Дневник пользователя Akaki

Akaki
40, Кутаиси, Грузия

თევზაობის დროს , როდესაც ოქროს თევზის დაჭერა გსურთ და ამ დროს სხვა თევზს იჭერთ , რომელიც არ გიყვართ , არ გჭირდებათ , რადგან სულ სხვა მიზნით ხართ დაკავებული . მაგრამ სანამ იმ სასურველ თევზს დაიჭერთ , ამ თევზს უკან წყალში კი არ აგდებთ , არამედ ათვალიერებთ , როგორ ფართხალებს , როგორ სუნთქავს . ის წყალს რომ მიუახლოვდეს განწირულად ფართხალებს და თქვენ მას ხელს უშლით და უკან აბრუნებთ , რომ კიდევ დაათვალიეროთ აბა როგორ იბრძოლებს , შემდეგ როდესაც მას ძალა ეცლება , გეცოდებათ და ისევ წყალში აგდებთ ნახევრად განადგურებულ თევზს . ეს რა არის ? მოგწონთ თქვენი საქციელი ? სადიზმს გავს…


წამალი და ალკოჰოლი ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათი ერთდროულად მოხმარება შეიძლება, საკმაოდ უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ზოგ შემთხვევაში, წამლის მოქმედების დაქვეითება, ზოგში კი – გაძლიერება ხდება.
მაგალითად:
* ასპირინისა და ალკოჰოლის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება, კუჭის წყლულის ჩამოყალიბება გამოიწვიოს;
* სპირტიან სასმელებთან ერთად არანარკოტიკული ანალგეტიკების (ანალგინი, ამიდოპირინი, პარაცეტამოლი, ინდომეტაცინი, იბუპროფენი) მიღება იწვევს ტაქიკარდიას (გულის ცემის აჩქარება), მოთენთილობას, ყურებში ხმაურის შეგრძნებას;
* პარაცეტამოლისა და ალკოჰოლის `შეერთება~ იმდენად ტოქსიკურია, რომ მინიმალურ დოზებშიც კი შეიძლება, ღვიძლის მძიმე დაზიანება გამოიწვიოს;
* ალკოჰოლი ნებისმიერი წამლის ალერგიულ რეაქციას აძლიერებს;
* ალკოჰოლი რამდენჯერმე აძლიერებს სისხლის შედედების უნარის დამაქვეითებელი პრეპარატების მოქმედებას (დიკუმარინი, ნეოდიკუმარინი, სინკუმარი და სხვა), რასაც შეიძლება მოჰყვეს ძლიერი სისხლდენა და სისხლჩაქცევები შინაგან ორგანოებში, მათ…


• ვალდებულებები სიყვარულის გარეშე, შობს დაძაბულობას.
• პასუხისმგებლობა სიყვარულის გარეშე, შობს უცერემონიობას.
• სამართლიანობა სიყვარულის გარეშე, შობს სისასტიკეს.

• სიმართლე სიყვარულის გარეშე, შობს კრიტიკას.
• აღზრდა სიყვარულის გარეშე, შობს ორსახოვნებას.
• ჭკუა სიყვარულის გარეშე, შობს ცბიერებას.
• პოზიტიურობა სიყვარულის გარეშე, შობს თვალთმაქცობას.
• ძალაუფლება სიყვარულის გარეშე, შობს ძალადობას.
• ღირსება სიყვარულის გარეშე, შობს ქედმაღლობას.
• სიმდიდრე სიყვარულის გარეშე, შობს სიხარბეს.
• რწმენა სიყვარულის გარეშე, შობს ფანატიზმს.


როგორ უნდა მოვიპოვოთ ნდობა, 14 რჩევა, რომელიც შეიმუშავა ფრენკ სონერბერგმა თავის ნაშრომში “მიენდე საკუთარ სინდისს.”

1. იყავი პირდაპირი. თქვი ყველაფერი ისე, როგორც არის.

2. ნუ შეგეშინდება ცუდი ამბის თქმის, დამალვა უარესი იქნება.

3. სიმშვიდე შეინარჩუნე, იყავი თავდაჭერილი და მოიკრიბე ძალები.

4. გაამხილე პრობლემური საკითხის ორივე მხარე (დაე, თავად განარჩიონ).

5. იყავი კარგი მსმენელი.

6. გაამხილე შესაძლო მიზეზები ინტერესთა კონფლიქტისა.

7. სულ პატარა გაზვიადებამაც კი შეიძლება შენი სანდოობა ეჭვქვეშ დაყენოს.

8. ყოველთვის სიმართლე თქვი, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად
9. თავის არიდების მცდელობა (მაგალითად, კორპორატიულ წვეულებაზე ან თუნდაც რომელიმე სოციალურ ქსელში) გავლენას მოახდენს შენს სანდოობაზე.

10. “ყველა ასე იქცევა” არასაკმარისი მიზეზია, იმისათვის, რომ შენც ასე მოიქცე.

11. ისწავლე უარის თქმა ისე, რომ არ…


ლხინში, ქორწილისსუფრაზესათქმელისადღეგრძელოები:

1) ოჯახისუფროსისიმიერთამადისარჩევადათამადისდალოცვა.

2) სუფრისდალოცვა.. უფლისხსენება.

3) მეფედედოფლისდალოცვა.

4) მეფედედოფლისმეჯვარეებისდალოცვა

5) მეფედედოფლისმშობლებისდალოცვა.

6) მეფედედოფლისდედმამიშვილებისდალოცვა.

7) მეფედედოფლისბაბო-პაპისდალოცვა.

8) სიყვარულისსადღეგრძელომეფედედოფლისსიყვარულისთამადობით.

9) სიყვარულისსადღეგრძელო, მათითამადობითვინცდღესდაიწერაჯვარი.

10) ოჯახისწასულებისხსოვნისპატივისმიგება. მათისახითყველა

სუფრისწევრისწასულებისხსოვნისათვისპატივისმიგება, საქართველოსთვისდაღუპულთახსოვნისდიდებითხსენება, მათთვისპატივისმიგება.
11) სიცოცხლისსადღეგრძელო (როგორცახალისიცოცხლისდაბადებისნატვრის)

12) მომავალითაობისსადღეგრძელო (პატარებისსადრეგრძელო)

13) მანდილოსნებისსადღეგრძელო, ქართველიქალის, დედისსადღეგრძელო.

14) საქართველოსსადღეგრძელო.

15) მეფედედოფალისმეგობრებისთამადობით, საერთოდმეგობრების

სადღეგრძელო.

16) გვერდში


ძლიერი პიროვნება არ ყალიბდება შემთხვევით ან დროთა განმავლობაში. უნდა გავაკეთოთ შეგნებული არჩევანი – ვიხარშოთ ერთფეროვნებაში, სერიალების ყურებაში, საკუთარ პრობლემებზე წუწუნში ან ვხდებით ძლერი, მისაბაძი…



როგორ მოვახერხოთ ეს?



საიდუმლო იმალება გამონათქვამში..........„დათესე აზრი – მოიწიე მოქმედება“



„დათესე მოქმედება – მოიწიე ჩვევა“



„დათესე ჩვევა – მოიწიე პიროვნება“



„დათესე პიროვნება – მოიწიე ბედი“. ჩვენს შესაძლებლობებს, ინდივიდუალიზმს, შინაგან ძალას, მოტივაციას, ნიჭს და შეუპოვრობას შეუძლია აგვიყვანოს დიდ სიმაღლეებზე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ ფასეულობებს შეუძლია გაგვაჩეროს ამ სიმაღლეზე..


ფსიქიკურ მდგომარეობას, რომლის დროს ადამიანი განიცდის შიშს მსუქანი ადამიანების დანახვისას, ამასთან, მათ მიმართ ზიზღს გრძნობს, ფეტფობია ეწოდება, ასეთ ადამიანებს კი – ფეტფობები.

სხეულის ფორმების აღმნიშვნელი სიტყვები ინგლისურ ენაშიbox2_title_r.gif


სელის ზეთი - ატენიანებს მშრალ თმას, ანიჭებს ბზინვარებას, კვებავს თავის კანს. თუ თმის ნიღაბში სელის ზეთს დაუმატებთ, თმის ცვენას შეაჩერებთ.
მზესუმზირის ზეთი - გამოიყენეთ, თუ ბოლოჭამიები გაგიჩნდათ, თმა გამოგიშრათ. მზესუმზირის ზეთის ნიღაბი განსაკუთრებით ს
ასარგებლოა ზამთრის პერიოდში.

ქოქოსის ზეთი - თუ თავს ხშირად იბანთ, იგი თქვენთვისაა შექმნილი. თმას უბრუნებს ბზინვარებას.

ნუშის ზეთი - აუცილებელია მათთვის, ვისაც თხელი და უსიცოცხლო თმა აქვს. ზეთი თავის კანში შეიზილეთ და სავარცხლით თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ.

ქაცვის ზეთი - გამოიყენეთ, თუ თმის ცვენა გაწუხებთ ან გსურთ,
თმა სწრაფად გაგეზარდოთ. ქაცვის ზეთი თმას ბზინვარებასა და მოცულობას მატებს.

პალმის ზეთი - ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს. თმას მოცულობას მატებს.…


მოდი, დავქორწინდეთ.

მე, არც ისე მხევალი ღვთისა, ვდგავარ შენ წინ
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენთან ერთად
არც ჭირში და არც ლხინში
და დაგშორდები ძალიან ბევრჯერ,
სანამ სიკვდილი დაგვაშორებდეს.

მე, არც ისე ლამაზი და არც ისე თეთრკაბიანი,
ვდგავარ შენ წინ
და პირობას ვდებ, რომ არ ვიქნები შენი ერთგული,
და მრავალი მესამის ჩრდილი
რიგრიგობით დატოვებს ჩუსტებს
ჩვენი საწოლის ორივე მხარეს.
და ყველა ჩვენი ღამე, პირველის ჩათვლით,
იქნება უკანასკნელი.

მე, არც ისე მდედრობითი და არც ისე დედობრივი,
პირობას ვდებ, რომ არ გაგიჩენ შვილებს,
არ დავარქმევ შენი მშობლების სახელებს,
არ გადავუხდი დაბადების დღეებს,
არ გავზრდი საამაყოებს და სასიქადულოებს
და არ გავგზავნი სადმე უცხო ქვეყანაში სასწავლებლად…


თუ შემთხვევით აღმოჩნდები ორმოში, პირველი რაც უნდა გააკეთო - შეწყვიტო თხრა!

ყოველთვის თქვი ის რასაც ფიქრობ, და გააკეთე ის რაც გგონია, რომ მართალია, ეს შენი ცხოვრებაა და ვერავინ იცხოვრებს მას შენზე უკეთესად.
ჟან რენო

არავის არასოდეს არ უმტკიცო ვინმეს როგორი ადამიანი ხარ შენ.
ვისაც სურს თქვენში მხოლოდ ცუდი დაინახოს, ის მხოლოდ ცუდს დაინახავს.

ყველაზე მაგარია - გაიცნო ადამიანი, რომელთანაც არ გაგაჩნია სანაცნობო წრე და არ არის შენ წარსულთან კავშირში.
ეს იგივე რომ დაიწყო აxალი ცხოვრება.

არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას ამბობს თქვენზე - ყველაფერი ღიმილით მიიღეთ და განაგძეთ თქვენი საქმე.

თავის უბედურებაში ადამიანები როგორც წესი ადანაშაულებენ ბედს, ღმერთს, მეზობლებს, მასონებს…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут