Дневник пользователя ana

ana
44, Грузия

25.03.2012

გახსოვს?
უხეშად რომ დამიტოვე
მკერდზე მაგ თითების ანაბეჭდი,
ბაგე ძლიერად რომ დამიკოცნე,
ტანზე ამეკარი გამალებით.
თმა რომ ამირიე უდარდელად,
მერე წელზე მკლავი შემომაჭდე,
ვნება გამიღვიძე უკარებას,
მზერა ნდომის ცეცხლით შემოსალტე.
სუნთქვა გამიხშირე თავხედურად,
ჩემში გადმოხვედი ბადაგივით,
ისე მომეფერე ახლებურად,
ტანი ამითრთოლე… გავაზივით...

გახსოვს,
მერე ცრემლი, სევდიანი?
ღამის უხმაურო დაჩოქება,
ჩვენი გაჩუმება ნერვიანი,
ტკივილს აყოლილი ნეტარება…

გახსოვს სუნთქვა როგორ გამომტაცე?..


27.06.2012

გადატანილი სევდის კვალი თვალებს შერჩენია, უმძიმეს ტვირთის მოცილება არც შენ შეგძლებია. მთელი ცხოვრება ჩატეულა ოთხ კედელს შუა, გამარტივებულ ყოფის გემო საამო თუა . . . გადაიქროლებს ქარიშხლების უგრძესი წყება უჩემოდ ხდება ყველაფერი და გული მწყდება, გამოღვიძებას ბუნებისას მე ვეღარ ვამჩნევ და შენ გგონია, ამგვარ ყოფას ნელ-ნელა მაჩვევ. ყალყზე შედგება ერთ ბედნიერ დღეს თეთრი რაში და გააჭენებს თავისუფლად გრიალა ქარში ! ! ! ერთ ხელის მოსმით გადავხაზავ ყველაფერს წამში და ნუღარ მკითხავ _ დამნაშავე ნეტავ ხარ რაში?!


03.08.2012

http://www.riversongs.com/cards/I_Love_You.html


25.11.2011

არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ,
შენ მარტო არ ხარ
შენ მარტო არ ხარ...
იღლება მზეც და ამოდის მთვარე
დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება,
წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს
მას განშორებით თუ ეშველება,
იღლება თოვლიც და დნობას იწყებს
ჭკნება ვარდი და ამოდის ია
აი სიცოცხლე მაინც ფერადი
და არასოდეს არ არის გვიან...
განა შენ მარტო მეც დავიღალე
და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი,
მაგრამ გჯეროდეს ესეც გაივლის
თუ მოინდომებ ყველაფერს შეცვლი,
არ იღლებიან გარდაცვლილები
მათ მშვიდი ძილით სძინავთ და დუმან
ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები
და შენს თავს რამე ახალი უთხარ,
უთხარ რომ გიყვარს დილა მზიანი,
არც წვიმიანი არის ურიგო,
გახსოვდეს მტერი ჩასაფრებული
გაიღიმე და დაე,გიცქიროს,
შეისხი ფრთები სკივრში მალული,
ყოვლისშემძლეა ადამიანი
დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის
არაფერია ქვეყნად გვიანი.
არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი,რომ…


25.11.2011

,მაინც ღიმილი უნდა შეგეძლოს,
თუ სიყვარული ბარდება წარსულს,
შემომრჩა ტანჯვა...მიყვარდა ერთ დროს...
სისულელეა და ფიქრიც არ მსურს.

უნდა შეგეძლოს, დაგიჯდეს რადაც,
შეინარჩუნო ღირსება შენი,
მიუხედავად, თუნდაც მზის ფასად,
უნდა გაუყვე შარას დარჩენილს.

თუ სიჭაბუკე წერამ წაგართვა,
აზრი არა აქვს, იყო დღეგრძელი
უნდა შეგეძლოს ცრემლის ალაგმვა,
მაგრამ... ვაი, რომ მე ვერ შევძელი.

უნდა შეგეძლოს, ადგე სუფრიდან,
თუ სიყვარული გაჭმევს ნარჩენებს,
წადი უჩუმრად მისი ქუჩიდან,
დაღრეჯილ სახეს ნურვის აჩვენებ.

უნდა შეგეძლოს, დამალო ჭირი,
ყოველდღიური ფიქრის ნიღბის ქვეშ,
და შეიკავო ზიზღის ყვირილი,
რაიც ყველაზე მეტად გიჭირს შენ.

უკანასკნელი სიტყვების აღმქმელს,
უნდა შეგეძლოს, დარჩე ყინული,
უნდა შეგეძლოს, დაფარო სახე
და გააჩუმო მკვდომარე გული...

მაგრამ უზომოდ მიყვარხარ მაინც...
და რა ვქნა, მე ეს არ შემიძლია,
უნდა შეგეძლოს, იცრუე მაინც,
_ არ შემიძლია!"



05.08.2012

ნეტავ, რომ იცოდე, ეს დრო რია–რია, წამები წუთებში როგორ აირია.. გულის ფეთქვა ჩემი ფუჭი ტრიალია, შენი არსებობა მაინც მიხარია... მიკვირს უშენობა, მე, რომ შემიძლია, ალბათ, სიყვარულმა ისევ ჩემს გულს სძლია... შენი ცოტა სითბოც მას არ გააჩნია, მაგრამ გულში დიდი კვალი დააჩნია.., შენი ღიმილიც კი ჩემთვის მიხარია, წლები ასე გადის, სადღაც.... რია–რია... სული მეხუთება...გული უძლურია... შენი არსებობა მაინც მიხარია... შენი გამოხედვა ხშირად მღირსებია, მაშინ...კანკალითვე წყალი მჭირვებია, მე, ამდენი ტანჯვა ჩუმად გამივლია... შენი არსებობა მაინც მიხარია... თუ არ გყვარებივარ, რატომ მიცქეროდი?! თუ არ გყვარებივარ, რატომ მიღიმოდი?! ასე ყოველივე, ბნელში აირია... მაინც მიხარია... მაინც მიხარია. აი, ამ გრძნობებზე ბევრჯერ მიფიქრია, ზიზღი სიყვარულში რ…


предыдущая 1 ... 101 102 103 104 105 следующая →
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут