, ისე იცეკვე თითქოს ვერავინ გხედავს. გახსოვდეს, კანი ჭკნება, თმა თეთრდება, დღეები კი წლებად იქცევა. მაგრამ ის, რაც უმთავრესია არ იცვლება, შენს ძალასა და აზროვნებას ასაკი არ გააჩნია. შენი სული ის ბუმბულია, რომელიც აბლაბუდებს არღვევს, ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია, ყველა შედეგის უკან -…


ზარი აწკრიალდა.აი პირველი კლასი,დღეს პირველ გაკვეთილს იწყებს.როგორ უხარიათ არა?ანდრეამ დედა ორი სათით ადრე გააღვიძა არ დამაგვიანდესო.მასწავლებელმა რა თქმა უნდა ბავშვები გოგო-ბიჭად დასვა.ანდრეა და ერთი ქერათმიანი , ცისფერთვალება გოგო ერთად მოხვდნენ.მარიამი მუდამ წყნარი და მორიდებული იყო.ასე განვლო თერთმეტმა წელმა,ანდრეა და მარიმის სიყვარულის თერთმეტმა წელმაც.მაშინ თმების წიწკვნით დაიწყო სიყვარული , ახლა კი მხურვალე კოცნით,მრავლისმეტყველი თვალებით და მრავლისმთქმელი სიჩუმით მთავრდებოდა...ხო მთავრდებოდა.ანდრეამ მარიამი სასეირნოდ წაიყვანა,გრილი საღანო იყო,ირგვლივ სიწყნარე სუფევდა,თუმცა ანდრეა ღელავდა.ხომ უნდა აეხსნა მარიამისთვის ,რომ საზღვარგარეთ მიდიოდა სწავლის გასაგრძელებლად.ლონდონი ხომ ძალიან შორია.აი როგორც იქნა უთხრა.მარიამს თითქოს არც გაკვირვებია,თითქოს აუღელვებლად მიიღო,მაგრამ ვინ რა იცოდა მის სულში რა ხდებოდა.ის ხომ ანდრეას გულის ტკენას უფრხილდებოდა.წასვლამდე ორი საათით…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут