Дневник пользователя ana

ana
44, Грузия

25.03.2012

არ უსმინოთ სხვებს, რომლებიც ნეგატიურად ან პესიმისტურად უყურებენ სამყაროს, რადგან ისინი წაგართმევენ თქვენს სანუკვარ ოცნებებს და მისწრაფებებს, რომლებიც გულის სიღრმეში გაქვთ შენახული!
ყოველთვის გახსოვდეთ, რა ძალა აქვს სიტყვას, რადგან ყველაფერი, რაც გესმით და რასაც კითხულობთ, აირეკლება იმაზე, რასაც აკეთებთ!
და ამიტომ: ყოველთვის პოზიტიურად უყურეთ სამყაროს!
და მთავარია:
მოიყრუეთ ყურები, როცა გეუბნებიან, რომ თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარი მიზნების განხორციელებას!


31.03.2012

შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,
მწყურალს სიყვარულით კოცნა ეამება,
შენთან გათელილი ტრფობის ღამეები,
წარსულს გავატანო როგორ გეკადრებ?.
ან კი რა მქონია,წარსულს რომ გადავცე.
თითო შეხება და თითო გაღიმება,
ან რა ვუსახსოვრო გული გამიძარცვე,
თავად გამიძარცვე შენი მოგონება.
შენთვის გაილეშა ჩემი ბაგეები,
სიტყვა დამწყვდეული უნდა გავაჭენო,
რატომ ამიშენე შენს წინ დარაბები,
ჩემი გაზაფხული სადღა გავაშენო?!.


24.03.2012

იცით,ახლა მივხვდი, , რომ ადამიანი რა ასაკშიც არ უნდა იყოს მუდმივად შეყვარებული უნდა დარჩეს, უბრალოდ ეს სიყვარული ადამიანს ჭირდება, რომ იარსებოს, ისუნთქოს დაუხაროდეს მეორე დღის გათენება. ადამიანი თავის ოცნებაზე უნდა იყოს შეყვარებული. გალაკტიონს აქვს ნათქვამი: “მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი…”

მე კი, მე მართლა მიყვარს ოცნება. იმიტომ მიყვარს, არ შემიძლია სხვაგვარად – მჭირდება სიყვარული იმისთვის, რომ ვიცხოვრო და არ ვიცოცხლო უბრალოდ ცხოვრებისათვის.


24.03.2012

დაგაძალებენ, დალევ, არ გარგებს,

ღვინო კი არა თითქოს გესლია.

სიმთვრალე თუმცა არ არის კარგი,ზოგჯერ უღვინოდ უარესია.


წლები გვარბევენ და მიაქვთ ხარკი,

თან დღეებს, როგორც ტყვიებს, გვესვრიან.

სიცოცხლე მუდამ არ არის კარგი,

მაგრამ სიკვდილი უარესია.


ბევრჯერ გვიქრება ხან - მზე, ხან - მთვარე

და ვითმენთ ისე, როგორც წესია.

გვღალატობს ზოგჯერ თუმც მეგობარი,

უმეგობრობა უარესია.


24.03.2012

მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში – სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ახლა მარტო ვარ უშენობით განაწამები
ვით საუკუნე გაივლიან ისე წამები
არ გელოდები სინანულით მივსტირი მხოლოდ
გულში დარჩენილ სიყვარულის მტკივნეულ ბოლოს!..


24.03.2012

დღეს თუ არ გახსოვარ,
დღეს თუ არ გჭირდები,
ცრემლებად ჩამოვალ ღრუბელთა კალთიდან,
გაშალე ხელები, შეკარი პეშვი და
შეიგრძენ ლამაზი ფიქრების სურნელი.
ცხოვრება უძირო გრძნობების ომია,
დღეს ეიფორია,
ხვალ_მწარე ფიასკო,
შენ როცა წაგება დარდებად მოგივა,
მიუგდე ყური და ნიავი გიამბობს;
უბრალო ქარი და ფოთლები კი არა,
ეს ჩემი სუნთქვაა საშველად მოსულა,
ტკბილია ოცნება და ზოგჯერ სიზმარი,
ცხადში კი ფერები თუმცაღა მუქია,
არასდროს იფიქრო: უიღბლო რატომ ვარ?!
გიჟია ის, ვისაც ცხოვრება უქია,
გინახავს? საზარლად დბურულ ღამეში,
ოდნავი ნათებაც კაშკაშა შუქია.
ჩამქრალმა თვალებმა, რატომღაც იმრავლა,
სევდა და წუხილი დღეს უფრო მეტია,
შენ ალბათ გინახავს უმწეო გლახაკი
და სასომიხდილი მდიდარიც გინახავს.
ცხოვრების კანონებს ვერაფრით…


23.03.2012

ცრემლით გაიჟღინთა შენი მონატრება,
გარეთ სიცივეა და აქაც საკმაოდ
ცივა და ტკივილსაც ვეღარ ვუმკლავდები,
ვხვდები, რომ ფიქრები ახლაა ამაო...

ჩვენს შორის ათასი, ათასი „გელი“- ა,
მანძილსაც სევდიან მეტრებად დავითვლი,
ახლა, ხომ ჩემს ლექსებს სულ სხვები ჰყვებიან,
შორს ხარ და ზღვის თავზე ვარსკვლავებს დარაჯობ...

ათასი ან მეტი წამია ჩვენს შორის,
სევდის სიმფონიას დაუკრავს მაესტრო,
გული მონატრებას ჯერ ვერ შევაჩვიე
მინდა მოხვიდე და ფიქრებით გაგენდო...

სევდიან სიმღერებს შენთვის რომ ვმღეროდი,
სიტყვები ცრემლებად იღვრება ფურცლებზე,
მე ისევ მიყვარხარ და კვლავაც სიტყვებით
გიმღერებ ოდესმე შენს ლამაზ პიესებს...

ფიქრში გავატარე წინა დღეები და
ხვალაც მონატრებას ვცდი ბოლოს მოვუღებ,
ახლა ჩემი გული უფრო იერით ჰგავს,
შორს წასულ გემზე, რომ თოლია იბუდებს...

სევდისფრად გხატავდი მე წუხელ სიზმარში,
ვარსკვლავი კვლავ ფუნჯად მეკავა ისევე...
მე ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ კვლავ…


23.03.2012

მე არ შევშინდი და შენ მოგანდე ჩემი ცხოვრების თეთრი ფურცლები

მინდა მჯეროდეს რომ შენ შემოხვალ ჩემს ცხოვრებაში გაზაფხულებით,
მაგრამ არ მინდა არ გიკარნახებ, მე ხომ მოგანდე ჩემი ფურცლები

და შენს მუზაში არ ჩავერევი ჩემი სურვილით და ოცნებებით.



შენ მხატვარი ხარ ყველა ფერებით, მომწმინდე თვალზე ფუნჯით ცრემლები


წაშალე ცაზე სევდის ღრუბლები და გააცოცხლე ირგვლივ ყოველი.
მე არ შევშინდი და შენ მოგანდე ჩემი ცხოვრების თეთრი ფურცლები,
მინდა მჯეროდეს, რომ შენ შემოხვალ ჩემს ცხოვრებაში გაზაფხულებით.


23.03.2012

მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ
თავს ვერ ვუტყდები,
და მითხარ კარგო შენ ვით გაგანდო,
მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ !
მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ !
მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ !
მაგრამ რაღა დროს!...

მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ
დღეცა და ღამეც
შენზე ფიქრებს და სიზმრებს ვუნდები,
მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ
მაგრამ რაღა დროს?!-
შენ
უკვე აღარ
დამიბრუნდები!!!..

:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::
რად მინდა ფიქრები შენ თუ არ იქნები,…


23.03.2012

ისევ, მოგონება მახრჩობს...
როცა, უმოწყალოდ მწვავდი...
მაინც, ვერ გავიგე - რატომ?
მე ხომ, სიგიჟემდე მწამდი...
ახლა, მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა, მოგონებებს ვიმკი...
მაშინ, ოცბებებსაც ვზრდიდი...
ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი, მოწყალე და მშვიდი...
ახლა, შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ, ვიღაცაში გცვლიდი...
ისევ, მონატრება მომკლავს...
ახლა, მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ, ჩამოვჯდები მზესთან...
წვიმას ავატირებ, ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს, უგზოუკვლოდ გავშლი...
ღამეს დავაღამებ, სადმე...
დილას გავითენებ, მაინც...
ოღონდ, საუკუნოდ მწამდე...
იმედს არ დავკარგავ ხვალის...
ღამეს, უშენობით მოვკლავ...
მერე, შავს სამოსელს გავხდი...
მოვალ, დამიჯერე, მოვალ...
და შენ,
პაემანზე დამხვდი.


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут