Дневник пользователя Akaki

Akaki
40, Кутаиси, Грузия


დიალოგისა და მონოლოგის ურთიერთქმედების საკითხისთვის

თანამედროვე რომანებმა შექმნეს იმის საშიშროება, რომ ადამიანები გადაეჩვეოდნენ ტექსტის ინტერესით კითხვას. იმავდროულად მათ იმდენი საინტერესო თავისებურება გამოავლინეს, რომ, საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა. ერთ-ერთ ამგვარ თავისებურებად განვიხილავთ ენობრივი სტრუქტურის ფორმების - დიალოგისა და მონოლოგის - განსხვავებულ ურთიერთქმედებას, კერძოდ, იმას, თუ როგორ ენაცვლებიან თანამედროვე რომანში ზემოაღნიშნული ფორმები ერთმანეთს და რატომ ქრება დროდადრო მათ შორის საზღვრები. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ხშირად ქმნის დროის განსაკუთრებულ კონცეფციას - თანამედროვე რომანის ერთ-ერთ დომინანტურ თავისებურებას, რომელსაც ეფუძნება მოდერნისტული და პოსტმოდერნისტული რომანების სტრუქტურა.

XX საუკუნეში რომანმა ერთგვარი ელასტიურობა, მოქნილობა შეიძინა და საუკეთესოდ განავითარა თხრობითი ტექნიკის ისეთი სახე, როგორიც არის "შინაგანი მონოლოგი", რომლის საშუალებით შეიქმნა…


როგორ ამოიცნოთ ცუდი უფროსი, სანამ მასთან მუშაობას გადაწყვეტთ

უფროსს შეუძლია ხელი შეუწყოს, ან დაანგრიოს თქვენი კარიერა. საუკეთესო უფროსს შეუძლია დაგაინტერესოთ და წაგახალისოთ სამსახურში, აგარიდოთ თქვენთვის არასავალდებულო საქმიანობებში ჩართვას, ამოიცნოს თქვენი ძლიერი მხარეები და დაგეხმაროთ მათ განვითარებაში. ხოლო ცუდ უფროსს შეუძლია აუტანელი გახადოს, ერთი შეხედვით, ყველაზე მიმზიდველი საქმიანობა.


ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით

ტურიზმის სახეობები
აგროტურიზმი
გასტრონომიული ტურიზმი
კულტურული ტურიზმი
ეკოტურიზმი
ექსტრემალური ტურიზმი
გეოტურიზმი
კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი
გეი-ტურიზმი
სამედიცინო ტურიზმი
საზღვაოსნო ტურიზმი
რელიგიური ტურიზმი
კოსმო-ტურიზმი
სამხედრო ტურიზმი
ველური ბუნების ტურიზმი
ბიზნეს-ტურიზმი
დასვენების ტურიზმი
საკონგრესო ტურიზმი
შოპ-ტურიზმი
სპორტული ტურიზმი
შემეცნებითი ტურიზმი
სათავგადასავლო ტურიზმი
სასოფლო ტურიზმი

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთი, ეგვიპტე, საბერძნეთი, ლიბანი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, აშშ, ესპანეთი, იტალია, ტაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამები, ფიჯი,…


რეალისტები
გულღია, პირდაპირი, საკუთარ თავში დარწმუნებული, შ
უპოვარი და ბრძანებისმოყვარე ხალხია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ღების არ ეშინიათ. დიპლომატიური ხრიკებისადმი მიდრეკილება არა აქვთ და სენტიმენტალისტებს ვერ იტანენ. თავიანთ აზრს მოკლედ და გასაგებად გამოთქვამენ. ამასთან, მჭერმეტყველებიც არიან. კამათის დროს ქედმაღლები ხდებიან და ისეთ ტონზე გადადიან, შეპასუხებას ვერ გაუბედავთ. ამით მგრძნობიარე ადამიანებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ. რეალისტები ნებისმიერ კომპანიაში ლიდერები ხდებიან.

ანალიტიკოსები
ამ კატეგორიის ადამიანებს ლოგიკურობა და თანმიმდევრობა ახასითებთ. ყველაფერ
საფუძვლიანად მოფიქრებულად და სერიოზულად უდგებიან. ქაოსს ვერც საგნებში და ვერც აზრებში იტანენ. ყველაფერში სტაბილურობა და წესრიგი უყვართ. ანალიტიკოსები თავდაჭერილად და ხმადაბლა საუბრობენ. უცნობებს შეიძლება ისინი უსულგულო და იუმორის გრძნობამოკლებულ ადამინებად მოეჩვენოთ. სინამდვილეი ასე…



ქალები

თუ ქალი უპირატესობას ანიჭებს ნაზი ქსოვილის პიჟამას, ესე იგი მას რბილი ხასიათი აქვს, კეთილშობილია და დამთმობი. იგი კონფლიქტებს ერიდება და ცდილობს კომპრომისს მიაღწიოს. მას ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებსაც მძიმე წუთებში დაუფიქრებლად მიმართავს. ასეთ ქალს უყვარს სახლში ჯდომა, ასევე დიდი სიამოვნებით დადის წვეულებებზე და მოგზაურობებში.


ომპლიმენტი[ფრანგ.compliment]-საქებარი სიტყვა ან ფრაზა, ქათინაური

კომპლიმენტს, იგივე ქათინაურს ჯადოსნური ძალა აქვს. მას ადამიანის გაბედნიერება შეუძლია. მცირეა იმ ინდივიდთა რაოდენობა, ვინც იცის, როგორ თქვას კომპლიმენტი და ასევე ძალიან ცოტაა პიროვნება, ვისაც დამსახურებულად შეუძლია მისი მიღება.

ზოგჯერ სხვისგან მიღებული კომპლიმენტი აუარყოფით ემოციებს და ადამიანთა შორის ურთიერთობის გაცივებას იწვევს.

რატომ უნდა ვთქვათ კომლიმენტები

გაიხსენეთ, როგორი სიამოვნება იგრძენით, როცა თქვენი ღირსებები და წარმატებები შეამჩნიეს, როგორ იცვლებოდა თქვენი დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გაქებდათ. კომპლიმენტი ადამიანს საშუალებას აძლევს, გაიგოს, რომ ის შეამჩნიეს და შეაფასეს. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ნიუანსია. კომპლიმენტის საშუალებით ნებისმიერი ინდივიდი მეტად თავდაჯერებული, წარმატებული, დაცული ხდება. კომპლიმეტნი ბედნიერების ერთ ერთი დიდი წინაპირობაა.

რატომ უჭირთ კომლიმენტბის თქმა

ზოგიერთი ადამიანი…


ქალებში. თავის ტკივილებიდან მას ყველაზე მეტი სოციალური და ეკონომიკური ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის. ხელშემწყობი ფაქტორებია: დაბალი ფიზიკური აქტივობა, სტრესი, ემოციური დაძაბულობა, დეპრესია, შფოთვა, შიმშილი, უძილობა, მძიმე ან მოუხერხებელი ფიზიკური დატვირთვა, ქვედა ყბის დაჭიმვა, თვალების გადაღლა, მედიკამენტები, ხვრინვა და ძილის აპნოე. დიაგნოზი ისმება კლინიკური გასინჯვის შედეგად. ტკივილი შეიგრძნობა შუბლში, საფეთქლებში; ხშირად მთელ თავს მოიცავს; არცთუ იშვიათად "მოგზაურობს" (იცვლის ადგილს); ზოგჯერ ვრცელდება კისრისკენ ან მისგან მომდინარეობს. მდებარეობით ორმხრივია, ხასიათით - მოჭერითი ან დამწოლი, ინტენსივობით - მსუბუქი ან ზომიერი. შაკიკისგან განსხვავებით, არ აქვს წინმსწრები სიმპტომები და აურა. ტკივილს არ აძლიერებს ფიზიკური აქტივობა, არ ახლავს გულისრევა და ალოდინია, არ ახასიათებს ძლიერი სინათლისა და ხმაურის აუტანლობა.…


სტერეოტიპის ფორმირების პირველი ნაბიჯია სხვების ჯგუფებში კატეგორიზირება და შედეგად ჯგუფის ყველა წევრის იგივეობრივად და ფუნქციურად ეკვივალენტურად აღქმაა. სოციალური კატეგორიზაცია, თავის მხრივ, ემოციური და კოგნიტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ხორციელდება.

რასა, გენდერი და ასაკი ის ძირითადი სოციალური კატეგორიებია, რომლებსაც სოციალური აღმქმელები ინტენსიურად იყენებენ სტერეოტიპების შესაქმნელად. ამის ერთ-ერთი მიზეზი მათი ადვილად იდენტიფიცირებადობაა. შეუძლებელია, ადამიანთან შეხვედრისას ვერ შეამჩნიოთ მისი სქესი, გენდერი, რასა და ასაკობრივი ჯგუფი, თუმცა მხოლოდ თვალსაჩინოდ გამორჩეულობით ვერ აიხსნება ამ კატეგორიების დომინირება სოციალურ-პერცეპტულ ველშიო. სხვა პოტენციური კატეგორიები, როგორებიცაა სიმაღლე და თმის ფერი, ასევე, ადვილად შესამჩნევია, მაგრამ იშვიათად გამოიყენება ამ მიზნებისთვის. სავარაუდოა, რომ რასა, გენდერი და ასაკი იმიტომ არის კატეგორიზაციის პრიორიტეტული ნიშნები, რადგან ადამიანებს…


არსებობს ძალაუფლების ხუთი საფუძველი:

1. აღიარებული ძალაუფლება დამოკიდებულია მიმდევრების მიერ ლიდერის იდენტიფიკაციასა და მის მოწონებაზე. მაგალითად, მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, ფლობს ასეთ ძალაუფლებას.

2. ექსპერტული ძალაუფლება დამოკიდე
ბულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ მიმდევრები ლიდერის კომპეტენციებს. მაგალითად, გიდი, რომელსაც აქვს ცოდნა უცხო ქვეყნის შესახებ, ფლობს ექსპერტულ ძალაუფლებას.

3. ლეგიტიმური ძალაუფლება ასოცირდება ფორმალურ სამსახურებრივ სტატუსთან და ავტორიტეტთან. მაგალითად, მოსამართლე, რომელსაც სასამართლო დარბაზში განაჩენი გამოაქვს, ფლობს ლეგიტიმურ ძალაუფლებას.

4. დაჯილდოების ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია სხვებისთვის გარკვეული ჯილდოს დაწესება. ხელმძღვანელი, რომელიც განსაკუთრებით შრომისმოყვარე თანამშრომლებისთვის ჯილდოს აწესებს, ასეთ ძალაუფლებას ფლობს.

5. იძულების ძალაუფლება აქვთ იმ ადამიანებს, რომელთაც შუძლიათ სხვისი დასჯა. მაგალითად, მწვრთნელს, რომელიც მოთამაშეებს, რომლებმაც ვარჯიშზე…


სექსი ყველაზე დიდი სიამოვნებაა მათ შორის, რაც კი შესაძლებელია, სიცილის გარეშე.

სიყვარული სულებს შორისაა, სექსი _ სხეულებს შორის.

სექსი სამოთხის წვდომის წამიერი განცდაა.

სიყვარული მოითხოვს სექსს, მაგრამ სექსმა შეიძლება, სიყვარული დაგავიწყოს.

სიყვარული და სიძულვილი განუყრელებია, მათ შორის კი ყოველთვის სექსი დგას.

სექსი ფულს ჰგავს, არასოდესაა საკმარისი.

სექსი დემოკრატიაა, ორივე მხარე კმაყოფილია: ზევითაც და ქვევითაც.

სექსი არის შეკითხვა, პასუხია _ “კი”.

ადამიანი ინტელექტუალია, თუ მან აღმოაჩინა რამე უფრო საინტერესო, ვიდრე სექსი.

სექსი ხსნის დაძაბულობას, რომელსაც სიყვარული იწვევს.

სიყვარული ქიმიური მოვლენაა, სექსი ფიზიკური.

სიყვარული არის პასუხი, მაგრამ სანამ მას მიიღებ, სექსი ბევრ შეკითხვებს სვამს.

ქალებს სექსისთვის მიზეზი სჭირდებათ, კაცებს _ მხოლოდ ადგილი.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут