Дневник пользователя makaterine2

makaterine2
61, Тбилиси, Грузия

03.03.2010

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცილდა ფრენით,
ახლაც მახსოვს მისამართი შენი.

ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,
რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ.

წინ მეშლება სხვა ოცნების არე,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.

გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი
terenti graneli


ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.
ცეცხლანთებული როცა მოკეცა
ელვების ფარჩა და გაქრა წამსვე
ცისარტყელებით მოქარგა ზეცა
ჭექა-ქუხილის სიმღერით სავსე.
ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერ
როდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი,
ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზე
იისფერ სხივებს შორიდან ისვრის.
ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოჰფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.

პაოლო იაშვილი


ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა...
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი...
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი...
თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, -
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე...
მიეძინა... ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
„ნუ გეშინინ!“- ეუბნება იესო...
გაეღვიძა... წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ...
ანა კალანდაძე


ლექსის მწერალი ხშირდება,
სამწუხაროა რაიც!
რამდენი რამე სჭირდება
პოეტს, ჩვენს დროში მაინც!" -
ეს კონსტანტინემ, იძრო რა
შაბათს, მწერლების ბაღში,
მგოსნებისაკენ ისროლა
განხეთქილების ვაშლი.
დიდოსტატები სწყალობდნენ
ბაღს, და აქ ისხდნენ ხშირად,
სუროში შაშვი გალობდა,
რაღა თქმა უნდა, ფრთხილად.
სთქვა ბესო ჟღენტმაც: "მრავლდება
დღეს ლექსის მოწადინე,
ცამდის მართალი ბრძანდება
ბატონი კონსტანტინე".
ცოდვილი ვაშლი გაგორდა
და, უკვე წასწვდნენ რადგან,
მათ დემნა მიუახლოვდა,
ასე, ორ მეტრში დადგა.
ირაკლიმ ხელი ჩაჰკიდა
ბაღის ბოლოში სიმონს,
გოგლა ხიდს მოდგა გაღმიდან,
შემოუერთდა იმ ორს.
მესმე რანგიც მოხროვდა,
მეორე რანგის გარდა,
და დიალოგზე მოგროვდა
გამსახურდიას სკამთან.
"ლექსის მწერალი ხშირდება,
ლექსი კი არ ჩანს მაინც!
რამდენი რამე სჭირდება
ნამდვილ პოეტს და რაინდს!" -
საკითხი განსახილველად
და ვაშლი ცხვირწინ ედოთ,
და სთქვა ირაკლიმ პირველმა,
ეს გახლდათ მისი კრედო:
"პოეტი წლობით ღვინდება,
მართლა პოეტი თუა!
პოეტს იღბალი სჭირდება
და, რა თქმა უნდა, ჭკუა!
სიმხნე და გამჭრიახობა,
ფხიზლად განჭვრეტა დროთა!
სიბრძნე და პატრიარქობა -
ამას…


08.01.2010

Знаете, почему Бог создал сначала мужчину, а потом женщину? Сначала, делается набросок, а потом - шедевр.


06.12.2009


შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს და იმ ღვთიურ ლოცვის გამგონეს
არ ექნებოდათ სპათა შენთა მტერთან ზიანი.

სენ ხატაური აბრეშული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა… ეჰ, რარგიად დაგშვენდებოდა.
შენს ნატიფ სახეს ნიავიც რომ არ შეჰხებოდა,
სპილოს ძვლისაგან ულამაზეს კოშკს აგიგებდნენ.
ცისკარზე, როცა ქაშუეთის ზარებს დარეკდნენ,
აღიგზნებოდა შენის ლოცვით წმინდა ტაძარი
და შენს გვიგვინთან მოკრძალებით ქედს მოიდრეკდნენ
ორბელიანი და ამაყი ამილახვარი.

შენ რუსთაველის სიყვარული დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა.
ბევრი თაობა გაივლიდა ჟამთა შარაგზას,
შენ კი…


06.12.2009


უხერხულია _ შენ გერქვას ცოლი _
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ....

ტარიელ ჭანტურია


06.12.2009

მიმაფრენდა ნაპრალებზე ლურჯი ცხენი,

გადვიჩეხე,

უკურნებლად დაჭრილი ვარ...

დამეხსენი!

შეკიდებიან მთვარეს, როგორც მძიმე მტევნები,

თეთრ-ვარდისფერი ალუჩები და შადრევნები,

ქანდაკებებმა ჩაიარეს მოხდენილ წყებად.

სადღაც შორს მუსიკა კითხულობდა:

ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

ჩახმახის წუთი, ბნელ სივრცეში აშლილი ბოლი,

შავი ყვავილის სამუდამოდ მკვდარი ფოთოლი.

ლიუციფერი:

- ვინ არის ეს ქალი, ვინ არის ეს ქალი

ასეთი ცისფერი?

გალაკტიონ ტაბიძე


Хорошие
девочки ждут принца на белом коне, плохие – миллионера на черном
"Мерседесе", умные считают обоих персонажей вымышленными;

Хорошие девочки спят в пижаме, плохие – голыми, умные – по ситуации;

Хорошие девочки верны мужу, плохие – любовнику, умные – обоим;

Хорошие девочки имеют работу, плохие – спонсора, умные – свой бизнес;

Хорошие девочки верят в чистую любовь, плохие – в частую, умные – в качественную;

Хорошие девочки одеваются аккуратно, плохие – вызывающе, умные – быстро;

Хорошие девочки лишаются девственности в первую брачную ночь, плохие – при первом удобном случае, умные – два-три раза;


რა არის გრიპი A(H1N1)? A(H1N1)


გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ-ში, 2009 წლის აპრილში. ადამიანური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსისა.


ამჟამად არაა ცნობილი, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ექნება დაავადებას მოსახლეობაში. წარმოებს დაავადებულ ადამიანთა ისტორიების შესწავლა, რათა დადგინდეს, როდის არიან ისინი დაინფიცირების, მძიმე მიმდინარეობის ან ჰოსპიტალიზაციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სეზონური გრიპის დროს ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენია: მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წლის ასაკის ზევით მყოფი მოსახლეობა. დღეისთვის უცნობია რომელი ჯგუფები იქნება…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут