Дневник пользователя nanacho7

nanacho7
52, Цхалтубо, Грузия

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
როცა გადაივლის წუთი განრისხების.
წუხელ ჰამაკივით მთვარე აქანავა
ქარმა, წერილს გწერდა მერე თავისხელით.

ფოთლებს ვერ აუდის ქურთი მეეზოვე...
აბა შემოდგომა როგორ ეყვარება.
მე კი უშენობა ისე მოვიძულე,
თითებს აივნებზე ვითვლი რიკულებად.

ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ,
თუკი გახსოვარ და თუკი გენაღვლები.
თორემ შემოდგომა, როგორც მეგობარმა,
ლამის მივატოვო უკვე ხელაღებით.


10.11.2010

განა,
სიყვარულს უშენობა ეპატიება?
ფიქრი მაშორებს ოცნებას და,
მაინც გენდობი…
შენი დუმილი,
ჩემს ფიქრებთან ვერ დამაშორებს...
რადგან,
ჩემს ფიქრებს, უწინდელზე მეტად ვენდობი...
გირჩევ, არასდროს არ დამტოვო,
სევდის ამარა…
ახლა ღამეა,
მზე იცინის სადღაც შორიდან...
თორემ,
მე მართლა მიგატოვებ...
სხვასთან წავალ და...
შენთვის საკოცნელს,
ვიღაცასთან პეშვით მივიტან...
საკუთარ თავსაც მოვერევი,
ზურგს არ ვუჩვენებ
მე ხომ,
ჩემს გულში...
შენს სიყვარულს, ობლად ვატარებ...
ჩემი სიცოცხლე საშიშია, ახლა უშენოდ…
და უშენობას,
უცილობელ სიკვდილს ვადარებ …


თექად მომთელა ცხოვრებამ...

ხან მჩეჩავდა და ღრუბელივით მაფუებდა,
ნაზსა და ჰაეროვანს მხდიდა,
ხან მთელი სიმძიმით მირტყამდა და
ქეჩასავით მიშრობდა სულს...
ორნამენტებად მაყრიდა წელიწადის დროებს-
ხან გაზაფხული ვიყავი, ხან ზაფხული,
ხან მარჯნისფერი შემოდგომა...
მერე ფიფქები მომაყარა და კარგა ხნით მიყუჩდა.
დამანოტივეს ფიფქებმა...
გავიკვირტე...გვირილები გამოვისხი ტანზე...
შენს გაზაფხულად მოვედი...
მომხედე ცხოვრებავ!
გაზაფხულად დავბრუნდი!
შენი დამყოლი თექა ყვავილებით მოჩითე!
მომეალერსე, აღარც ვიშხუნები...
რბილი და მორჩილი ვარ...
გამიღიმე...
არ დავღლილვარ...
ყველაფერს ვიწყებ თავიდან...


მერე რა?-
თუკი ვართ ალთა-ბალთა...
მერე რაა?-
თუკი გვძინავს ცალ-ცალკე?..
მაინც ერთი ცის
გვახურავს კალთა...
მაინც ერთი მზე
გვათბობს და გვალხენს...


miirtvit chemi naxelavi deserti....


მიყვარდები დღიდან დღემდე მიყვარდები ფრთაშესხმულო ანგელოზო ციდან ცამდე მიყვარდები. გეფერები, სიზმარშიც კი გეფერები, ლურჯთვალება მშვენიერო რაღა გითხრა გეფერები. გეტმასნები დილით ადრე, გეტმასნები ჩურჩულიდან ყვირილამდე გეტმასნები . მელანდები ყოველ ღამე მელანდები სიცილიდან ტირილამდე მელანდები. მეფერება შენი სითბო მეფერება წარსულიდან მომავლამდე მეფერება. მენატრება შენი ბაგე მენატრება, უსასრულო ზღვიდან ზღვამდე. მენატრება მელანდება შენი თმები, მელანდება მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე მელანდება. ზედ მექცევა ღამით ცრემლი ზედ მექცევა სიფხიზლიდან სიმთვრალემდე ზედ მექცევა. მეწვეთება, საგულეში მეწვეთება სიცოცხლიდან სიკვდილამდე მეწვეთება.


ბევრი არაფერი, ერთი უგერგილო საღამოა,
ქარმა ვერ აიღო ღრუბლის მონაცრისფრო ციტადელი,
ყველა (განურჩევლად) ჭაობს ემუქრება გადაშრობა,
როგორც შეწყალებას, ისე მოწყალებას ციდან ელი.

აღარ დაბობოქრობ, დგახარ უჩუმრად და გეღიმება,
ასე (ნაწყვეტ-ნაწყვეტ) შეკოწიწებული ტროტუარი,
თითქოს, ამოგყურებს და გეუბნება, რომ შენი ნება
არის (ნაბიჯებით) უკვე გადაწყვიტო: ჰო, თუ არა.

ჰოდა, არ აყოვნებ, (ფეხქვეშ გეგებიან იმედები),
ფრთხილად გეფანტება ბაგიდან ღიმილი, (ნება-ნება),
ლამაზ განწყობასაც დასაკარგავად ვერ იმეტებდი,
ახლა არც ყველაზე სათნო მოგონება გენანება.

ახლა აღარ დარდობ, მასზე (რაც იყო და) რა დარჩება,
ცდილობ, აარიდო თვალი შემხვედრ მზერას სინანულის,
სადღაც ფინიშია, აქვე (სულ უბრალოდ) - გაჩერება
(ბოლო წერტილამდე), გადაწყვეტილება ჭკვიანური.

თოთო სიმინდივით ჭორებს (მიყოლებით) გაარჩევენ,
დასკვნა:…


და იყო სევდა ფიქრები თვლემდა,

თვალ დახუჭული მივქროდი სადღაც,

თითქოს სიჩუმე დიდ ზღაპარს გავდა,

რომ მოყევი და უჩუმრად გაქრა.

მომწყინდა ნატვრა,ფიქრების მართვა,

ხელებს ვიფშვნეტდი ვგრძნობდი იმედებს,

ო,ჩემი ფიქრი განთიადს გავდა,

სასიკვდილოდ რომ არ გამიმეტებს.

და იყო სევდა ,თვალები თვლემდა,

ეგ იყო წამით,მხოლოდ დროებით,

ტკივილი სადღაც შორეთსი გვემდა,

მივყევი ზღვის ხმას უმანკოებით.

იყო ტკივილი,სულთა კივილი,

მოლოდინს ერთვის ჩუმი გოდება,

მოვყვები ზღაპარს,იქ წავალ ,სადაც

ჩემი ნუგეში დამელოდება........



ღმერთი არ გწამთ?
გაიტანეთ დარდი,
სათითაოდ ფერთხავს ზეცა ღრუბლებს,
მაისისგან გამორჩენა უყვართ
და თვალებში გაუწუწავთ უბე.

გაიტანეთ სახვალიო დარდიც,
ამოიდგა ენა მაღლა ქუჩამ,
აფრიალებს ქარის თავშალს
ღმერთი,
როგორ თბილა...ქარი მაინც
მთრგუნავს.

მოიქუფრა ეს ცხოვრება წამში,
გადმომედოს ხასიათად, თუნდაც,
ოღონდ ჩემში ნუ იქნება ქალი
და ბავშვობით მოგიკვდებით უცბათ.

ენერგია მოუზღვავდა მაისს
და ცხოვრებაც მიაწვება კაცურს,
გასარტყმელად გაამზადოს მუშტი,
თუ ბავშვობის არ დამითმობს სტატუსს

ღმერთი არ გწამთ?
მომაცილეთ დარდი,
სიცოცხლეზე მიპარული ქურდად,
თავს დამამხეთ უდარდელი ქალი,
რომ თვალებშიც არ მოგიკვდეთ უცბად.
 


გადაგყვები თან და შემოგავლებ მზერას,
ისე, სიყვარულით, როგორც ადრე... გუშინ...
არაფერი..იცი... არ შეცვლილა, რადგან
მე მიყვარხარ ისევ, ცოდვით გახსნილ გულშიც.
მე მიყვარხარ მიწის გავლით იმ სივრცეში,
სადაც შენი სუნთქვა,უჰაეროს მტოვებს,
მე მიყვარხარ ,მაგრამ,არასოდეს იცი?
არ ვინანებ,
მჯერა!
რ ვინანებ,
თორემ…
ხო,ხანდახან ეჭვი, როცა მეპარება,
სულ არ მერიდება, სიყვარულს რომ გიხსნი,
ღამის უჯრედიდან, დღე რომ გადმოვარდა,
ვნება გადავმალე, არც მცხვენია იცი?
(ვნების ქურდს კი ენდე)
ამ სამყაროს გავლით,
ყველას სიკვდილს(თუნდაც)
ერთად (ვა)სიცოცხლე(ბთ),
ერთი ჰაერია,შენ რომ მოგცე, მიჭირს,
რადგან ჰაერია, წილადს რომ ვუწოდებ.
უკვე გაგიშალე, გრძნობის ესკიზები,
გული კონტურია სულის გარეკანზე,
მზერა ხელისგულით, პულსზე რომ მოყუჩდა,
ჩემსკენ მოგაბრუნებს და მატარებ ცამდე.
 


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут