Дневник пользователя ana

ana
44, Грузия

23.03.2012

არ დაიჯეროთ ,რომ ქვეყნად თვალებს

ენა არა აქვთ,ვერას იტყვიან,

ცრემლებს აფრქვევენ მხოლოდ მდუღარეს,

თვალებში მხოლოდ ღრუბელ-ნისლია.

ბაგეზე უფრო მეტყველებს თვალი,

ზოგჯერ ბაგენი დადუმდებიან;

ვერას ამბობენ და იმავ წამით

ბაგეს მაგივრად თვალნი მღერიან.

ზოგჯერ ბაგენი ვერა ბედავენ

სიძულვილი თუ სიყვარულია
როს თვალებში ჩაიხედავენ,

აქ ყველაფერი უკვე თქმულია!


23.03.2012

მე ყოველ ღამე სასთუმალთან ფიქრები მიწევს...
ახლა ღამეა და მთვარის შუქზე ბარათებს გიწერ..
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია
მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან..
ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი?
როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი..
იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი..
იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი,
ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი
ხშირად არ ღირდა,არა,ოცნება მისი...
ვინ იცის ახლა განმკითხავი ვინ არის ამის,
ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის,
მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა..
და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...!
მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე..
და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე..
მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი..
ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი..
მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი....
კვლავ გელოდები..მერე რა…


23.03.2012

დ-იდება უფალს,
ი- ლოცეთ მუდამ,
დ-ა სიხარული გექნებათ უხვად.
ე-რთობა მუდამ და სიყვარული,
ბ-ედი გქონოდეთ, მეტად ზღაპრული.
ა-რასდროს ვატკინოთ გული ერთმანეთს,
უ-ფალი განსჯის, ყოველთვის ყველაფერს.
ფ-რთები შევასხათ , ერთობას ძმობას,
ა-რავის ვუსურვებ, არავის მტრობას.
ლ-აღად გვეცოცხლოს, სიბერის კარამდე,
ს-იკეთე დავთესოთ, სიცოცხლის ბოლომდე


23.03.2012

შენზე ფიქრი, მილამაზებს დილას...
ღრუბლებს ვიქნევ, დროშასავით ცაში,
მე თითებით, გეხებოდი ფრთხილად...
ვერ ხვდებოდი?
რა მინდოდა, მაშინ...

გული ხელში, წუთებივით ფეთქავს...
მეც დაგეძებ ისე, როგორც ძველად...
ოღონდ ჩემთვის, ერთი სიტყვა გეთქვა...
მოვიდოდი,
ოცნებად და შველად...

მეგებება დილა, მატყუარა...
მზის სხივები, ძველებურად, მართობს...
შენ მკითხაობ, გიყვარვარ თუ არა...
მე კი,
შენი სიყვარული მათრობს...

შენ რომ არა, ვის გავანდო ფიქრი...
მე ხომ შენთან, ყოფნა მოვისურვე...
არ მინდოდა,
მაგრამ, სხვაგან მივქრი...
ერთხელ მოდის სიყვარული, თურმე...

მე უშენოდ, მეშინია, ვერ ვძლებ...
მინდა დარჩე ჩემში, ფიქრად, ბგერად...
მე ვიპოვი, რასაც გული ეძებს...
ვიცი, შენ ხარ...
ჩემი გულის ძგერა...

ყოველ დილას, შენს მკლავებში, თბილად...
ვიღვიძებდი, ვიგონებდი წამებს...
მე გჩუქნიდი,
სიყვარულის დილას...
შენ მჩუქნიდი,
სიყვარულის ღამეს...


22.03.2012

ცხოვრება-შანსია, არ გაუშვა იგი
ცხოვრება-სილამაზეა, აღიქვი !...
ცხოვრება-ოცნებაა, განახორციელე,
ცხოვრება-მოვალეობაა, აღასრულე იგი !...
ცხოვრება-თამაშია, ითამაშე,
ცხოვრება- სიყვარულია, შეიყვარე !...
ცხოვრება-საიდუმლოა, ამოხსენი იგი,
ცხოვრება-ტრაგედიაა, გაუძელი მას !...
ცხოვრება-თავგადასავალია, გამოსცადე იგი,
ცხოვრება-ცხოვრებაა, იხსენი !...
ცხოვრება-ბედნიერებაა, თავად შექმენი !!!...


22.03.2012

მე ისევ დავწერ შენთვის ერთ სტრიქონს,
სტრიქონს ცრემლიანს წვიმაში ნაწერს...
გული შენს სითბოს მანამ მოითხოვს,სანამ მიაღწევს სიკვდილის ნაპირს...
ნუ დამინახავ ცრემლიან თვალებს,
და ამ თვალებში შეპარულ სევდას,
მსურს რომ
ცხოვრებამ ჩვენს სიყვარულზე ერთი ლამაზი ლეგენდა შექმნას.
მიყვარხარ! იცი როგორ მიყვარხარ!...
ისე რომ გული ვერ ძლებს უშენოდ...
და ჩემს უაზრო, დაღლილ ცხოვრებასშენ შეგიძლია მხოლოდ უშველო..


20.03.2012

მოდი, ყველაფერი მაპატიე,
რასაც დავაშავებ მომავალში!…
მოდი, შემეშველე, შემეხიდე
გულის გულიანად მოტანაში!

მოდი, ჩამახედე სულის სარკეს….
ნუთუ, ეჭვი ნდობას მოერია!
მინდა, დაგანახო ბილიკები,
ჩვენს ნაფეხურებს რომ მოელიან!

მოდი და თვალებში შემომხედე,
ყველაზე ალალი თვალებია…
ახლაც იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ.
ტყუილი არასდროს მყვარებია.


20.03.2012

გახსოვს ის ღამე,მე შენ და მთვარე.

მიგვაქროლებდა გრძნობა.

ჩვენით თბებოდა დღეცა და ღამეც

ჩვენი გულები თრთოდა.

მიყვარდა ღამე,მიყვარდა მთვარე

ხვალის იმედი მქონდა.

გახსოვს იმ ღამეს გულები თრთოდა

გარეთ კი თეთრად თოვდა.

მაშინ დამპირდი შენ ზღვა სიყვარულს.

გეყვარებოდი მუდამ.

მე შენთან ყოფნა მგვრიდა სიხარულს

სულ შენთან ყოფნა მსურდა.

თეთრად დაფარა თოვლმა საღამო

და თეთრი ღამე იდგა.

რა ტკბილი იყო და რა საამო

გრძნობა სიხარულს მგვრიდა.

მეყვარებოდი მთელი არსებით

ფიცი დავდევით ერთად.

დღეს კი ვასრულებთ ამ ფიცს არცერთი

და ორივე ვართ კენტად.

დაგელოდება თეთრი საღამო,

დაგელოდება თოვლი.

რა ტკბილი იყო და რა საამო

მხოლოდ მე და შენ ორნი.

დაუკარგია წარსულს სურნელი,

დაუკარგია ფერი

შეყვარებული ქალი სულელი

დღეს წარსულიდან ვმღერი.

აბა აწმყოში რა გამაჩნია

მწუხარებაა ჩემთან.

მე სხვა სამყარო არ გამაჩნია

მე და წარსული ერთად!


20.03.2012

ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.


20.03.2012

მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!!!


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут