Дневник пользователя Natalia

Natalia
33, Тбилиси, Грузия

იმდენად შეუძლოდ ვიყავი რომ ვერ მოვედი შენამდე...
მაგრამ მე როცა მოსვლა შევძელი და კარზე დავაკაკუნე, ....
შინ აღარ დამიხვდი ...

არადა როგორ მენატრებოდი.


09.03.2017

ხანდახან სჯობია მომავალს, რომელსაც მთელი ცხოვრება ქსოვდი ბოლომდე,... მარტო გალიო, ვიდრე წამსვლელმა ისე გატკინოს სიცოცხლე, .... რომ მომსვლელი გძულდეს.


როცა აღმოვაჩინეთ რომ დღე და ღამესავით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან,გზებიც გაიყარა.
მერე შენ წახვედი.
-და თუ გიყვარდა რატომ არ სთხოვე დაბრუნება?
-ზედმეტად ამაყი იყო, ვიცოდი არ დაბრუნდებოდა-ვთქვი და თავი დავხარე.
მაშინ არ ჰყვარებიხარ, რადგან სიყვარულმა სიამაყე არ იცის.
-ალბათ-, ვთქვი და ცრემლი აკანკალდა ჩემში.
შენ გამახსენდი.
გარეთ მზე ანათებდა მაგრამ ჩვენ ერთად აღარ ვიყავით.


გუშინ გამთენიისას ჩამოიშალა ცხოვრების ერთი კედელი და მივხვდი მე ის ამორძალი ვიყავი რომელიც შენ ბობოქარ ცხოვრებას მარტოდმარტო შეატოვე როგორც ალპინისტი უზარმაზარი სალი კლდის წვერზე.
ისეთ სიმაღლეზე ვარ თვალუწვდენელი მეჩვენება სამყარო.
შენ არ ჩანხარ მაგრამ მე ფიქრებში ჩემი სიმაღლიდან ლამის ღმერთს ვეხები.
უჩვეულოა იმის შეგრძნება რომ მისი რწმენა მაპოვნინებს საკუთარ მეს კედელ ჩამონგრეულ ცხოვრების ბილიკზე.
ვიღიმი...
ეს ღიმილი მარცხისა და გამარჯვებისაა.
ადამიანი თუ დაეცემი ღირსეულად უნდა წამოდგე!
არ უნდა შეგრცხვეს საკუთარი ცრემლის...
არ უნდა შეეჭიდო სამყაროს რადგან მის წინაშე ვალი გაქვს.
დანაპირები მხოლოდ საკუთარ ცხოვრებას შეუსრულე.
იყავი ისეთი როგორიც ხარ შენ და წვეთი რომ იყო თვალუწვდენელ ოკეანეში უფალი მაინც აღმოგაჩენს.



ლექსებო,დაბერეთ დაღლილი ვენები!

მაჯები დახეთქეთ ბობოქარ განცდებით,
იდინეთ ძარღვებში მჩქეფარე ვნებებით
და ტყვიის თარეშში სიკვდილსაც ავცდები!

დამღალა სამყაროს უკუღმა ტრიალმა,
ნუგეშად შემომრჩა ფერმკრთალი სტროფები,
გამტეხა სიცივემ,ზამთარმა ტიალმა,
გაზაფხულს დღითი დღე ლანდივით ვშორდები...

ვერ მიცნო ოცნებამ,ფიქრებში დამახრჩო,
საკუთარ ხელებში განაჩენს მოველი,
ავაგე იმედის ხუხულა,ხარაჩო
და ახლა ინგრევა,იმტვრევა ყოველი...

ვიშლები ვით კვალი ნათოვლარ ბილიკზე,
ვით ომში დაჭრილი მეომრის იმედი,
ცრემლებით ვიღიმი ცხოვრების ქილიკზე,
მშველელის ძებნაში ტყვიასთან მივედი...

მესროლეს,რამდენჯერ დახვრიტეს გრძნობები?!
სისხლისგან გაწურულს მომთხოვეს ბოდიში,
დამადგნენ სხეულზე მშიერი ორბები
და სულში მიყურეს ნადავლის ლოდინში...

გადავრჩე დღეს ისევ ო, ისე ძნელია!
და მაინც დროდარდო იმედით ვენთები,
შორს სადღაც გულწრფელი თვალები მელიან,
ლექსებო,დაბერეთ დაცლილი ვენები!
JBcfZwg_KEY.jpg



ეს წერილი მივიღე დღეს და თავს უფლება მივეცი გამომექვეყნებინა.

"მიუხედავად იმისა,რომ ხარ ინკოგნიტო (თუმცა დაახლოებით ვიცი ვინც ხართ:-) ;-)))) ამას არანაერი მნიშვნელობა არა აქვს,არ ააქვს მნიშვნელობა სახეს, იმიტომ რომ, არ შეიძლება ამხელა პოზიტივის უკან ასეთივე პოზიტიური ადამიანი არ იდგეს, მეც მიხარიხართ რომ მყავხართ თუნდაც ამ ვირტუალურ სამყაროში,იხარეთ და იბედნიერეთ მუდამ!!! "

დიდი მადლობა წერილის ავტორს.
რა მნიშვნელობაა ვინ ხარ, მთავარია იყო და სიკეთე იყო, სილამაზე იყო, ოცნება იყო,
ადამიანების სულს ამშვიდებდე და სიამოვნებდეთ ურთიერთობა.
გაეცი ერთი წვეთი სითბო. გაახარე და გაიხარე.
იცოცხლეთ ადამიანებო, სიკეთე თქვენდა. <3 <3


,,,,,უბრალოდ როცა ჩემზე იფიქრებ და როცა ღამით გაგახსენდები, არ დაივიწყო, ეს სულ გახსოვდეს.....
არსებობისთვის მე შენ მჭირდები !!!


ქალში, როგორც წიგნში, არის სიბრძნე.
მისი დიდებული აზრის გაგება, მხოლოდ წიგნიერს თუ ძალუძს.
არ გაბრაზდე წიგნზე, თუკი უვიცმა მისი წაკითხვა ვერ შეძლო.

7siWmVoFp7Q.jpg


რომ ვერ მივდივარ, ამით გიმტკიცებ,
რომ სიყვარულის პატიმარი ვარ.
თავისუფლების ზომებს ვივიწყებ,
რადგან შენ ჩემი ყველა ზღვარი ხარ.
გამოგონილი სრული სიმშვიდის,
გამოხატვების პროცესს ავკრძალავ...
რომ არ მივდივარ, ამით ვივიწყებ,
რომ მე მთლიანად შენს საზღვრებში ვარ.

iAKBkv2gUKI.jpg


მრავალი კითხვა დამიგროვდა საკუთარ თავთან,

პასუხი არ მაქვს და დავეძებ ჯერ უთქმელ სიტყვებს,
ისევ იქა ვარ მარტოობის მიხურულ კართან
და ჩემი მზერა აღელვებულ ცრემლის ზღვას იტევს.
ნეტავ რა მელის? ვეკითხები საკუთარ თავს და
მინდა გავექცე უძილობით გადაღლილ ფიქრებს,
გაქცევა რაა, მე ნაბიჯის გადადგმაც მიჭირს,
რადგან წარსული მონატრების ბურუსში მითრევს.
სიჩუმე კივის ჩემი გულის მესაიდუმლე,
მე კი ვიხუტებ მოლოდინით გაცრეცილ იმედს,
რომელიც სულში სამუდამოდ ჩასახლებულა
და უცნაური სიყვარულის სამოსელს იხდენს.
ფიქრის კარიბჭეს უხმოდ ვაღებ და
ვაკვირდები სიცოცხლესა და
სიკვდილს შორის დაწერილ ციფრებს,
უსასრულობის ბილიკზე რომ დაუმჩნევია,
იმ დროს, რომელიც თან გარბის და თან კი ფეხს ითრევს.
მოსაღამოვდა, ქარი კვნესის ღია სარკმელთან
და…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут