Дневник пользователя Akaki

Akaki
40, Кутаиси, Грузия

08.09.2019

არსებობს სხვადასხვაგვარი ლოგიკა: ფორმალური ლოგიკა, ფილოსოფიური ლოგიკა, დიალექტიკური ლოგიკა, რკინის ლოგიკა, ქალის ლოგიკა

არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ყველა ადამიანს გონებაში იდეალური პარტნიორის მოსაძებნად „სიყვარულის რუკა" აქვს შექმნილი. ამ რუკაზე აღბეჭდილია ყველა ის გამაღიზიანებელი თუ მომნუსხველი ადამიანი და გამოცდილება, რომელიც მას ბავშვობიდან შეხვედრია და გამოუცდია: თუნდაც ვიღაცის ხუჭუჭა თმა, მამის ხუმრობა, დედის მანერები, მეხანძრის უნიფორმა, ექიმის ხალათი და ა.შ. ბუნებრივია, პარტნიორები ვერასოდეს აკმაყოფილებენ რუკაზე მოცემულ ყველა მოთხოვნას, თუმცა საკმარისი რაოდენობის მაჩვენებლების დამთხვევა ქსელების გადახლართვას იწვევს და გზავნის სიგნალს, რომ ეს სიყვარულია. ახალმა საუკუნემ, უბრალოდ, შეცვალა ის, რომ ეს სიგნალი სიყვარულის მაძიებლებმა დღეს შეიძლება ვირტუალურ სამყაროში, ონლაინ რეჟიმშიც იპოვონ ისე, რომ პარტნიორს პირისპირ არც შეხვდნენ. "ახლა შესაფერისი ადამიანის მოსაძებნად მთელი ბაზები არსებობს. აბა, თბილისის ქუჩებში სად ვეძებო ის რჩეული ადამიანი?!" - ამბობს 35 წლის გიორგი, რომელიც ფლირტის საიტების ხშირი სტუმარია. გიორგის პარტნიორის პოვნისთვის და შეყვარებისთვის გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება, ვიდრე ქალს, - მიიჩნევენ მეცნიერები. ქალების მოთხოვნები გაცილებით კომპლექსურია და მათ მეტი დრო სჭირდებათ კანდიდატის შესარჩევად: უსაფრთხოება, მომავალი შვილების პოტენციური მამის ნიშან-თვისებები, სტაბილურობა და საზოგადოებრივი სტატუსი - მათთვის ეს ყველაფერი პარტნიორის შერჩევის მთავარი წინაპირობაა. თუმცა გარანტიებს პარტნიორისგან არა მხოლოდ ქალები ითხოვენ. შესაძლოა ამიტომაც, სულ უფრო მეტი ადამიანი სასიყვარულო კავშირს ამყარებს მეგობართან, რომელსაც ენდობა. სინამდვილეში კი გარანტიები არ არსებობს და მხოლოდ პრაგმატული გათვლები ხშირად არ არის ხოლმე წარმატებული ქორწინების და ურთიერთობის წინაპირობა.Конец перепискиВведите сообщение...

დევიდ გერეტი - ახალი ალბომით “UNLIMITED –LIVE 2019” თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს.

“UNLIMITED” დევიდ გერეტის ახალი ტურნე ეძღვნება მუსიკას და მუსიკის თაყვანისმცემლებს. 2019 წლის 13 სექტემბერს დევიდ გარეტი და მისი ბენდი ახალი, განუმეორებელი და შთამბეჭდავი „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება თბილისს სპორტის სასახლეში. 
კარიერის დასაწყისშივე დევიდ გერეტის შემოქმედებას საზღვრები არ გააჩნდა, ამიტომაც “UNLIMITED” არის არამარტო საკონცერტო ტურნეს დასახელება, არამედ მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფია. ყველა, ვინც იცნობს დევიდ გერეტს იცის, რომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. მისი თავდადებული სიყვარული მუსიკისადმი აძლევს საშუალებას სულ ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შესთავაზოს მსმენელს და ამასთანავე შეასრულოს კლასიკური მუსიკის შედევრები.

ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში სხვა შემსრულებელი, გარდა დევიდ გერეტისა, რომელმაც ჟანრობრივი ბარიერების მიუხედავად, საკუთარი თავი სრულად და უკომპრომისო პერფექციონიზმით მიუძღვნა დიად მუსიკას და მისი მსოფლიო წარმატება ამართლებს მის არჩევანს. მისთვის შეზღუდვები მიუღებელია. საკუთარი მისწრაფებით, მუდმივად შექმნას ახალ-ახალი მუსიკალური შესაძლებლობები, დევიდ გერეტმა მიაღწია იმას, რომ საკუთარი შთაგონება გადასცა ყველა თაობის მსმენელს. 
მე დიდი სიხარულით ველოდები საკონცერტო ტურნეს“UNLIMITED –LIVE 2019“. ახლა, ისე როგორც არასდროს, მსურს ჩემი თაყვანისმცემლები გადავიყვანო მომხიბლავ მუსიკალურ მოგზაურობაში და ჩემს ჯგუფთან, მეგობრებთან და თაყვანისმცემლებთან ერთად საზეიმოდ ავღნიშნო ჩემი მუსიკალური შემოქმედების ათი წელი.“ 
10 წელზე მეტია, რაც დევიდ გერეტი საკუთარი საერთაშორისო კარიერით წლიდან წლამდე ქროსოვერის შედეგებს აუმჯობესებს და და სჯობნიდა საკუთარ თავს. მისი უკანასკნელი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მსოფლიოტურნე “EXPLOSIVE LIVE” გაიმართა 20 ქვეყანაში და გაიყიდა 400,000-ზე მეტი ბილეთი. ტურნე“UNLIMITED” მადლიერების გამოხატვაა დევიდ გერეტისგან, არამარტო მისი თაყვანისმცემლებისათვის, არამედ მისი გუნდის და ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც მონაწილეობდა მის მოგზაურობაში და გვერდში ედგა მას უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამის აღსანიშნავად, დამატებით, თავის სრულიად ახალ კომპოზიციებთან…

"გლამურული ნაშა" – პერსონა (განურჩევლად სქესისა), რომელსაც აქვს პრეტენზია "მაღალი წრის" წარმომადგენლობაზე და დახვეწილობაზე, თუმცა ეს არც ისე ეფექტურად/ხარისხიანად გამოსდის და ხასიათდება შემდეგი თვისებებით:

1. აღშფოთებულია, რა პონტში არ მისცეს დიკაპრიოს ოსკარი, არა და მისი მონაწილეობით არცერთი ფილმი არ უნახავს, "ტიტანიკის" გარდა;

2. მდედრობითი სქესის გლამურულ ნაშას ჰყავს ბოიფრენდი და მასთან აქვს სექსი, ბოიფრენდს ცალკე ჰყავს შეყვარებული, რომელიც ცოლად უნდა და გლამურული ნაშა მისთვის მხოლოდ "პასტაიანკაა";

3. მუდმივად, საჯაროდ წუწუნებს,
რომ გასუქდა და ამით ხალხს უბიძგებს – ხშირად შეახსენონ, როგორი "ტანწერწეტაა";

4. ხშირად პოსტავს ფეისბუქზე "აუუ რა ცუდად ვარ" და ისტერიულად "რატომ-ებს" პასუხობს, რომ ვერ ეტყვის…

5. გლამურული ნაშა "მადას გვიღვიძებს" ფოტოებით, სადაც მადიანად მიირთმევს ჩუპა-ჩუპსს, ან Haribo-ს ჟელიბონს დაბერილი ტუჩებით და ამაყობს, რომ უზომოდ
სექსუალურია…

6. მარშუტკით და ავტობუსით მგზავრობა სიგოიმედ მიაჩნია და უკანასკნელი თეთრებით 3 ლარიან ტაქსს იძახებს;

7. ფეისბუქიდან გშლის დრამატული ტექსტებით: ჩვენი მეგობრობა მაინც არ გამოვა/ საერთოდ არ მწერ და რა აზრი აქვს ჩვენს "ფრენდობას"/ ა.შ. და ცალმხრივი სიყვარულით აცახცახებული, ამაოდ ელის, რომ მუხლებზე დაეცემით და დაბრუნებას შეევედრებით, ბოლოს გბლოკავს და ნაცნობ-მეგობრებშ უკანასკნელი სიტყვებით გლანძღავს;

8. ყაზბეგში მაყვალა დეიდას სახლში რჩება, მაგრამ რუმსში ჩექინდება, სადაც ყავის ან წყლის დასალევად შეირბინა;

9. გლამურული ნაშა უკიდეგანოდ მორწმუნეა და თან მარხვაზეა, შესაბამისად გეახლებათ სამარხვო ტორტს, კოტლეტს, შოკოლადს, კარაქს, ყველს, ხოლო სექსზე და სიგარეტზე მამაოს კურთხევა აქვს…

10. ჯამში ერთი თვე აქვს გატარებული სადმე "უცხოეთში" და მაინც, ინგლისურად აზროვნებს და ყოველ მესამე სიტყვას – სლენგს იყენებს, ქართულად აღარ ახსოვს როგორაა და რა ჰქნას?

11. ერთი თვე აქვს: ნაცხოვრები (ქირით) ვაკეში/ვერაზე/ა.შ. ნასწავლი იესემში, ან გავლითაა ნამყოფი ლონდონში/პარიზში/ა.შ. და ყოველ მესამე წინადადებას…

ქალს და კაცს შორის მეგობრობა

ერთ–ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ სჯერა საზოგადოებას საპირისპირო სქესსს შორის მეგობრობა, არის მედია სივრცე, ფილმებში ასახული სიუჟეტები, რომლებშიც ქალისა და კაცის მეგობრობა ყოველთვის სექსუალური ურთიერთობით მთავრდება. ეს ყველაფერი კი რასაკვირველია საზოგადოებაში ეჭვებს წარმოშობს, არ არის გასაკვირი, რომ მათ ამის არ სჯერათ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა დაიწყო დონ ო მეარამ. როგორც ის ამბობს, ამ საკითხის კვლევის მიზეზი გახდა მისი პირადი გამოცდილება ანუ მისი მეგობრობა ქალთან. მან გამოყო წინააღმდეგობები, რომლებიც ქალისა და კაცის მეგობრობის დაწყებისას წარმოიქმნება. ამ წინააღმდეგობების გადალახვა კი შედეგად ნამდვილად გვაძლევს ქალსა და კაცს შორის ნამდვილ მეგობრულ ურთიერთობას. ეს გამოწვევებია:

1) განსაზღვრო ურთიერთობა: მეგობარი თუ შეყვარებული?

პლატონური სიყვარულის არსებობის შესახებ მერამ თავის სტატიაში მიუთითა, სადაც 20 წყვილზე ჩატარებული დაკვირვების შედეგები აჩვენა. მისი თქმით, მეგობრული მიზიდულობა ან კავშირი, თავიდან გვარიდებს ფიზიკური ლტოლვის გაჩენას. თუმცა ძალიან ძნელია განსაზღვრო თუ რა სახის სიყვარულს გრძნობ: მეგობრულს, რომანტიკულს თუ მხოლოდ სექსუალურს. შენ მოგწონს მასთან ურთიერთობა, მაგრამ გასარკვევია ის თუ რომელ მათგანს განიცდი ზემოთ ჩამოთვლილთაგან.

2) გაუმკლავდე სექსუალურ მიმზიდველობას

ხშირად უბრალო მეგობრულ ჩახუტებას შეუძლია ქალსა და კაცს შორის მეგობრობა სექსუალურ ვნებაში გადაზარდოს. შეიძლება შენ არც ფიქრობ სხვა სახის ურთიერთობაზე, მაგრამ გაუმკლავდე მიზიდულობის ძალას ძალზე რთულია.

ერთ–ერთ გამოკვლევაში, სადაც 150–ზე მეტი ქალი და კაცი მონაწილეობდა შედეგებმა აჩვენა, რომ კაცების უმრავლესობა ქალთან მეგობრობას მხოლოდ სექსუალური მიზიდულობის გამო იწყებს ანუ თუ ქალი სექსუალურად მიმზიდველად არ მიაჩნიათ, მათთან მეგობრობა არ მოუნდებათ. გამოკითხულთა 62 % კი აღნიშნავდა, რომ მათ მეგობრობაში სექსუალური ვნება არსებობს.

3) შევხედოთ, როგორც თანასწორს

ეს საუკეთესო საშუალებაა მეგობრობის შესანარჩუნებლად. იმ კულტურებში, სადაც კაცები დომინანტები არიან ეს ცოტა ძნელია, ვინაიდან ქალები უფრო მეტად…

"ერთ კაცს ნაჯახი მოჰპარეს. ის გარეთ გავიდა საძებნელად, მთელი სოფელი მოიარა, მაგრამ ვერ მიაგნო. უეცრად მან ღობესთან მეზობლის ბიჭუნა დაინახა. ბიჭი ისე იდგა, თითქოს ნაჯახი მოიპარა, ის დადიოდა ისე, თითქოს ნაჯახი ჰქონდა მოპარული, და იყურებოდა ისეთი თვალებით თითქოს ნაჯახი მოიპარა.

უეცრად კაცმა რაღაცას წამოჰკრა ფეხი. დაიხედა და თავისი ნაჯახი დაინახა. კაცმა აიღო თავისი ნაჯახი და ისევ გახედა მეზობლის ბიჭს. ის ისე იდგა, თითქოს არასოდეს აუღია ნაჯახი ხელში, ის ისე იყურებოდა, თითქოს არასოდეს მოეპარა ის..."

18.05.2019

1. გიჩნდება ერთი დიიიდი სუსტი წერტილი.

2. ბავშვის გაჩენის წამიდან თავი გმირი ხან გგონია, ხან უსუსური არსება, ხან რობოტი, ხან ალქაჯი, ხანაც არავინ.

3. ემშვიდობები თავისუფალ დროს და პირად სივრცეს.

4. შესაძლებელია ცალი ხელით: ჭამა, სახლის დალაგება, ჭურჭლის გარეცხვა, კბილების გახეხვა, მაკიაჟის გაკეთება, მუშაობა, გაუთავება, ამ სტატუსის დაწერა და ა.შ.

5. არსებობს რამდენიმე სახის ტირილი - კივილი, ჭუჭყუნი, წუწუნი, ზუზუნი,პროტესტი, ჩივილი, სოსკამინდა ტირილი, ვინმემამიყვანეთ ტირილი, მშიატირილი, მინდადავტირივარ ტირილი, ყურადღებამომაქციეთ ტირილი, მართლატირილი.

6. ხდები სასტიკად მოწყვლადი და ადვილი მსხვერპლი გარკვეული ბიზნესებისათვის, რომლებიც ვაჭრობენ სათამაშოებით, სხვადასხვა საბავშვო დეკორაციით, ფოტოსესიებით, ათასგვარი გამოუსადეგარი ხარახურით, რომლებსაც არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, მაგრამ მაინც ყველაფერს ყიდულობ.

7. აღარ გახსოვს როდის იყიდე ბოლოს რაიმე შენთვის.

8. შესაძლებელია 3 საათში გამოძინება.

9. შესაძლებელია სახლში მოჩვენებასავით გადაადგილება, როცა ბავშვს სძნავს.

10. შესაძლებელია ისეთმა ფაქტმაც კი გაგაბედნიეროს, როგორიც ბავშვის კუჭში გასვლაა.

11. რამდენიმე წლით ადრე უნდა დაგეწყო ფულის გროვება პამპერსებისათვის.

12. შენი შვილის თითოეული აღუს, ამოსუნთქვისა თუ ფეხის გაქნევის შესახებ უყვები ყველას და საერთოდ ვერ ამჩნევ, რომ ეს მათ ისევე არ აინტერესებთ, როგორც შენ არ გაინტერესებდა სხვა ბავშვების.

13. გავიწყდება როგორ ღიზიანდებოდი სხვები დღეში ბავშვის მილიონ ფოტოს რომ აქვეყნებდნენ და შენც მასე იქცევი.

14. ერთი შეხედვით ხვდები რა აწუხებს და რა უნდა ბავშვს.

15. სუნავ მის ტანსაცმელს და კოცნი სურათებს.

16. საშინლად გენატრება როცა სძინავს.

17. არსებობს ადამიანი, რომელსაც ღამეში 15-ჯერ გაღვიძებას პატიობ და მეტიც - მაინც გიყვარს.

18. გგონია, რომ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და ნიჭიერი შვილი შენ გაგიჩნდა.

19. გიხდება ორბის მზერა, ძაღლის ყნოსვა, გეპარდის სისწრაფე, ლომის ძალა, გველის მოქნილობა და კურდღლის გული.

20. ჩიტები გალობას დილის 5-ის ნახევრიდან იწყებენ.

გონებრივი ჩამორჩენილობა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება ადრეულ ასაკში და მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს გავლენას ბავშვის ფსიქიკური განვითარების და ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან.

გონებრივი ჩამორჩენილობა ხასიათდება ინტელექტუალური და ადაპტაციური უნარების დარღვევებით შემდეგ სფეროებში:

კომუნკაცია;

თვითმომსახურება;

სწავლა;

მუშაობა;

დასვენება;

საოჯახო საქმიანობა;

სოციალური ჩვევები.

გამოყოფენ გონებრივი ჩამორჩენილობის 4 ხარისხს:

მსუბუქი .(IQ 50-69);

საშუალო .(IQ Q 35-49);

მძიმე .(IQ .20-34);

ღრმა .(IQ .20-ის ქვემო)

სადაც IQ .არის ინტელექტის კოეფიციენტი, რომელიც იზომება ინტელექტის საზომი ტესტებით. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ვექსლერის ტესტი (WISC-R).

მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობის დროს (IQ=50-69):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 912 წელს;

ვლინდება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები სკოლაში;

ვლინდება ნორმალური სოციალური ურთიერთობების დამყარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უნარი. აგრეთვე მუშაობისათვის აუცილებელი უნარები.

საშუალო გონებრივი ჩამორჩენილობა (IQ=36-9):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 6-9 წელს;

ვლინდება განვითარების თვალსაჩინო შეფერხება ბავშვობაში;

ირღვევა თვითმომსახურების უნარები;

უმრავლესობას შეუძლია შეიძინოს ადეკვატური კომიუნიკაციური და საბაზო აკადემიური უნარები;

საჭიროებს სხვადასხვა დონის დახმარებას საზოგადოებაში ცხოვრებისა და მუშაობისათვის.

მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა (IQ=0-9):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3-6 წელს;

ჩვეულებრივ საჭიროებს მუდმივ დახმარებას.

ღრმა გონებრივი ჩამორჩენილობა (IQ 20-ზე ნაკლებია):

მოზრდილებში გონებრივი ასაკი შეესაბამება 3 წლამდე ასაკს;

ვლინდება თვითმომსახურების, გადაადგილების და კომუნიკაციის მძიმე დარღვევები;

გონებრივი ჩამორჩენილობა შეუქცევადი პროცესია და ყოველი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში განვითარების ტემპი, უნარები და აკადემიური მიღწევები ძალიან ინდივიდუალურია.

ემოციური მოუმწიფებლობა: .შესაძლოა ემოციების გამოხატვის ინტენსივობა იყოს ძალიან ძლიერი. დარღვეულია ემოციების შეკავებისა და კონტროლის უნარი.

უნდა აღინიშნოს, რომ გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა მათ მიმართ დამოკიდებულება. ისინი ძალიან მწვავედ რეაგირებენ, თუ ვერ გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ სითბოს, სიყვარულს და კეთილგანწყობას.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут