Дневник пользователя Natalia

Natalia
33, Тбилиси, Грузия

21.11.2017

 არა იმიტომ რაღაც მინდა, რომ უკვე მცივა და მინდა სითბო "ისე უბრალოდ" , სულ უმიზეზოდ მოვედი შენთან , არაფერს ვითხოვ... არც სიყვარული ,არც იმედი, არც შებრალება , აღარც ის მახსოვს ,რა უნდა მეთქვა ... მე მომეჩვენა, რომ შენ დაგჭირდი მომეჩვენა და" ისე უბრალოდ" მოვედი შენთან


21.11.2017

 და თუ მონატრებას ვეღარ გავუძელი, დავტოვებ ქუჩებს, წვიმიან დღეებს, შემოდგომაზე გაძარცულ ხეებს და მოვალ შენთან. და თუ დაბნელდა ირგვლივ ნათელი, თუ მხოლოდ წვიმა იცეკვებს კართან, მე მოვალ შენთან. თუ დამიძახებ სიზმარშიც, ცხადშიც, თუ დაგეღლება მზერა შორეული, ფიქრის ბაღს თუ შერჩი სევდამორეული, მე მოვალ შენთან. მე მოვალ შენთან, როგორც მთვარის სხივი, გულზე დაბნეული ლურჯი ყვავილებით, როგორც ცვარის მძივი, როგორც ქარის ქროლვა, სითბოგარეული სუნთქვა და თრთოლვა. მხოლოდ მომინატრე, როგორც გაზაფხული, როგორც დაჭერილი ჩიტი დაზაფრული, ფიქრი შორეული, ფიქრი დაღალული და... მოვალ შენთან...


11.12.2017

დამაფიქრე, მომანდომე ჩუმად ლოცვა, სიყვარული არ არისო,არა ცოდვა.. და თუ ცოდვად ჩამეთვლება თითო წამი, დაგასველებს ციდან ჩემი ცრემლის ნამი.. შემაყვარე, შემაპარე ფიქრი შენზე, ფიქრს გავყევი, მეძვირფასე მეტად სხვებზე, მოგარიდებ, თვალებს დავხრი მორცხვად იცი, უფალი კი მომიტევებს ცოდვას ვიცი


 იცი?- შენთან იოლია სუნთქვა და იცი? შენთან იოლია ყოფნა... ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი "მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?" იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა და სხვაგვარად მომეპარა ღამე... და სანამ ძილს უმკლავდება თვალები დაგიწერო ჩემო, მინდა რამე.. და სიზმარში მოგეპარო მალულად არ მელი და არ მიცქერი როცა... დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი მენატრები, გეძახი და გიცდი მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და... ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?


 მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ – მიყვარხარ, პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან, ბაგე კი მოვთოკე, გული კი ვერაფრით, გეძახის: სადა ხარ? ცხოვრება გავიდა . . . მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ, ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან, გონებას მოვუვლი, ამ გულს კი ვერაფრით, იძგერებს: უშენოდ სიცოცხლე არ მინდა . . . ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება, რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან, მე გამაჩუმებენ, ამ გულს კი ვერაფერით, ილოცებს: უშენოდ . . . ზეცაც კი არ მინდა


ცად ღრუბელს ავყე...
ფიქრმა დამჯავშნა...
წვიმის წვეთები
გულზე მეცვარა
შემომეწერე!
და რა ვქნა ახლა
თუკი თვით ცრემლიც
გარდამეცვალა.

დროს ვერ ვაჩერებ...
დარდი გულს ტვირთავს
განაბუტ წამებს
ფერი ეცვალათ...
თვალებს ფიქრები
იარით მირთავს
მე ხომ ოცნებაც
გარდამეცვალა.

წუხელ ....
სევდისფრად მეტირა ღამე,
წუხელის ღრუბლებს
ფერი ეცვალათ,
წუხელის
გულზე დამაკვდა მთვარე,
წუხელ ხომ მუზა
გარდამეცვალა.
M4nFjc0XGlc.jpg


ახლა ისე მტკივა.....გული???
არა... თვალები,
ვერ შევაჩერე ეს ცრემლებიც
ღამენათევი...
ზეცა ვარსკვლავებს ვერ იფერებს
ხედავ?
ზღვას ეტრფის...
და მეც უეცრად ღრუბლებიდან
დაბლა დავეშვი...
ვინ თქვა,რომ როცა გულით გიყვარს
მუდამ ვმართლდებით???
ზოგჯერ ტკივილი მაშინ მოვა
როცა არ ველით...
ამ გაზაფხულზეც მეტად ცივა
ვიდრე სხვა წლებში...
მაგრამ შენ მაინც დამტოვე და
სადღაც წახვედი...
ალბათ ჩემს გრძნობებს
ჩემს სიყვარულს
გზაზე დატკეპნი...
მე კი დაუწყებ მათ აკრეფას
შენგან გათელილს...
მაგრამ ვერ ვხვდები
დღემდე ვფიქრობ
მარტოდ დარჩენილს
ასე უგულო....
ასე გულით...როგორ ... დამჩემდი!


წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა,-- სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა...


დრო ყველაფრის მკურნალია, ჩემი თავის გარდა,
ჩემი ცრემლი სხვის ტკივილს და სხვის გოდებას არ გავს.
წარმოდგენა რომ დამთავრდა და დაეშვა ფარდა,
ფარდის უკან იმ ცხოვრების არაფერი დარჩა.
დამადნო და გამათეთრა შენს თვალებზე დარდმა,
ვერაფერი ვერ მიშველა მილიონმა ვარდმა.
მზე შეცვალა სიცივემ და უნდობლობის ქარმა,
სხვა არავინ არ მოუშვა ახლოს გულის კარმა.
აღარ ველი განთიადს და არ ვსაუბრობ ზღვასთან,
მარტო შენზე მეფიქრება, ვერ წავედი სხვასთან.
ვერ შევძელი ერთ ღამეში ვარსკვლავების დათვლა,
ვეღარასდროს ვერ გავარჩევ ტყუილისგან მართალს.
არ მინდოდა, დამიჯერე, ასე ჩუმად წასვლა,
არ მინდოდა, ზეცას ვფიცავ, სხვაში შენი გაცვლა.
მე უშენოდ სიცოცხლის და უღმერთობის არ მწამს,
მაგრამ მჯერა ვერასოდეს დავიბრუნებ ამ წამს.
დრო გაივლის და ყველაფერს აეხდება ფარდა,
ყველაფერი განათდება ჩემი ფიქრის გარდა.
სიყვარულის მსუბუქ სიოს დავუხვედრებ აფრას,
და განვაგრძობ…


 ისე ლამაზად უნდა ვიდარდო, ადვილად შევდგე ირმის ფეხებზე.... ისე ლამაზად უნდა მიყვარდე , უნდა გატირო ამ ჩემს ლექსებზე... ისე ძლიერად უნდა გინატრო, რომ შენვე გიგრძნოს შენივე გულმა , ისე ხმამაღლა უნდა ვიყვირო ,არ დაიჯეროს ჩემივე ყურმა..... ისე თამამად უნდა ვიცეკვო , ჰაერი გასჭრას თხელმა თითებმა, ის სიყვარული უნდა გასწავლო, რაც ვერ გასწავლეს ძველმა მითებმა... ისე ძლიერად უნდა მიყვარდე.... ისე სხვაგვარად უნდა მიყვარდე... რომ დამენანო, როგორც შედევრი ხელი შეგახო


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 54 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут