Дневник пользователя ana

ana
44, Грузия

28.03.2012

მენატრები, ღმერთო როგორ მენატრები! გულის ტკივილამდე, სულის კივილამდე...ტირილამდე...კივილამდე...ვგიჟდები გესმის? როცა ჩემთან არ ხარ ვგრძნობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ, ბოლომდე ვაცნობიერებ იმას, რომ უშენოდ ცხოვრება არ შემიძლია, შენით ვსულდგმულობ, შენით ვსუნთქავ, შენით და შენთვის ვარსებობ! ოჰ, როგორ მტკივა ეს მონატრება რომ იცოდე, როგორ მღლის, სულიერად მფიტავს. ყოველი წუთი საუკუნეა უშენოდ!!! თითქოს დრო იყინება, თითქოს არც თენდება და არც ღამდება...ძლივს ვსუნთქავ უშენოდ, რადგან შენ ხარ ჩემი ჰაერი...გთხოვ მალე დამიბრუნდი, დამამშვიდე და ისევ და ისევ მითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებით, რომ გიყვარვარ სიგიჟემდე და შენი ერთადერთი სიყვარული ვარ! მენატრება შენი…


28.03.2012

ღმერთო, ნუ გამოლევ ღამეს...

მზიანს,

შენი ფიქრით სავსეს...

შენს ლოდინში, დაღლილ წამებს...

გულს, რომ სიყვარულით ავსებს...


ღმერთო, დაიფარე ყველა...

ვისაც,

სიყვარული ქვია...

შენზე ფიქრმა გამახელა...

და სიზმრებში გამახვია....


ღმერთო, ნუ დატოვებ მარტო...

ვისაც,

მზე და ღამე ათბობს...

რომ, უცებ არ გიღალატოს...

და უშენოდ არ გაათბოს...


ღმერთო, ნუ მიაჩვევ ტკივილს...

ვისაც,

სიყვარული უყვარს...

თორემ, გული უკვე კივის...

და ვინ იცის, სად წაიყვანს...


ღამეს, აკივლებულს დღეში...

ცაზე, ღრუბლებად რომ გდია...

ღმერთო, ნუ გამოლევ ჩემში...

ღამეს,

გათენებულს, მზიანს...


27.03.2012

შენ რაც მოგწონს,მე აქა მაქვს ლამაზ სულში,

გულმა შენზე ოცნებები დაიტია,

შენ რომ გიყვარს,ის ფიქრები ჩემში დაქრის,

ჩემი გრძნობა ოცნებების დარაჯია.

შენ რომ გხიბლავს,ის აქ დაქრის,სუფთა სულში,

ფიქრი ლამაზ მოლანდებად გაეხვია,

აგიზგიზდა,აბრდღვიალდა შენთან ერთად,

რადგან მეტი არაფერი აბადია.

შენ რომ გიყვარს,გრძნობა არვის შესადარი,

მსგავსი,ეძებ???სხვაგან არსად არ ანთია,

რა ვქნა თუ კი შემოქმედმა ასე მძლავრად,

შენი სუნთქვა ოცნებებად დამაფრქვია.

შენი სული,თითქოს სადღაც ცარიელი,

ჩემმა გრძნობამ სავსე მზერად გააბნია,

ლამაზ თვალთა ბრდღვიალებით გაპენტილი,

სიყვარულის ანა–ბანას შეასია,

შენ რომ ნატრობ,ის ვულკანი მკერდში ღვივის,

წვიმამ ცრემლი მონატრებად დააქცია.

ლამაზ ფიქრთა უსასრულო მონიტორმა,

შენთან ერთად თეთრი ღამე გაათია.


27.03.2012

და რომ მენატრები, მიყვარს ეს შეგრძნება, მიყვარს დახრჩობამდე, შეშლაა ნამდვილი, როდესაც სუნთქვაც კი საშინლად მბეზრდება, და ტვინშიც ფესვს იდგამს სიგიჟის ადგილი.

@@@@@

მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად, გთხოვ და... ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება, თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა, ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

@@@@@@

რომ შემეძლოს ძალიან ბევრს ვიცინებდი ... რომ დამემტკიცებია რა "სულერთი" ხართ ზოგიერთები ჩემთვის .

@@@@@

ვისწავლი გპირდები უშენოდ ცხოვრებას , ჩემს სულში ღირსების დროშები ფრიალებს ... გგონია ცხოვრება რომ შენით იწყება?! არა! დედამიწა ჩემს ირგვლივ ტრიალებს!!

@@@@@@@@

გწამდეს... გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი.


10.02.2013

ხანდახან როგორ გტკივა, ...გინდა გამოხატო.. დაწერო ან თქვა მაგრამ როცა ამ ყველაფრის სიტყვებად გადაქცევას ცდილობ ხვდები რა სისულელეა... არცერთი სიტყვა, ახლოსაც არ არის იმასთან რასაც გრძნობ. .. ამიტომ მე ყოველთვის სიჩუმეს ვირჩევ...


25.03.2012

იმ დღიდან, ამ დღემდე...

დიდი დრო გასულა...
ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი...
ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად...
და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან, ვინ მოსთვლის...

რამდენჯერ მეტირა...
ვინ მოსთვლის, შენამდე ვისთან არ მივედი...
მინდოდა, უშენოდ დარჩენა მეყვირა...
ძახილის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან,

მოვყვები შენამდე ბილიკებს...
და ხალხი ვატყუე, რამდენი, მილეთი...
თუ არა წარსული,
სხვა მე, ვინ მიმიღებს...
და კითხვის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

არადა, იმ დღიდან

დიდი დრო გასულა...
წარსული მაფიქრებს, მპატიობს მცირედით...
წლები რომ მექცია, ისევე წარსულად...
აწმყოსთან ხელახლა უშენოდ მივედი...

იმ დღიდან, ამ დღემდე,

უაზროდ გელოდე...
წვიმს მაგრამ უშენოდ, მე მაინც ვერ ვტირი...
უზომოდ მიყვარხარ და…


25.03.2012

არ დაიჯერო, მიგატოვე,
ღმერთია მოწმე!-
სულ ფიქრით ვთელე
უშენობის მკრთალი
მირაჟი.
წუხელ სიზმარში
სანატრელი თვალები
ვკოცნე,
მომენატრე და შეგაწუხე
წუხელ სიზმარში.
არ დაიჯერო, განშორება
გამიადვილდა,
ეკლიან ჯვარზე
ზვარაკივით ვეცვი, ვეწამე!
მე წარსულ დღეებს
გაგახსენებ ისევ თავიდან
და ნაღვლიანად
გადმოგვხედავს ვიღაც
მესამე...
არ დაიჯერო, მიგატოვე,
ღმერთია მოწმე !-
სულ ფიქრით ვთელე
უშენობის მკრთალი
მირაჟი!
წუხელ სიზმარში
სანატრელი თვალები
ვკოცნე.
მომენატრე და შეგაწუხე
წუხელ სიზმარში...


25.03.2012

არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ…თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს,მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ.

არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ…
პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ,
მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ.

არ ვიცი პოეტები მუზებს რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ…
პოეტებს მუზა ხშირად შეეცვლებათ,
მე კი უშენობას სიკვდილს შევადარებ.

არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ…
პოეტის მუზა ხალხს ეყვარება,
მე კი ამ გულსაც შენ ერთს გაჩუქებ.

მე ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ,
ჩემი ანგელოზის თხოვნა შევასრულე…
პოეტებს მუზა ალბათ მიატოვებს,
შენ კი მომეხვიე…გაგიშვა?არასოდეს!..


25.03.2012

პატარა გულში დიდი ოცნება
კვლავ შეუმჩნევლად შემოიპარა,
ფრთებით შემეხო, მომეალერსა
და საიდუმლო ჩემი მომპარა..

მან თითქოს უკვე მზე დააბნელა

შენკენ მავალი კარი დარაზა,
კიდეც რომ გსურდეს, ვერ გაიქცევი,

ჩემი ფიქრები გიდგას დარაჯად..

განა რამეს გთხოვ, უბრალოდ მინდა

მაგ დიდრონ თვალებს მივუალერსო,
თუმცა თვალებშიც როგორ ჩაგხედო,
როცა აქ არ ხარ უძვირფასესო.

ვერ მომიკლია ტრფობის წყურვილი
და მსურს ეგ გულიც ტრფობით აღივსოს ,
მე ვინატრებდი, რომ ერთხელ მაინც

განგებამ შენთან ყოფნა მაღირსოს


25.03.2012

ბევრი ადამიანი მიყვარს და მერე რა, რომ

ამას ხშირად არ an ვერ გამოვხატავ?


მერე რა, რომ ზოგმა არც იცის ამის შესახებ?

მერე რა, რომ მეც არ ვიცი, თუ როგორ

ვუყვარვარ ზოგიერთ მათგანს? მერე რა,

რომ ზოგის სიყვარულის შესახებ არ ვიცი?

მერე რა, რომ ჩემთვის ზოგჯერ არ

უთქვამთ, რომ ვუყვარდი?


რაც მთავარია, არსებობენ ადამიანები,

რომლებიც მიყვარს და რომლებსაც

ვუყვარვარ. ზოგი შორს არის, ზოგი ახლოს,

ზოგი საერთოდ არ ვიცი, სად არის და რას


აკეთებს... მთავარი ისაა, რომ მიუხედავად

დრო-სივრცითი პრობლემების, მიყვარს

თითოეული მათგანი, მახსოვს და თუ ეს

სიყვარული ერთხელ მაინც გაიდგამს

ფესვებს ჩვენში, ის სამუდამოდ რჩება,

იზრდება და მარადმწვანე ხესავით ხარობს

სულ, მუდამჟამს, საუკუნოდ... იგი

გვასულდგმულებს და გვაძლევს ძალას,

რომ განვაგრძოთ არსებობა, გავიღიმოთ,

გავძლიერდეთ, განვითარდეთ, ერთმანეთს

დავეხმაროთ, ერთმანეთის გვესმოდეს და

ისევ და ისევ, გვიყვარდეს!,,


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут