დრო სწრაფად გადის...
ჩვენ ვხვდებით გვიან...
რომ სიყვარული არ არის წამი...
რომ ყველა გძნობას სახელი ჰქვია....
.და ეს არ არის არავის ბრალი....
დრო ჩვენ არ გვიცდის უბრალოდ მიდის
და ეს არ ნიშნავს ჩვენ ვაგვიანებთ...
ცხოვრება მიდის ჩვეული რიტმით...
და ეს არ გვესმის ადამიანებს..
მე რომ მახსოვხარ არაფერს ნიშნავს...
მოგონებები ყველას გვაქვს გულში...
და თუ ცხოვრება შენ მოგცემს ნიშანს
ნუ აგერევა ძველ სიყვარულში...
წარსულზე ფიქრი აღვიძებს გრძნობებს
მაგრამ არ ბადებს ახალ სიყვარულს...
თუ არ მიიღებ დრო რასაც მოგცემს
მაშინ ეჩვევი მარტო სიარულს...
შენ რომ გახსოვარ ეს იმას ნიშნავს
რომ მოგონება ჯერ კიდევ ცოცხლობს..
იფიქრე შენთვის ნურაფერს მკითხავ...
სამაგიეროთ ნურაფერს მომთხოვ ...
ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ეშხით,
დახუჭე თვალნი, განაგდე ვნება.
რა ძნელი არის იმ ათ მცნებიდან
დაიცვა მუდამ ეს ერთი მცნება
რომ არ შეხედო ლამაზ ქალს ვნებით!
ალბათ თვით უნდა იყო იესო,
გამიგონია ამბავი ერთი.
ლამაზით ბერიც შეაცდინესო
საიდან მოდის ლექსი ნეტავი?
ან ეს ამბავი ეხლა რად მინდა?
ცოდვილო სულო რა სიტყვებს ბედავ
მკრეხელის ტიტულს ვიცი დაიწნავ!
ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ვნებით!
მაგრამ ლამაზმა თუკი შეგხედა?
თუ შემოგინთო უშრეტი ცეცხლი
ჰაეროვანი კოცნაც შეგბედა?
მაშინ რას იზამ მარტოკა ლექსით?
ან როგორ უნდა დახუჭო თვალი?
ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ვნებით,
ნუ შეგაცდენსო ლამაზი ქალი..
კიმაგრამ განა კაცის ბრალია
განა ქვა არის ან კიდე რვალი?
თუ შეაცდენდა მაშინ უფალო
რად გააჩინე ამქვეყნად ქალი?
ნუ შეხედავო ლამაზ ქალს ვნებით,
დახუჭე თვალნი განაგდე ვნება
რა ძნელი არის იმ ათ მცნებიდან.
დაიცვა მარტო ეს…
ამ ჭიქით
ყველა იმ გულგატეხილ ქალს გაუმარჯოს
ვისზედაც ცხოვრებას მწარედ დაუთოვია
გულში უტირია არ დაუმჩნევია
ტკივილის წამალიც არვისთვის უთხოვია
ამჭიქით
ყველა იმ ბედნიერ ქალს გაუმარჯოს
ვინც დღეს ნამდვილად ბედნიერია
ვისაც არ ტკივა სული ღუღუნებს
და სიყვარულით დაუმღერია
ამ ჭიქით
ყველა იმ ქალს გაუმარჯოს
ნაღდი სიყვარული ვისაც შეუძლია
გულში ჩაგახუტებს ოჯახს შეგიქმნის
და სიკვდილამდე შენი ერთგულია
ამ ჭიქით
ყველა იმ გოგოცუნას გაუმარჯოს
ვინც საქალბატონოდ გასაზრდელია
მადლი უფლისა აღარ მოშლოდეს
აშოროს ყველა განსაცდელია!
შემოდგომის ფერებია, ცაში... დილაა და თმას მისველებს წვიმა... თურმე, როგორ მყვარებიხარ მაშინ... ახლა, უფრო მენატრები ხშირად... ფოთლებივით ქარს გაყვება სევდა... და მზეც, სადღაც ემალება ნისლებს... შენი კოცნა ისევ გამახსენდა... თურმე, ახლაც მენატრები ისევ... ყოველ ღამე ვლოცულობდი შენზე... ყოველი დღე, იწყებოდა შენით... გახსოვს, ღამე? ჭორაობდა ჩვენზე... სიყვარული აგიჟებდა ჩვენი... მთელი ღამე, მზეს უაზროდ ვეძებ... ახლა, დილაც უშენობით ბინდდება... თუ გიყვარვარ, ჩემს ნახვასაც შეძლებ... შენი კოცნა ჰაერივით მჭირდება... მოგონებებს ახლა ვეღარ ვეხები... ის, რაც იყო, გასრულდა და გათავდა... ღამე იწვა, მზე კი წვიმის წვეთებით... ჩვენს სიყვარულს უსასრულოდ ხატავდა... საწოლს ახლაც, ასდის შენი სურნელი... ხედავ? გარეთ ნაღვლიანი ცაა... ქარი ისევ მეფერება სულელი... დილაა…
გიჟურ ოცნებას შემოგბედავ უფსკრულად გაშლილს, დღეს მეყვარები, იქნებ გავქრე უკვალოდ მე ხვალ... მონატრებულ ცრემლს გადაგიშლი ბილიკად სახლის, დაგელოდები მერე ისევ... შენ ალბათ მოხვალ... მიამბობ მერე: "ეს დღეები შენზე ვფიქრობდი,მენატრებოდი,სიცოცხლეო, ხომ კვლავ ჩემი ხარ?" მე გაგიღიმებ... ბედნიერი ავდგები ფეხზე და ჩაგჩურჩულებ ყურში ჩუმად: "მუდამ შენი ვარ!
არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი,აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე ვინც დღეს ასე მენატრება,ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული,როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...შემდეგ ზგღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე რომ ბედნიერი ვიყავი,სულის სიმაღლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან,მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისსს.ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის,ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე,სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს...ახლა მარტო ვარ და დარდი მივსებს ცარიელ დღეებს,ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...ხანდახან კი სულის სარკმელს ვაღებ…
ხელი მომეცი მეგობარო,რამე მიშველე
თორემ ჩამყლაპა ამ ცხოვრებამ ასე უჩუმრად,
ან ხმა გამეცი დამიძახე ან დამიწერე,
რომ წავიკითხო გავიგონო ან უნებურად.
... თავი დაგადო,მეგობარო,მაგრად ვიტირო,
ბოღმა გულიდან ამოვიღო, იქნებ დავმშვიდდე,
მერე წავიდეთ ზღვის ნაპირზე ზეცა ვიხილოთ,
მე ჩაგეხუტო რომ ეს სევდა გადამავიწყდეს.
გული მომეცი მეგობარო,ეგ ტბილი გული,
რომ სამუდამოდ ჩავიხუტო და ჩემთან დარჩეს.
შენგან ნაჩუქარ მოგონებებს სათუთად ვუვლი,
იქნებ ვიცოცხლო მეგობარო,იქნებ გადავრჩე
ისევ, შორიდან შევყურებ წარსულს…
უძირო ღამის გოდებას ვისმენ…
გიხსენებ ისევ, ფიქრებში წასულს…
და ღამე შენით სავსეა ისევ…
რომ მენატრები, ასე ძალიან…
რომ გელოდება, ჩემი თვალები…
ვიცი, რომ ჩემთვის არა გცალია…
ვიცი, რომ აღარ შეგიყვარდები…
შენსკენ მომავალ ფიქრებს შევკადრე,
არადა, გულში სევდა შემოვა…
რამხელა გზაა თურმე შენამდე…
და როგორ მტანჯავს მე უშენობა…
იტირე...... იტირე იმიტომ რომ შენს გულში დაგროვილინაღველი ცრემლებს გაატანო და სახეზე პატარა ნაკადულად დაგემჩნეს შენიმოწოლილი გრძნობების ნაკვალევი... იტირე იმიტომ რომ ვიღაცამ გითანაგრძნოს,დაგამშვიდოს და არც შენ იგრძნობ თავს მარტო... იტირე... შენ ხომ არ ხარწმინდანი რომ ყველაფერი ჩუმად აიტანო და მოითმინო, თავად იესოსაც კიწასკდა ცრემლი როდესაც იუდამ გაყიდა, როდესაც მიხვდა რომ უღალატეს,იტირე... შენ ხომ ბავშვი ხარ ან შენ ხომ უკვე დიდი ხარ პატარა გულით დაბავშვური გრძნობებით... იტირე... მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ამ ტირილმაუფრო ბედნიერი გაგხადოს, იტირე იმიტომ რომ ამ ცრემლებს შენი დარდი გაჰყვესდა უფრო ლაღი გახდე... მაგრამ არასოდეს არ იტირო იმიტომ რომ ამ ლამაზმაცრემლებმა გული გატკინონ, არასოდეს იტირო იმის გამო ვინც შენი…
ამეხუტე! მაგრძნობინე ნეტარების ერთი წუთი
რომ ამ ქყვეყნად ჩემზე ძლიერ არვინ გიყვარს!
ჩამეხუტე! და მომხვიე ეგ ხელები
წუთით ისევ რომ შევიგრძნო შენი სუნთქვა!
ჩამეხუტე! ავაყოლო ჩემი სუნთქვა
მაგ შენ სწრაფად აძგერებულ პატარა გულს!
ჩამეხუტე! ისევ მინდა რომ შევიგრძნო
ქვეყნად ყველა სიძლიერე შენით რომ მსურს!
ჩამეხუტე! დამავიწყე ტკივილები
გამიქარწყლე ყველა დარდი და ცრემლები!
ჩამეხუტე! და გავიდეთ უცხო ნაპირს
დავივიწყოთ ყველაფერი ბილწიერი!
ჩამეხუტე! შემიკარი წუთით სუნთქვა
მაგრძნობინე წუთიერი სიძლიერე,
მერე თუნდაც,მერე თუნდაც მიმატოვო,
გეფიცები,გეფიცები,არ ვიტირებ!!