Дневник пользователя Natalia

Natalia
33, Тбилиси, Грузия

სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ შემიძულებდი და გძულვარ , რადგან სიყვარულმა სულ მთლად შეგშალა!...... ზიზღით ,სიბრაზით ეხეთქები მაგ გულის კედლებს, ამ გაზაფხულმაც ვატყობ უკვე ვერც კი შეგცვალა..... გძულვარ და მძულხარ...ზოგჯერ მინდა გაქრე...გათავდე!.... შენც არსებობა ჩემი უკვე მეტად გაწვალებს.... ვეღარ ვეტევით ორნი ერთად ამ ცის ქვეშეთში, შენ დარჩი...გითმობ შავ - ბნელ მიწას,მე კი გავაღწევ შენი ნასუნთქით გაჯერებულ ჰაერიან სივრცის ჯებირებს... მაგიჟებს რადგან უჩემობით ცოცხალი გული, უფრო და უფრო სიძულვილის შხამით ვითვრები... შენ კიდევ ჩემი არსებობით აგიწეწია მთლიანად სული..... ერთ სახლში ვცხოვრობთ,სადაც ზეცა ქუდად გვახურავს... ერთ კედლებში ვართ... და ერთ ნოხზე ვადგამთ ნაბიჯებს... ერთი მზე გვათბობს... ერთი ქარი დაქრის გარშემო... ვერ გიტან,რა…


.....რომ მოვიდე, თვალებში ჩაგხედო,შენი დიდი, ვაჟკაცური ხელი ხელში დავიჭირო და გითხრა,- მე არასოდეს არ მიცხოვრია და ამ წამს დავიბადეო...დამიჯერებ?...........რომ გითხრა, მე მოვდიოდი უკუნ ღამიდან თურმე იმ დაბადებიდან, როცა ჩათვალეს, რომ დავიბადე და ნათელი ჩემი შენ ხარ მეთქი....დამიჯერებ?.........რომ გითხრა,-ყოველი წვეთი წვიმისა შენს სარკმელს დაცემული, რომელსაც თვალს უშტერებდი და აკვირდებოდი,- ეს ჩემი ცრემლი იყო მხოლოდ შენის არსის შეცნობილი სულს წყვეტილი....დამიჯერებ?.........................დამიჯერებ?........დამიჯერებ?.............დამიჯერებ?................მე შენ გაგებდი , ვითარცა უწმინდეს კოშკს სიყვარულისას...მე შენ გძერწავდი..მე შენ გხატავდი...გაქანდაკებდი.................და შენ მწერდი ქარიან ღამეებს და ნაწერ ფურცლებს ქარი გპარავდა ....მერე ჩემთან მოჰქონდა და აგროვებდა ნაქურდალს ჩემში.........გროვდებოდი წვეთა-წვეთობით....გროვდებოდი და იზრდებოდი...გუბდებოდი..ასე გიპარავდი ჩუმ-ჩუმად....და ახლა გადმოღვრას აპირებ ...... წალეკვით ემუქრები თითქოს სამყაროს...........სავსე ვარ შენით…


10.07.2018

სულში ისევ ჰყვავის გაზაფხულისფერი
სუსტი ყვავილები,
შენზე მონატრებამ ახლა ნაწვიმარზე უფრო გადამრია,
ღამე ქუჩა–ქუჩა მარტო დავდივარ და ლოცვით
დავიღლები,
ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან.
მე შენ დაგიძახებ, ჰოდა გამაგონე, ნუღარ დადუმდები,
მე და სიმარტოვეს უთქმელ სიყვარულზე
ბევრჯერ გვიმღერია,
და თუ შეგაწუხებ, დედას გეფიცები, ისევ გავჩუმდები,
ფიქრს ვერ მოვიშორებ, ო, ვერ მოვიშორებ,
რადგან იმდენია...
მე, შენ ისევ გეტყვი ღვთიურ სიყვარულზე და
შენც გაწითლდები,
ვიცი ჩემამდე რომ შენი ბავშვობა და რიდი მოგყოლია,
და შენს მოლოდინში ჩემთან მოიწყინეს,
დაჭკნენ ყვავილები,
მინდა იცოდე, რომ შენზე გაგიჟებამ გადამიყოლია.
სულში ისევ ჰყვავის იაგუნდისფერი ცელქი აპრილები,
როგორ მომენატრე, ჩემთან სანუგეშოდ ღამის
ზღაპარია.
ნეტავ სად არიან, ახლა ნაწვიმარზე ძებნით დავიღლები,
ჩემი ათენა და ჩემი აფროდიტე ნეტავ სად არიან...


03.05.2017

 ყოველი გათენებული დღისთვის, ყველა განცდილი სიხარულისთვის, ყველა აუტანელი ტკივილისთვის, ყოველი წარმატებული (წარუმტებელი) ნაბიჯისთვის, ყოველი შესაძლებლობისთვის რაც მეძლევა, ყოველი ადამიანისთვის, ვინც ჩემს გარშემოა, ვინც ისეთი მიმიღო როგორიც ვარ და არ ცდილობს შემცვალოს მისებურად... ვინც ცდილობდა შევეცვალე და სულ ტყუილად... წარსულისთვის, აწმყოსთვის, მომავლისთვის, მადლობელი ვარ !


არ დავასრულებ შენზე მოლოდინს,
არ დავასრულებ შენს მონატრებას,
მე დღეთა რიცხვი ვერასდროს დამღლის,
შენთან მანძილიც ვერ მომერევა.
პირიქით, უფრო მოვიკრებ ძალას,
რომ თუნდაც გვიან , მაგრამ მოვიდე.
მე გავაქარვებ ტკივილებს მრავალს,
რომ ამ გრძნობებზე შემხვდე გრძობითვე.
შორს გადავივლი მთებსაც და ველებს,
უღრანი ტყიდან თავსაც დავაღწევ.
ზღვებში გავუშვებ უამრავ გემებს,
თავისუფლების ფრანებს გავაფრენ.
შეკვირბავ ქვეყნად სამყაროს ვნებებს,
დავეუფლები ენას ცხოველთა.
ფრინველებისგან ვისწავლი ფრენებს,
რწმენას შევიგრძნობ ვიცი ყოველთა.
ზღაპრებს შეთხზავენ ამ მოლოდინზე,
მეტად აქცევენ სიყვარულს ჩემსას.
პოემა შენზე, ლექსი ლოდინზე,
შეისწავლიან ამას სულ ყველგან.
არ გავჩერდები, ისევ მოგძებნი,
ვერ დაგმალავენ მცველები ვერსად.
მე ხომ სიკვდილთან მქონდა ბრძოლები,
რომ წამეყვანე, სიცოცლხევ, ჩემთან.
იცი, რომ გნახავ, რომ ჩაგიხუტებ,
რომ დაგიკოცნი ქალღმერთის თვალებს,
მე არ გაგიმხელ გზათა სირთულეს,
რაც დღესაც ჰქონდა და უკუნ ღამეს.
არ დაგანახებ ცრემლის იარებს,
არც ტანჯვით შექმნილ სხეულის შრამებს.
არ გამოვხატავ…


 თუ არ იქნება ხვალ მე მინდა გითხრა დღეს რომ მე სიცოცხლე მძაგს თუ არ იქნები შენ.... რომ მონატრება მკლავს და ვერ ვპოულობ გზებს თუ არ იქნება ხვალ დღეს უნდა გითხრა ეს რომ მირჩევნიხარ თავს შენთვის ავანთებ მზეს არ შეგადარებ სხვას შენთვის ვაწვალებ ლექსს. თუ არ იქნება ხვალ მე მინდა გითხრა დღეს გამოვუტყდები თავს რომ შეგიყვარე შენ გავეკიდები წამს მზესთან შევიშრობ ცრემლს ზღვის პირას დავდგამ სახლს შიგნით გაცხოვრებ შენ ვისაც რა უნდა სთქვას იქნებ შეშურდეს მტერს მე სამოთხეში ვრგავ ჩემი ოცნების ნერგს იქნებ გაბეზრებ თავს მაგრამ არ ვითხოვ ბევრს თუმც ერთი გული მაქვს მე მასაც გაძლევ შენ თუ არ იქნება ხვალ…


12.05.2017

 სასჯელად დამედო შენი მდუმარება, ტკივილმაც მიმატა გულთან, იქნება ინებო უკან დაბრუნება, იქნება მეწვიო ჩუმად. იქნება უშველო საფიქრეთს ქარიანს, დამშვიდდეს,დაწყნარდეს ურვაც, მე შენს გარეშე ზღვას ვგავარ წვიმიანს, შენს გარდა ვერავინ ცურავს. შენს გარდა ვერავინ ამზევებს ამინდებს, შენს გარდა ვერავინ კურნავს, ტკივილებს დარჩენილს წასვლიდან შენამდე, მანძილებს შენიდან გულთან.... სასჯელას დამედო შენი მდუმარება, ტკივილმაც მიმატა გულთან, იქნება ინებო უკან დაბრუნება, იქნება მეწვიო ჩუმად.....


რომ ჩავიმუხლო გაოცებულს ნუ მესვრი მზერას,
ნურც ჩემს თვალებში წაიკითხავ დამალულ სევდას,
ნურაფერს მკითხავ მოდი მხარზე დამადე ხელი,
რომ ჩემს სხეულში შემოვიდეს იმპულსი შენი.
რომ დავიმუხტო ქარიშხლებთან ბრძოლის სურვილით,
რომ ენერგიის სისხლძარღვებში ვიგრძნო წყურვილი,
რომ გვერდით დგომის სიახლოვემ გამცრას ძარღვებში ,
რომ შენი სუნთქვის სურნელება მცემდეს სახეში.
რომ სიყვარულის საგალობელს მიმღერდეს მთვარე,
რომ ჩემი სულის გასაღები დაგითმოს ღამემ,
რომ ჩემს სისუსტეს შენს მკლავებში ბინა დავუდო,
რომ სიყვარულის საიდუმლოს კარი გავუღო.
რომ ჩავიმუხლო გაოცებულს ნუ მესვრი მზერას,
მოდი, სისუსტით შემიფარე, გამითბე კერა...


 .აჰა გამოჩნდა ნამგალა მთვარე...აკეცა ჩრდილები ღამის კარავის.ირგვლივ იბნევა სხივთა არილი.შევყურებ ამ საოცრებას...ფიქრის გალავანს გასწივის გაფრენილი წარსული,თვალიდან მოსწვეთავს ცრემლის მტევანი...დუმილი დაჰკრავს ბაგეს.დაიწყო თრთოლვა მკერდმა.ღმერთო რა საოცრად მიცემს გული,ლამის ამოვარდეს ბუდიდან.მოგონების ფრთები დასტრიალებს ქარიშხლიან წარსულს:გადაუარა,დასწნა, დაგრიხა, მაგრამ რა?ფრთამოტეხილი დაბრუნდა.სანამ ღმერთო, სანამ?.... ....იქნებ ახალმა ფიქრმა მომახვიოს თეთრი ბურუსი და შეარხიოს ოცნების აკვანი,ისე რომ ცრემლით არ დაინამოს სამუდამო ბალიში.როგორ მინდა ბედის მხურვალე ოცნების ახდენით ვიამაყო.როგორ მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო, რომ "მე ვარ ბედნიერი".მე ხომ ქართული სულით მეოცნებე ერთი უბრალო ქალი ვარ...მხოლოდ ქართული სულით...გული უდაბნოა, სადაც ვეძებ,,,,ვეძებ...ვეძებ და ვერ ვპოულობ...ამ უდაბნოში ისე ვტრიალებ,ვით ქორის თვალი.უნდობარი ცრემლი მახრჩობს, მონატრებამ მერამდენე თასი დაცალა, ცოფებს ყრის სიშორე....ღმერთო მაპოვნინე…


ზეცად შეყრილ ღრუბლებს შევცქერი და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ...
ვფიქრობ და დაკარგულ თავს ვეძებ უკვე რომ ვეღარ მიცვნია სარკეში.
დაბინდულ სარკეს ისე ვუსმევ ხელს თითქოსდა ცხოვრების ფარდა მინდა გავწიო,მერე ვისუსები არ მოსულ წუთებში და ჯერ კიდევ არ შემდგარ მომავალზე ვწერ.
ვწერ შენზე,ჩემზე,ჩვენზე და იმ სამყაროზე უგულო ადამიანებს სვირინგივით თავისი კვალი რომ დაუტოვიათ და უფალი მათ წაშლას ლამობს.
გუშინ შემომხვდი.
მეგონა მიცნობდი.
ამათვალიერე და რა ლამაზი ღიმილი გაქვთო,-მითხარი.
გულის სიღრმეში მეტკინა ვერ შეუცნობი წამები და მივხვდი ამნეზიას მოგონება და ადამიანები წაეშალა შენში.
ნეტავ ის მზე შემომხვდებოდეს ისევ, ბავშობაში ერთად რომ ვუცქერდით.
მოგონებებს ბინდგადაკრული შესცქეროდი და გტკიოდა სიმშვიდეში გამქრალი მშფოთვარე წარსული.
-ნახე ვინ მოვიდა?-გეუბნება მომვლელი და ჩემზე მიგითითებს.
-შენი საყვარელი მინდვრის ყვავილები მოგიტანა…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут