Дневник пользователя ana

ana
44, Грузия

17.03.2012

ჩემო სულო, რამდენ სევდას მიათკეცებ... არც მავიწყებ,ვერც მიბრუნებ, ვერც მაძულებ,მის სიცოცხლეს ჩემი ლანდი გავადევნე, ჩემზე ფიქრი მაინც ვეღარ ვაიძულე,დამივიწყე,არ მიყვარხარ, არ გახსენებ... რა ადვილად დაუთმივარ მის გულს თურმე,შენ რად დუმხარ? დაღლილ სახეს გადამხედე, არ მიყვარდეს წამით მაინც მაიძულე.ჩემო სულო, რა უღმერთოდ გვყვარებია, შენ ხომ იცი რა ძნელია დაივიწყო, მისი ყოფნა ის ლამაზი წამებია, რაც მაცოცხლებს, მაოცნებებს, მისკენ მიხმობს,ვეღარაფლით, ვერაფერი გავახერხე, მის ცხოვრებას ჩემი სუნთქვა შევალიე, მიდიოდა და მეც ლოცვა დავადევნე, რომ მისდიოს მის ცოდვიან ნაფეხურებს.ჩემო სულო,რამდენ ტკივილს მიათკეცებ,არც მავიწყებ, ვერც მაძულებ, ვერც მიბრუნებ,გევედრები შეცდომები გადარეცხე და ცხოვრება მისი მოსვლით დამიბრუნე, შენს სიცოცხლეს ჩემი ლოცვა დავადევნე, რომ მისდიოს შენს მედიდურ ნაფეხურებს.…


17.03.2012

როცა ავღელდი, მაშინ მოხვედი...
ისევ დამიწყო გულმა წვალება,
კვლავ მომერია ფიქრი თავხედი...
კვლავ გამაგიჟეს შენმა თვალებმა...

შენმა თვალებმა ისევ ამავსო,
გული სუნთქავდა კვლავ ეშმაკურად...
რად დამიბრუნდი ასე, ლამაზო...
მაინც ლამაზად და შენებურად...

დღეს ისევ, შენმა მზერამ ამავსო...
და დავიწყებულ ლექსებს მიმღერებ,
არ დაგივიწყებ კარგო, ამასო...
მეტყვი და ისევ ყელს მომიღერებ...

კვლავ დამიბრუნებ ნატვრას, სურვილებს...
კვლავ მომიშუშებს კოცნა იარებს,
კვლავ წარსულივით მომისურვილებ...
და სიყვარულებს გამიზიარებ...

კვლავ გამაგიჟეს შენმა თვალებმა...
კვლავ მომერია ფიქრი თავხედი,
ხედავ? დამიწყო გულმა წვალება...
ისევ ავღელდი, და შენც მოხვედი...


17.03.2012

ეს უსასრულო გამეა თუ..

მე უძილობა მჭირს,

ეს უსასრულო წამებია თუ...

მე უშენობა მჭირს,

ყველა უსათუოდ რატომ ხვდება?

გული როცა ებრძვის ფიქრს,

მე, რომ უშენობა მინატრია და

მაინც მონატრება მჭირს,

ეს უსასრულო გამეა თუ ...

შენი სიყვარული მჭირს

ნუთუ ყველაფერი სიზმარია და

ნუთუ გაგვიძება მიჭირს..???


17.03.2012

უშენოდ ისევ მარტო ვარ სახლში,
გულიც უშენოდ ფიქრობს და ფეთქავს...
მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა მაშინ...
არადა, რაღაც მინდოდა მეთქვა...
ისევ გავცქერი ატუზულ კედლებს,
კვლავ დადგომიათ ცივი ზამთარი...
მთელი დღე მაინც შენს ღიმილს ვეძებ...
არადა, ვიცი, სადღაც აქ არის...
ღია სარკმელთან ფიქრია მხოლოდ,
ვიღაცას ვუცდი, ვიღაცას ველი...
მინდა მოხვიდე ბოლოს და ბოლოს...
და გამიხარო დღე ხვალინდელი...
ნივთებსაც თითქოს რაღაც აკლიათ,
უშენოდ ფიქრებს აფრებად ვერ ვშლი...
ლექსები ვიცი ჩემი ნაკლია...
ვიცი, ოდესღაც ლექსები შემშლის...
ვიცი ლოდინში, დამასწრებს ვიღაც...
დრო უშენობით ჩქარა მიჰქროდა...
მე, მხოლოდ შენი ოცნება მიყვარს...
მე, მხოლოდ შენთან ცეკვა მინდოდა..


17.03.2012

ისევ წვიმაა...
მგონი კიდეც ვგავართ ერთმანეთს მე და წვეთები...
მე და სიჩუმე
თუ მე და სევდა...
ერთნაირი გვაქვს, გამჭირვალე,
სული თუ ელდა...
მოწყენაც თითქოს ერთნაირი ვისწავლეთ - ხედავ?

ის ტირის ახლა...
მეც თვალებზე მადგება ცრემლი ...
და ამ დამქანცველ, უსაგნო გლოვას
ვერაფრით ვშველი...
მაინც ვაგროვებ ყველა მარცვალს სუსტი პეშვებით...
მერე მეც წვიმად ვიქცევი და ციდან ვეშვები...

და შენთან მოვა მხოლოდ ერთხელ
ფერადი თქეში ...
ჩაგისახლდება სულში... გულში...
თვალებში... თმებში...
მწვანე წვეთები ( ჩემი მზერა )
შენს ხელებს შეშლის....
მოგეფერები, მხოლოდ ასე - წვიმად ქცეული
და ჩემი ბინა დღეს იქნება შენი სხეული...
გაოგნებული...
დარდიანი ...
და დაბნეული...


17.03.2012

მენატრები... ყველგან მელანდები... გული ტირის მარტოობისგან... ღიმილს დაუშვია ფარდა... რა ძნელი ყოპილა მონატრება... უსაშველოდ ძნელი... გინდა და ვერ ხედავ, ეძახი და... მას კი არ ესმის... გიყვარს და... ვერ ხვდება... მონატრებისგან მთვრალი ეულათ მივუყვები ქუჩას და ვგრძნობ რომ ყველგან ცივა... სითბოს მართმევს მონატრება, წამწამთა ჯარში იკარგება წვეთი და სულში იღვენთება დარდად... ღიმილი კვდება ტუჩის კუთხეში... შენზე ოცნებას ვერსად დავემალე, ბედნიერი ვარ მარტო იმითაც, რომ შენ არსებობ... საკუთარი თავი დამავიწყე... შენ ცხოვრებით ცხოვრება მასწავლე... გხედავ და ვიძინებ -ზაფხულია... ვიღვიძებ -ზამთარი... მათ შორის კი ათასობით გაიელვებს გაზაფხული და შემოდგომა... და ვინ იცის მერამდენედ მოსულ შემოდგომაზე, ქარი ისევ გამართავს ფოთლების კარნავალს... ისევ დაგიცყებ ძებნას...…


17.03.2012

გამომიზოგე თვალები და
მზერის დაცლამდე,
შემეხმიანე მაგ ტუჩებით
კოცნა დავღალოთ,
ცხოვრება სუსტი მაჯებივით
ყელს ჩამოგკიდე,
თან ვნებიანად შევისუნთქე
შენი სამყაროც.

სდიოდა ღამეს ვენებიდან
ყველა სიზმარი,
მთვარე ძეწკვივით ჩამოწყვიტა
ზეცას აისმა,
გულისფეთქვაზე ყურადღებას
ამახვილებდი,
როცა სიზმარში გაღვიძებამ
მომისაკლისა.

თმებზე უფერო სინანული
უკვე დავთვალე,
გაშიშვლებული წლების ხაზზე
დამარტყა დენმა,
ტუჩებს ებნევა ეს სიტყვები
ლექსის სარკომით,
მოურჩენელი სიყვარულით
ავად ვარ, ღმერთმან…

მზერას გამოვცვლი
რომ ეს გრძნობა
მკვეთრად მიჩანდეს,
თვალდახუჭული
შენს თვალებში
დავდივარ თითქოს,
გამომიწერე მოფერება,
თავბედს ვიწყევლი,
შენ რომ გატკინე
სიყვარული,
მე წამლად ვითხოვ.


10.01.2013

ერთ დღესაც ძალიან მოგინდება რომ თქვა რაღაც...მაგრამ ვერ იპოვი საჭირო სიტყვებს...ერთ დღესაც ძალიან მოგინდება რომ ვიღაცას მოუყვე ყველაფერი, მაგრამ ვერ იპოვი საჭირო ადამიანს...
მოგინდება რომ რაღაც გააკეთო, მაგრამ ვერ იპოვი სჭირო გრძნობებს...
მოგინდება თავის მოკვლა, მაგრამ ვერ იპოვი საჭირო გამბედაობას..
მოგინდება ტირილი, მაგრამ ვერც ცრემლებს იპოვი...
საშინლად მოგინდება რომ ყველაფერზე უარი თქვა და აქედან შორს წახვიდე...
მაგრამ ვერ მიაგნებ წასასვლელ გზას...
...და მაშინ მიხვდები რომ არც ისეთი ბედნიერი ხარ...


11.03.2012

შენ იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის,
რომ სიტყვები ბევრ ვერაფერს გეტყვის . . .
ჩემს სამყაროს შენ იმდენად ათბობ,
რომ ამ სითბოს მე ვერასდროს დავთმობ.
შენ იმდენად მილამაზებ გრძნობებს,
მინდა ყველა ამ სიყვარულს გრძნობდეს,
ჩემს ყველა ფიქრს შენი სუნთქვა ერთვის,
მადლობელი უნდა ვიყო ღმერთის.
შენ იმხელა სიცოცხლე ხარ გულის,
არაერთხელ ცრემლში ჩაძირულის,
უკვე ბევრჯერ შემიმშრალე ცრემლი,
დამავიწყე ტკივილები ძველი.
სულ ჩემს გვერდით რომ გიხილო მინდა,
ვფიქრობ, შენთვის ყველაფერი ღირდა,
მე არ დაგთმობ არასოდეს, არა
უშენობით ეს წარსულიც კმარა !!!


10.03.2012

me davamtavre siyvarulis damarcvaleba
me davamtavre chemi gulis gardacvaleba
is siyvaruli davamtavre me rom miyvarda
da isic titqos yvelaperi guls rom miklavda
ar memetebi magrad ra vkna arc shen daminde
arcerti sityva siyvarulis me ar gaminde
me qaravnebit mogizide lamazi bedi
shen ki shavtetrad shemigebe cxovrebis xedi
me vocnebobdi daexate ufunjod mxatvar
romelic chemshi imaleba da sul shen gxatavs
sul is mindoda mosuliyo shentvis zamtari
rom chems sxeulshi momedzebne sadgac gamtbari
sul is mindoda miyvarxaro chemtivs rom getqva
da am sityvebit chemi guli rom dagesetyva
bevri mindoda albat bevri rac ar mergeba
rac ar mekutvnis is xom mainc ar shemergeba
Shen ar gamtyuneb yvelaperi chemi bralia
rom ar giyvardi chemtvis xom ar dagimalia?
me var aseti shen…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут