Дневник пользователя ana

ana
44, Грузия

14.08.2011

ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ.. როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე, ნორმებზე..
მოგისმენ, მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს!
გინდა დავიფიცო?-
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,
უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა, გავიყარეთ, უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია.


14.08.2011

მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა
ჩემი სახელი, ქარო?
შენ ჯერ ბავშვი ხარ
და მეშინია,
არ შემიყვარო, ქარო.
მე მეშინია, არ მოიხიბლო
ამ დამსხვრეული ფრთებით,
ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით,
ღელვით, წუხილით, გზნებით...
წადი, იქროლე,
ძლიერ ბევრია,
ვინც ჩემზე უკეთ გალობს,
რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია,
ო, აქ რა გინდა ქარო?!
სხვაგან ძლიერი შუქიც უნთიათ,
სახლიც დიდი აქვთ, ხაროც...
ცხოვრება მათთვის
საპნის ბუშტია,
შენ თუ დაჰბერავ, ქარო.
მე კი უხედნელ, ველურ რაშებით
ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ,
სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები,
არ შემიყვარო, ქარო


06.07.2012

იმდენად გაცივდით რომ ძლიერ ამტკივდით და ლამაზ ბურუსში, დარდში გამიშვით... იმდენად მატკინეთ, იმდენად გამწირეთ გაბოროტება სულის დაიწყეთ და რეალობით ძლიერ მატირეთ. რისთვის დაიწყეთ, რისთვის წაიღეთ გრძნობები გარიყეთ და სული აკივლეთ.


06.07.2012

რამდენი წუთია წყენამდე,

ვინ იცის რამდენი დარდი ვარ,

და მაინც შორია შენამდე,

და ისევ უშენოდ დავდივარ.

ეს გულიც უშენოდ ძველია,

და კოცნაც მაგ შენი ტუჩების,

სიცოცხლე, ეს ჩემი ნაკლია,

და მაინც ეგ კოცნა მჭირდება


06.07.2012

ეს მერე..როცა ფერს შეუცვლის ტუჩებს ღალატი... და დასასრული ფოთოლცვენას დაემსგავება ავეთქვიფები ჩამუქებულ ნისლებს ქალაქის და აღარასდროს ,აღარავინ არ მეყვარება... ეს მერე..როცა ვერ გაუძლებს გვემას სხეული.. როცა მზერასაც ლიბრისფერი გადაეკრება.. მე გავიქცევი სიცოცხლისგან ასე ეული.. და აღარასდროს,აღარავინ არ მეყვარება... ეს მერე...როცა გახუნდება მძივი კაბაზე და მონატრება სულთან ერთად გამეპარება გადავინაცვლებ მარმარილოს მომცრო დაფაზე და აღარასდროს.....აღარავინ არ მეყვარება!!!!!!!!


06.07.2012

მივდივარ, რადგან ვგრძნობ,რომ აღარ გჭირდები.მივდივარ, რადგან ვხვდები, რომ აღარასდროს გადაიღებს წვიმა,რომელსაც უშენობა ჰქვია. გტოვებ ადამიანებთან, რომლებსაც უყვარხარ. მართალია ჩემზე მეტად არა, მაგრამ უყვარხარ.ვიცი,ოდესღაც მოგაგონდები. გვიან,მაგრამ მოგაგონდები. შეიძლება ცუდად გამიხსენო,შეიძლება კარგად, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გამიხსენებ. გიყურებ თვალებში და ვხედავ რომ ის ნაპერწკლები ჩაქრა. ნაპერწკლები, რომლებსაც ერთ დროს სიყვარული დავარქვით. მივდივარ, იმიტომ რომ აღარ მაქვს დარჩენის მიზეზი...


06.06.2012

ცხოვრება რომ აიტანოთ ორ რამეს უნდა შეეგუოთ:ჭრილობებს,რომლებსაც დრო გაყენებთ და უსამართლობას,რომლებსაც ადამიანები გაყენებენ.


06.01.2011

ar waxvide ar damtovo chemgan shors gtxov
nu damtoveb me sabralos qveynad marto
shen tu waxva sheni sitbo ver gamatbobs
da tu waxvl nugarafers nugara mtxov,
isev gnatrob shen midixar mtoveb marto
meshinia rom sxvis sitbom ar gagatbos
geficebi sikvdilamde meyvarebi
da icode me sxvis sitbo ver gamatbobs,
gulshi cecxli migizgizebs mwvavs da madnobs
da gjerodes me fifqebi ver damatovs
me dagicdi sanam sev ar gamatbob
da am chems guls cecxlis fifqebs ar daatov,
ravqna gnatrob da arafers sxvas ara gtxov
damibrundi me tvalebze cremli matovs
shemmicode da dabrundi chemtan kargo
isev gicdi chemi guli kvlav shen gnatrobs...

 


02.04.2012

რა არის სიყვარული???

ოცნება თუ სინამდვილე?
თამაში თუ რეალური გრძნობა?
სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად,
გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს,
გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს...
და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში.
სიყვარული შეიძლება იყოს:
ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი...
და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება,
შეუძლებელია მისი ამოშლა.
სიყვარულს ასევე მოაქვს:
ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება...
მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი,
როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ,
რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ,
იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ....


02.04.2012

ოცნების ზღვაში შევცურდები ხოლმე ანაზდად,
და ვეფერები ფერდობებზე შეფენილ იას
მზად ვარ ვაჩუქო სიყვარული იმას ავანსად
ვისგანაც იგი არასოდეს არ მიმიღია.
შენი ღიმილი თუ გულწრფელია
თუ მაგ ღიმილში მეც მიდევს წილი,
ეს ჩემი გული მაშინ წრფელია
აღარ ვყოფილვარ მთლად გასაწირი.
თუკი ეს გრძნობა ქრება ფიფქივით,
როცა მოიხსნი ღიმილის ნიღაბს,
ჯობია ლექსი დარჩეს ფიქრივით
და გავატანო ცხოვრების ნიავს.
მე ხშირად გხედავ,ვდგავარ და გიმღერ
თვალებს დავხუჭავ და მაინც გხედავ
გადავაყოლე დრო-ჟამი ფიქრებს
მოახლოებას მაინც ვერ ვბედავ.
თვალების სხივი თოკს წნავს უჩინოს
ნაქსოვი ბადით გულს შენსკენ ქაჩავს,
ცოდოა ცეცხლი არ გაუჩინო
ისედაც დაჭრილს მთლიანად დაწვავს.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут