Дневник пользователя makaterine2

makaterine2
61, Тбилиси, Грузия

17.08.2009

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.


შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,
და გაისმოდა დების სიმღერა.


თვალს ნაზი და მთვარეული
აღელვებდნენ ლანდები,
ვიყავ ლხინში ჩარეული –
ღვინით თვალანანთები.


უცებ გაჩნდა ტრიანონის
კოშკი გულის ნდომანი,
დე-გრიესა და მანონის
სევდიანი რომანი...


მივაფრენდი ამაყ მერნებს,
ჭიხვინებდნენ მერნები, -
სასახლეებს და ტავერნებს
ცვლიდნენ სხვა ტავერნები.


და ვხედავდი, როგორ იღებს
სულს ვედრება ხალისის,
და ვხედავდი ცისფერ ნიღაბს
მხოლოდ ერთი ქალისას.


ატმის რტოო, დაღალულო რტოო,
ატმის რტოო, სიმშვიდეა შორი,
ქარიშხალი მოდის საიმდროო,
ყვავილების ქარში მიქრის ტბორი.
მოცდა არ ღირს, თუ ისევე უცდი,
ამ გრიგალში დრო არ არის სხივის,
დაღალული ყვავილი ხარ სუსტი,
ქარი ყივის, ქარი ყივის, ყივის.
ნაპრალებზე გადაიმსხვრა ნარგი,
ეხლა ზღვაა, ეხლა სისხლის დროა,
თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი...
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...


ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა.


შეხედე, როგორ ჩქარია
ამქვეყნიური დიდება,
შეხედე, რა სიზმარივით
წუთი წუთს მიეზიდება!


არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა,
წყალმა წაიღოს დიდება,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.


გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა.


იყო არ გამეცნე თავიდან,
შუა წყალში გადამაგდე ნავიდან.
ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე,
ხელებს ითბობ, ცეცხლის ალში გამხვიე.
დამიმონე, შენი შიშით ვკანკალებ,
მომერიე, გიხარიან, ხარხარებ...
როდემდისინ გქონდეს ქვისა გულია,
მე რომ ვტირი შენთვის სიხარულია.
ფიქრობ, ტანჯვით შემაძულო თავია,
ცდები, შენ ხარ ჩემი სალოცავია.
თვალებს დამთხრი-ფეხქვეშ ჩაგივარდები,
რა გინდ მტანჯო, უფრო შემიყვარდები!
სულ არ გესმის ჩემი წერა-კითხვები,
რად მიყვარხარ, რატომ არ მეკითხები?
რომელ მსაჯულს ვთხოვო სამართალია,
ვის შევჩივლო რუსთაველი მკვდარია!


შენ რა იცი, სიყვარული რა ხილია?!
არ გიგვრძვნია გულში ტრფობის გაღივება.
სიყვარული მთაში ირმის ძახილია
და ბოლოს კი სევდიანი გაღიმება.

სიყვარული ცრემლებია დაკარგული,
იცი, კარგო, რას ამბობდა საიათნოვა? _
სიყვარული ტალღააო ნაკადაულის,
თუ წავიდა, აღარ მოვა.

მე შენ მეტი განა არვინ მყვარებია,
ეს ალვები მეჩვენება გოგონებად,
ეს ლექსები მაშინდელი ქარებია
და ტკბილ-მწარე მოგონება.

შენ რა იცი სიყვარული რა ხილია?!


ბაგითდავწვდიდოქისბაგეს, ბაგეგადავიბადაგე,


დღეგრძელობასვეძიებდი, ჟამთასრბოლითდავიდაგე,


დოქმამითხრასაიდუმლოდ: მომაგებებაგესბაგე,


ქვეყნადგანაკიდევმოხვალ, დალიეო, რასქადაგებ


იმხიარულედაცხოვრებაგაილამაზე,


დრორომიცვლება, ნუინაღვლი, ძმაო, ამაზე,


ქვეყნადყოველიმარადისირომყოფილიყო,


არგაჩნდებოდიარასოდესამქვეყანაზე


სულსგაეყრები, ვერგაიგებვინახარ, რახარ,


ღვთისსაიდუმლოფარდისიქითვერაფერსნახავ,


დალიეღვინო, ვინრაიცის, საიდანმოხველ,


ლაღადიცხოვრე, ვინრაიცის, საითკენწახვალ.



თრიალეთის ტყეში, როცა დღეა მშვიდი,
- თევდორე!..
- თევდორე!..
ტირის ერთი ჩიტი.
განა მართლა ჩიტუნაა, სული არი სამოთხისა,
- სულო, სულო, სულეთიდან რა განგებამ გამოგხიზნა?
ბალღობაში ნუკრი იყო, თრიალეთზე ბალახობდა,
თეთრი ირმის ძუძუს წოვდა და ალგეთში კალმახობდა.
ყელს ეკიდა ქრისტეს ჯვარი – გამგებელი საუფლოთა,
წმიდა იყო, სათნო იყო, ცაში ღმერთთან საუბრობდა.
თოხნიდა თუ ვენახს სხლავდა, - ეხსნებოდა ბაგე ლოცვით,
ჩიტები რომ ეხვეოდნენ, თურმე იყვნენ ანგელოსნი.
მათ იციან მომავალი, თვითეულის სულის ხატი,
ვინ მოკვდება მამულისთვის ანდა კიდე უფლისათვის.
ამიტომაც მსახურებდნენ, წმიდა ბერი სულს ერჩიათ
და ჭკვიანი ხარებივით ებმებოდნენ უღელშიაც.
...ათას ექვსას მეცხრე წელი, როგორც უპატრონო რაში,
ტორებს სცემდა... ჭიხვინებდა, მთიდან…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут